ნევადის საცდელი ტერიტორია

ნევადის საცდელი ტერიტორია — ადგილი, რომელიც გათვალისწინებულია ბირთვული იარაღების გამოცდისთვის.

ნევადის სატესტო ტერიტორია

იგი მოინახულა ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა. ნევადა არის ლას-ვეგასიდან ჩრდილო-დასავლეთით 65 კილომეტრში. ამ ტერიტორიამ თავისი ახალი დანიშნულება 1951 წლის 11 იანვარს მიიღო. იგი მოიცავს 1 350 კვადრატულ კილომეტრზე უდაბნოსა და მთის მიწებს. ბირთვული ტესტირება ნევადას ბაზაზე დაიწყო ერთი კილოტონის სიმძლავრის ბომბით.[1] ეს ბომბი 1951 წლის 27 იანვარს ფრენჩმენში დაეცა. ძალიან ბევრი ბირთვული პერიოდის ფოტო გადაღებულია სწორედ ნევადას ტერიტორიაზე.

1992 წელს ტესტირების დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტერიტორია საკმაოდ რადიაციული იყო ამდენი ცდების შემდეგ და ეს ადგილი შეერთებული შტატების ყველაზე რადიაციულ ზონად გამოცხადდა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Kiloton. The Free Dictionary by Farlex. ციტირების თარიღი: 2008-11-13.
  2. Ralph Vartabedian. Nuclear scars: Tainted water runs beneath Nevada desert დაარქივებული 2009-11-16 საიტზე Wayback Machine. Los Angeles Times, 13 November 2009.