ნაჰუა
საერთო მოსახლეობა
დაახ. 1,3-2 მილიონი
ენები ნაჰუატლი და ესპანური
რელიგიები ქრისტიანობა და აცტეკური რელიგია

იდენტობის გამორკვევა და ადგილმდებარეობა რედაქტირება

სახელი "ნაჰუა" (ნაუა, ინგლ. Nahua) გამოიყენება სწავლულების მიერ, რათა მიმართონ ცენტრალური ამერიკის ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ლაპარაკობენ "ნაჰუატლის" ახლო მდგომ დიალექტზე. სიტყვა ნაჰუა არის ნაჰუატლური ტერმინი, რაც ნიშნავს გასაგებს, ნათელს ან მკაფიოს. ნაჰუას ხალხი ძირითადად აღიქვამს სახელწოდება "ნაჰუას", მაგრამ იშვიათად უკავშირებენ მას საკუთარ თავს ან ერთმანეთს. უფრო ხშირად ისინი იყენებენ სიტყვას "მექსიკანო" (mexicano) ენისთვის და მექსიკანოს (mexicano) ან მექსიკანეროს (mexicanero), როგორც ძირითად სახელს მათი ეთნიკური ჯგუფისთვის. თანამედროვე ტერმინი მოდის უძველესი ნაჰუატლური სიტყვიდან "mexica" (გამოითქმის როგორც me shē' ca) თუმცა ეს ტერმინები გაესპანურდა და დღეს იმარცვლება და გამოითქმის ესპნაურად. XVI საუკუნეში ნაჰუატლის ენაზე მოლაპარაკე აცტეკები, რომლებიც იყვნენ ტენოჩტიტლანის დედაქალაქიდან საკუთარ თავს უწოდებდნენ და იყვნენ ცნობილები, როგორც "mexica" და დღესაც ბევრი ნაჰუა განაგრძობს ამ ტერმინის გამოყენებას, როდესაც მიმართავს საკუთარ ეთნიკურ ჯგუფს. "Mexicano" თანამედროვე ესპანურში ნიშნავს მექსიკის მოქალაქეს, ხოლო ნაჰუასთვის ეს ეთნონიმი ატარებს ორმაგ აზრს, რაც გულისხმობს თანამედროვე ქვეყნის მოქალაქეს და აცტეკების ამაყ შთამომავალს. ნაჰუა ასევე იყენებს ტერმინს მასეჰუალი (masehuali-pl.masehualmej), რაც ნიშნავს გლეხს ან ფერმერს, როგორც მოიხსენიებენ საკუთარ თავს ან სხვა ადგილობრივ ამერიკელს მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა. ისინი ასევე იყენებ ნაჰუატლურ სიტყვას კოიოტლს (coyotl) რათა მოიხსენიონ ნებისმიერი არაინდიელი. ზოგი მწერალი უწოდებს ნაჰუატლს ან აცტეკს, როგორც ენას ისევე ეთნიკურ ჯგუფს. სახელი "აცტეკი" სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ხანმოკლე მექსიკის იმპერიას, ეს სახელი შემდეგ გადაიღეს ნაჰუას ჯგუფებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ კონკრეტულ მაღალმთიან ადგილას ესპანელების მოსვლამდე. ბევრი ნაჰუა ცხოვრობს იმ ადგილებში, რომლებიც აცტეკების იმეპერიის ყოფილი პერიფერიებია. სწავლულები ხშირად ყოფენ ნაჰუას ხალხს ქვეჯგუფებად იმის მიხედვით თუ რომელ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე იყვნენ დასახლებულები. ძირითადი ნაჰუას მცხოვრებნი დაყოფილები არიან შესაბამისი ტერიტორიების მიხედვით, ეს რეგიონები მოიცავს: Nahua of the Sierra Madre Occidental, Durango, Guerrero, Central Highlands, Sierra Norte de Puebla, Gulf Coast, and Central America. Of these, the greatest number live in the Central Highlands, Sierra Norte de Puebla, and the Gulf Coast. the Gulf Coast არის რეგიონი, სადაც მექსიკაში ყველაზე მეტი ნაჰუას დიალექტზე მოსაუბრე ადამიანი ცხოვრობს. იგი  გაყოფილია ჩრდილოეთის ზონად (Huasteca), ჩრდილო ცენტრალურ ზონად (Totonacapan), ცენტრალური ყურის ნაპირად (Zongolica) და სამხრეთის ყურის ნაპირად (Southren Veracruz and parts of Tabasco). მექსიკური შტატები ყველაზე მრავალრიცხოვანი მოლაპარაკეებით არის შემდეგი: Veracruz, Puebla, Hidalgo, Guerrero, და Morelos. მცირე დასახლებები არის განთავსებული შემდეგ შტატებში: Michoacan, Durango, Jalsico, Nayarit, Tlaxcala, the state of mexico, Oaxaca და Tobasco. მთლიანობაში მექსიკაში არის 7732 ქალაქი სადაც 5 % ან მეტი მოსახლე საუბრობს ნაჰუატლის დიალექტზე. დღემდე გრძელდება ნაჰუატლის სალაპარაკო ენის გაფართოება ცენტრალურ ამერიკაში. პარალელურად ნაჰუები გვატემალაში, სალვადორსა და ჰონდურასში არიან ცნობილნი, მაგალითად "პიპლი" (Pipl), რაც ნიშნავს ბავშვებს ან დიდგვაროვნებს. ნაჰუას ნიკარაგუაში ეწოდებათ ნიკარაო (Nicarao), XVI საუკუნეში მცხოვრები ლიდერის გამო, რომელმაც ასევე თანამედროვე სახელმწიფოს დაარქვა სახელი. ეს პერიფერიულად დასახლებული ხალხი იზიარებს მრავალ კულტურულ ნიშანს ერთმანეთთან და ცალსახაა, რომ ნაჰუას პოპულაციებმა ემიგრაცია განიცადეს ცენტრალურ ამერიკაში ესპანელების მოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე.[1]

დემოგრაფია რედაქტირება

 
ნაჰუატლზე მოსაუბრეთა რიცხვი თითოეულ რეგიონში.
 
ნაჰუას ხალხის კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიები

აშკარად რთული იქნება, მაცხოვრებლების ზუსტად გამოთვლა ცენტრალურ ამერიკაში. ამ პრობლემას ქმნის გარკვეულწილად ის, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს სურვილი გამოთქვას აღმწერებთან ის, რომ ამ ენაზე საუბრობს, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიღების შიშით. ასევე მრავალი შერეული სისხლის მქონე ადამიანი საუბრობს ადგილობრივ ენაზე და ცხოვრობს ადგილობრივ თემში, თუმცა ისინი იდენტიფიცირებულები არიან, როგორც ესპანელები და ბოლოს, აღმწერები ადგილობრივ ენაზე მოსაუბრედ თვლიან ხუთი წლიდან ზემოთ პირებს, რაც შესამჩნევად ამცირებს მათ რაოდენობას. 2000 მექსიკელი აღმწერი აცხადებს, რომ ადილობრივ ენაზე ხუთი წლიდან ზემოთ საუბრობს 6 011 202 ადამიანი აქედან 1 376 026 ადამიანი საუბრობს ნაჰუატლის დიალექტზე. უფრო ზუსტი იქნება თუ ვითყვით, რომ 2 176 922 ადამიანი ცხოვრობს ისეთ ოჯახებში სადაც ნაჰუატლის დიალექტზე საუბრობენ, თუმცა ხანდახან ოჯახის ყველა წევრი არ საუბრობს ამ ენაზე, ამიტომ ნაჰუატლის ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი იქნება დაახლოებით 1,3 და 2 მილიონს შორის. ნაჰუას პოპულაცია დანარჩენ ცენტრალურ ამერიკაში არის შედარებით პატარა. ჩატარებული აღწერა, ასევე მოიცავს  ნიკარაგუასთვის დამახასიათებელ ენებს, 2005 წლის მონაცემებით აქ 11 113 ადამიანი საუბრობდა ნაჰუა-ნიაკარაოს (Nahua-Niacarao) ენაზე და 46 002 ადამიანი ჩორტეგა-ნაჰუა-მანგეზე (Chortega-nahua-mange). საბოლოოდ ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს ნაჰუატლის დიალექტებზე ვიდრე სხვა ადგილობრივ ენებზე.[2]

ისტორია და კულტურული კავშირები რედაქტირება

 
"ატლანტელი ფიგურები" ტოლტეკების ნაჰუას კულტურის დანატოვარი, ტულა.

მეცნიერების უმეტესობა ფიქრობს, რომ ნაჰუატლი წამოვიდა მეზოამერიკულ ცენტრალურ ნაწილში ჩრდილო-დასავლეთი მექსიკიდან და იგი ჩამოყალიბდა დაახლოებით ჩვ. წ. 500 წელს. ეს იყო ენა, რომელზეც საუბრობდნენ აცტეკები (mexica-Tenochca), ტოლტეკები (Toltecs), ტლაჰკალტეკები (Tlaxcans) და მრავალი სხვა ხალხები. იმ დროს როცა ესპანელები მოვიდნენ ადრეულ XVI საუკუნეში, ნაჰუატლი იყო დომინანტი ენა კულტურის მთელ ტერიტორიაზე. მეზოამერიკა არის ერთ-ერთი კულტურული სივრცე შვიდთაგან, სადაც ხალხმა მოახერხა განვითარება, უცხოური ჩარევის, საქალაქო ცივილიზაციისა და სახელმწიფო დონის პოლიტიკური მოწყობის გარეშე. ესპანელების ჩამოსვლამ ურბანული ცენტრების განადგურება და მასიური სიკვდილი მოიტანა, რომლის დონემაც 90 %-ს გადააჭარბა ადგილობრივ პოპულაციაში 1521 წელს დაპყრობიდან რამდენიმე ათწლეულში. თუმცა ესპანელებმა თან ჩამოიტანეს ქრისტიანული რელიგია და გაავრცელეს ხალხში, რამაც მათში გააღვიძა დოკუმენტების და ჩანაწერების ქონის ინტერესი. მოხსენებები მზადდებოდა ახალ დაპყრობილ ტერიტორიებზე სახელმწიფოს და რელიგიის წარმომადგენლების მიერ და იგზავნებოდა ესპანეთის მეფესთან. მოხსენებები მოიცავდა ადგილობრივების შესწავლას მათი უკეთ მართვის მიზნით. ადრინდელი ფრანცისკანელი ორდენის წევრებმა, რომელთა უფროსი შეუდარებელი ბერნარდინო დე სააგუნი (Bernardino de Sahagun) იყო, შეისწავლეს ნაჰუატლი და აცტეკელ გადამწერებს ასწავლეს ესპანური ანბანის გამოყენებით წერა თავიანთ ენაზე. სააგუნის გავლენით, მისმა მიმდევრებმა და თანამოაზრე კლერკებმა შეაგროვეს და დაწერეს ისტორიები სამეფო გენიალოგიებზე, ადათ-წესებზე, რელიგიურ რწმენასა და რიტუალებზე და ასევე მათ კომპლექსურ კალენდარულ სისტემაზე. სხვა ძალისხმევასთან ერთად, მათ დაწერეს მუსიკალური ნაწარმოებები ნაჰუატლის ენაზე, რომლებიც განკუთვნილი იყო ქრისტიანული სწავლების გადასაცემად. მუდმივად ჩანაწერების კეთების ტრადიციამ და დოკუმენტების კეთებამ სწავლულებს დაუტოვა შეუფასებელი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ იცვლებოდა ნაჰუას კულტურა ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში. მკვლევრები დასაწყისიდანვე მუშაობდნენ ამ დოკუმენტებზე, მაგრამ უკანასკნელი 30 წელია, რაც შესამჩნევი ზრდა მოხდა იმ პროფესიონალებში, რომლებიც მეზოამერიკაზე მუშაობენ. არა მხოლოდ ისტორიკოსები და ეთნო ისტორიკოსები არამედ არქეოლოგები, ხელოვნებად მცოდნეები, ლინგვისტები და ეთნოგრაფები არ ზოგავენ თავს, რომ უკეთესად იქნეს გაგებული ის მოვლენები, რაც ადგილობრივი მეზოამერიკის და ევროპის შეხვედრას მოჰყვა. მუდმივად განვითარებადი მიდგომები, რაც წინ უძღვოდა ამ კომპლექსურ ძალისხმევას, შეჯამებულია ჯონ მონაგანისა (2000) და ჯონ ჰავკინსის მიერ (2001). ნაჰუა არის ერთ-ერთი რამდენიმე ათეულ გადარჩენილ ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფს შორის თანამედროვე მეზოამერიაკში, თუმცა შეუძლებელია იმ კონკრეტული ნიშნების აღმოჩენა, რომელიც მათ განასხვავებს სხვებისგან (ენის გარდა). ყველა ადგილობრივი ამერიკული კულტურა იზიარებს საერთო მეზოამერიკულ კულტურულ ტრადიციებს, რაც მნიშვნელოვნად ძველია და ფართოდ იყო გავრცელებული დაპყრობის პერიოდში. თანამედროვე ნაჰუა არის მიმოფანტული დიდ სივრცეზე და ხშირად არიან გარშემორტყმულები სხვა ადგილობრივი ჯგუფებით, ისევე როგორც ესპანური ელიტით. რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ შემთხვევაში არის რეგიონალური განსხვავებები რაც გამოიხატება კონკრეტულ განმასხვავებელ ნიშნებთან, რომელიც დაკავშირებულია ეთნიკურ ჯგუფთან. შედეგი არის ის რომ მაგალითად, ჰუასტეკას (Huasteca) ნაჰუა უფრო მეტ საერთოს იზიარებს მის მეზობლებთან ტეფუასა და  ოტომის ხალხთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუბრობენ განსხვავებულ ენებზე, ვიდრე ნაჰუას ხალხთან, რომელიც ასეულობით მილის მოშორებით ცხოვრებენ გუეროს შტატში. ეთნოგრაფიული ინფორმაცია ნაჰუაზე არ აძლევს საშუალებას ანალიტიკოსებს განსაზღვრონ რაიმე სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელემენტები ხალხების ერთმანეთისგან. იგივე დასკვნა შეიძლება გაკეთდეს სხვა ადგილობრივ მაცხოვრებლებზე მეზოამერიკაში. მაგალითად ოტომის ხალხს ცენტრალური მთიანეთიდან შეიძლება არ ჰქონდეს ბევრი საერთო ამხანაგ ეთნიკურ ჯგუფთან ჰუასტეკაში. ასევე არსებობს რამდენიმე მცირე ეთნიკური ჯგუფი რეგიონში, როგორებიცაა ჰუიკოლები (Huichols) და ლაკანდონები (Lacandons), რომლებიც შესაძლებელია გამოვყოთ სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან კულტურულ ატრიბუტებზე დაყრდნობით, თუმც მიუხედავად ამისა, ეს ხალხიც იზიარებს ფართოდ მიმოფანტულ მეზოამერიკულ ნიშნებს. ედვარდ სპაისერმა (1962) დაწერა იმის შესახებ თუ რა ისტორიულმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ადგილობრივმა ხალხმა მეზოამერიკაში დაკარგა კონკრეტული ტომური ან ეთნიკური ჯგუფური იდენტობა და შეცვალა იგი გავრცელებული იდენტობით, როგორც ადგილობრივი ამერიკელი. ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ ევრო-ამერიკული კულტურის ზეწოლამ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა, ლოკალურ ხალხებზე სხვადასხვანაირად იმოქმედა. ძირძველი მოსახლეობა, რომელთა დასახლებებიც ურბანული ცენტრების მახლობლად მდებარეობდა, უფრო დიდი გავლენის ქვეშ მოექცა, ვიდრე ისინი, ვინც ქალაქიდან შედარებით დაშორებულ ადგილებში ცხოვრობდა. თუმცა, სავალი გზებისა და სატრანსპორტო სისტემების გაუმჯობესებამ, ასევე რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ საგრძნობლად დააჩქარა მოდერნიზაციის ტემპები ყველაზე მიუვალ რეგიონებშიც კი. ბედის ირონიით, ზოგჯერ ევროპული კულტურის ზეწოლა იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაში უფრო მტკიცე ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბებას. ამის გამო იქმნება პარადოქსული სიტუაცია, რომელშიც ქალაქებთან ახლოს მყოფი ადამიანები უფრო მეტად დაკავშირებულნი არიან ძირძველ ენასა და წეს-ჩვეულებებთან, ვიდრე შორეული სოფლის მოსახლეობა. არქეოლოგთა და ეთნო ისტორიკოსთა კვლევებმა შესაძლებელი გახადა ნაჰუას მდგომარეობის კარგად გაგება დაწყებული პრე-ესპანური პერიოდიდან გაგრძელებული კოლონიალიზმით და დამთავრებული დამოუკიდებლობით. ეთნოგრაფიული კვლევები კი ხელს უწყობს თანამედროვე გარემოში ადამიანების ცხოვრების უფრო ღრმად გაანალიზებას. 1926 წელს რობერტ რედფილდმა (Robert Redfield) წამოიწყო ნოვატორული ეთნოგრაფიული კვლევა მაღალმთიან ნაჰუას სოფელ ტეპოზტლანში (Tepoztlan). 1930 წლის წინასწარ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მექსიკური სოფელი ტეპოზტლანი წლების განმავლობაში რჩებოდა სოფლური ცხოვრების კლასიკურ მაგალითად. რედფილდმა საზოგადოება აღწერა როგორც მშვიდობიანი, კონსერვატიული, კათოლიკურ რიტუალებში ჩაფლული და ბევრი პრე- ესპანური ელემენტებით გაჯერებული. ჩვიდმეტი წლის შემდეგ, ოსკარ ლუისმა (Oscar Lewis) გადაწყვიტა ხელახლა შეესწავლა სოფელი ტეპოზტლანი, რომლის შედეგებმაც ანთროპოლოგია ძირეულად შეცვალა. მის 1951 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „მექსიკური სოფელი: ახლიდან შესწავლილი ტეპოზტლანი“ საზოგადოება გაცილებით უფრო ღრმად იყო შესწავლილი. ლუისის ანგარიში გასცდა რედფილდის ეთნოგრაფიას, იქ აღწერილია ტეპოზტლანი, როგორც ჰეტეროგენული საზოგადოება ჩათრეული დაპირისპირებაში, რომელიც ზოგჯერ ძალადობაშიც კი შეიძლებოდა გადაზრდილიყო. მომდევნო კამათმა შეარყია სამეცნიერო მოთხოვნები ობიექტურობაზე ანთროპოლოგიასა და ზოგადად სოციალურ მეცნიერებებზე. ბევრი ძალისხმევა დაიხარჯა ამ ორი, ერთი შეხედვით შეუთავსებელი, ნაჰუას ცხოვრების შესახებ ანგარიშის ერთმანეთზე მოსარგებად. ათწლეულების განმავლობაში, გამოქვეყნებულმა ეთნოგრაფიულმა კვლევებმა ნაჰუას შესახებ წარმოაჩინეს ძირითადი ტენდენციები ანთროპოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში. შეუძლებელია ყოველი ამ ნამუშევრის აღწერა, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ზოგიერთი ძირითადი თემა, მათ შორისაა: ეთნიკური იდენტობის დაკარგვა (Friedlander 1975), ყოფილი ნაჰუას თემები (Mulhare de la Torre 2001), ეთნიკური იდენტობის შენება (Sandstrom 1991, Schryer 1990, Berdan, et al. 2008, Rodríguez López 2003), ნათესაობა და სოციალური წყობა (Arizpe Schlosser 1973, Nutini 1968, Taggart 1975, 1983, Sandstrom 2000b), სამოქალაქო რელიგიური იერარქია (Dehouve 1976), სოციოლინგვისტიკა (Hill and Hill 1986), ფიესტები (Reyes García 1960), რიტუალური დანათესავება (Nutini and Bell 1980), რელიგიური იკონოგრაფია (Hunt 1977, Sandstrom and Sandstrom 1986), ეკონომიკური განვითარება (Chevalier and Buckles 1995), ჯადოქრობა (Nutini and Roberts 1993, Knab 1995), მითი (Preuss 1982), რელიგია (Báez-Jorge and Gómez Martínez 1998, Gómez Martínez 2002, Signorini and Lupo 1989, Ingham 1986), ნაჰუას კულტურის შეჯამება (Madsen 1969, Sandstrom 1995, 2000a, Gonzáles 1995, Taggart 1995, Rodríguez López and Valderrama Rouy 2005, Vargas Ramírez 1995, Masferrer Kan and Báez Cubero 1995, Saldaña Fernández 1995, Alvarado 1994, Villela F. 1995, Sierra Carrillo 1989), ფართო საზოგადოების კვლევები (Chamoux 1981, Montoya Briones 1964, Sandstrom 1991), პროტესტანტიზმი (Sandstrom 2001), შესწავლილი გარემო (Sandstrom 2005), კულტურის ცვლილება (Dehouve 1976). Much Nahua ethnography has been done by Mexican scholars and their students and the results of their efforts are published in Spanish in monographs, journal articles, and book chapters. ბევრი ეთნოგრაფიული კვლევები ჩატარდა მექსიკელი მეცნიერებისა და მათი სტუდენტების მიერ. მათი ნამუშევრების შედეგები ესპანურად გამოქვეყნდა სხვა და სხვა მონოგრაფებში, ჟურნალის სტატიებსა და წიგნებში.[3]

 დასახლებები რედაქტირება

 
ნაჰუას ნაკლებად განვითარებული სოფლის საცხოვრებლები.

ნაჰუას ხალხი ძირითადად ცხოვრობს მცირე ზომის დასახლებულ პუნქტებში, დაწყებული რამდენიმე ოჯახისაგან შემდგარი პატარა სოფლებიდან დამთავრებული ქალაქებით, რომელთა მოსახლეობაც ოთხ ან ხუთ ათას ადამიანს შეადგენს. უფრო მეტად მოზრდილი და სოციალიზირებული თემები, როგორიცაა ტეპოზტლანი, ხშირად ესპანურ ყაიდაზეა მოწყობილი - ეკლესიითა და სავაჭრო მოედნით ცენტრში. პატარა სოფლები შეიძლება შედგებოდეს სახლების მიმოფანტული დაჯგუფებებისგან, რომელთაგანაც თითოეული ერთ-ერთ სანათესაოს ეკუთვნის. მათი საცხოვრებლების კონსტრუქცია კარგად არის მორგებული რეგიონსა და მის გარემო ფაქტორებზე. მაგალითად, ნაჰუას ის ნაწილი, რომელიც ტროპიკულ ადგილებში ცხოვრობს, როგორც წესი აშენებს ერთოთახიან საცხოვრებლებს ხის ბოძებისგან, რომლებიც გადახურულია ჩალით. ხშირად შეიძლება ერთი კედელი ტალახში შერეული დაჭრილი ბალახითაც გაამაგრონ წვიმისა და ქარისგან თავდასაცავად. სახლის გეგმა არის მართკუთხა, თუმცა ზოგჯერ ერთ-ერთი კუთხე მომრგვალებულია. იატაკი წარმოადგენს დაპრესილ მიწას, რომელსაც ქალები ყოველდღიურად ნამავენ და გვიან. მაღალ ადგილებში მდებარე სახლებს, ცივი ქარისაგან თავდასაცავად, აშენებენ ფიცრებით, ტალახის აგურებით ან სხვა შესაბამისი მასალით. ახლად აშენებულ საცხოვრებლებს საძინებლად და დროის გასატარებლად იყენებენ, ხოლო უფრო მოძველებულებს - სამზარეულოდ. როგორც წესი, ინტერიერი, რამდენიმე ხელოვნური ნივთით, ღარიბულადაა მოწყობილი. თითოეულ სახლს აქვს მაღალი, ვიწრო მაგიდა, რომელიც სალოცავის როლს ასრულებს. მასზე შეიძლება იდოს სანთლები, საკმეველი, ჯვრები ან კომერციულად წარმოებული წმინდანთა სურათები. სამზარეულო შეიძლება იყოს ოთახის ერთ ბოლოში ან ცალკე მდგომ შენობაში. იგი შედგება ერთი ან რამდენიმე მიწაზე ან აგურებზე განთავსებული ცეცხლის დასანთები ადგილისაგან. ცეცხლის გარშემო სამი ქვა არის შემოლაგებული, რაც მრგვალი ჭურჭლის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. მოპირდაპირე კედელზე მიმაგრებულია თაროები, რომლებზეც ქვაბებს, თეფშებს, საკვებს ან სხვა აღჭურვილობას ინახავენ. ადამიანებს იატაკზე ან ხის კარკასზე გაფენილ ხალიჩებზე სძინავთ, დღის განმავლობაში კი მათ კეცავენ და სახლის კუთხეში ინახავენ. დამატებით, ოჯახს შეიძლება ჰქონდეს ბეღელი, სიმინდის შესანახად, ზოგიერთ რეგიონში კი აბანო და საპირფარეშო. სიმინდის მოსავალი თავის ჩენჩოებიანად ფაქიზადაა დაწყობილი საცხოვრებელში. ხშირად ნაჰუას ხალხს თავიანთი სახლების მახლობლად გააჩნია პატარა ბაღები, სადაც დარგულია ყვავილები, ხეხილი, ყავა, მწვანილები და სხვა სასარგებლო ან დეკორატიული მცენარეები. ოჯახები ასევე ფლობენ რამდენიმე შინაურ ცხოველს, როგორებიცაა ინდაური, ქათამი, იხვი, ღორი და ძაღლი, რომელიც ქონების დასაცავად და ვიზიტორების მოახლოებისას გაფრთხილებისთვის მექსიკაში სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ და გაუმჯობესებულმა გზებმა ნაჰუას ხალხს საშუალება მისცა სახლები აეშენებინათ ცემენტის ბლოკებისა და კერამიკული ფილებისაგან, გოფრირებული რკინის სახურავებით. ასეთ შენობებს ხშირად იატაკიც ცემენტის აქვთ. მზარდი ტემპებით, უფრო და უფრო მეტი შორეული სოფელი უკავშირდება ეროვნულ ელექტრო ქსელს და ზოგიერთს გარკვეული ფორმებით დენადი წყალიც აქვს. არც ისე უჩვეულოა თუ რომელიმე მიუვალ სოფელში ჩალის სახურავზე დამაგრებულ სატელევიზიო ანტენას დაინახავთ. ცემენტის ბლოკებით შენების ტექნოლოგიას უპირატესობები გააჩნია ტრადიციულ დიზაინთან შედარებით. მოსახლეობა ბოძებითა და ჩალით ნაგები სახლების გამძლეობას და მოვლის სირთულეს უჩივის, რაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფრო უარესდება. ასევე ახალი საცხოვრებლები ნაკლებად სახიფათოა ცეცხლთან მიმართებაში, თუმცა ადამიანები აღნიშნავენ, რომ ცხელ გარემოში ცემენტის სახლები უჰაერო ღუმელებივით ისრუტავენ სიმხურვალეს და მათში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ტრადიციული სახლები გრილად რჩება იმავე ამინდში, რადგან ცხელ ჰაერსა და ცეცხლის კვამლს გარეთ გასვლის საშუალებას აძლევს. ეს თანამედროვე ტექნოლოგიის მიერ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მაგივრად გაუარესების შესანიშნავი მაგალითია. ნაჰუას უმეტეს თემებში ტრანსპორტირების მთავარ საშუალებას წარმოადგენს ცხენი, თუმცა გზების გამოსწორების შედეგად უფრო და უფრო მეტი ხალხი მოგზაურობს ავტობუსით, სატვირთო მანქანით, ველოსიპედით ან თუნდაც რკინიგზით. ამის გამო ყოველდღიურად იზრდება ნაჰუას ახალგაზრდა წარმომადგენლების რიცხვი, რომლებიც მიემგზავრებიან ქალაქში სამუშაოს საძებნელად. ისინი მოგზაურობას ხშირად ქალაქის მახლობლად მდებარე ჯურღმულებში ასრულებენ, სადაც საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ბევრი მათგანი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიემგზავრება სადაც დასაქმებას სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებსა და ქარხნებში ცდილობს. ხშირად ისინი ცხოვრობენ ვიწრო პირობებში ფულის დასაზოგად. ასეთ პირობებში ადამიანების უმეტესობა კარგავს ნაჰუას იდენტობას და ხდება იზოლირებული, გაღატაკებული მეტისი.[4]

საარსებო ეკონომიკა რედაქტირება

 
ნაჰუელი ფერმერი ლობიოს თესვისას.

ნაჰუას უმეტესობა ეწევა სოფლის მეურნეობის შერეულ ფორმას. ძირითადი აქცენტი სიმინდზეა გამახვილებული, რომელსაც სხვა კულტურებთან ერთადაც ზრდიან, იმისდა მიხედვით თუ როგორი გარემო პირობებია კონკრეტულ რეგიონში. ინდივიდუალური ფერმერები ეყრდნობიან უძველეს ტექნოლოგიას, ისინი თავიანთი ძალებით კაფავენ ნაკვეთს ხოლო შემდეგ წვავენ, რითაც მიწას დასათესად ამზადებენ. სხვები ცხენზე ან ჯორზე შებმულ გუთანს იყენებენ ნიადაგის უფრო კარგად დამუშავებითვის, ზოგ შემთხვევაში კი ტრაქტორს თესვასა და მოსავლის აღებაში. გარდა სიმინდისა, ნაჰუას ხალხს მოჰყავს ლობიო, წიწაკა, ხახვი, პომიდორი, ციტრუსი, პაპაია, ბანანი, ავოკადო, მანგო, თამბაქო, ნოპალის კაქტუსი და სანელებლები, როგორებიცაა ქინძი და პიტნა. ასევე ისინი ეწევიან ნადირობას, თევზაობას, საკვებისა და საშენი მასალის შემგროვებლობას. ნაჰუას წარმომადგენლები სარგებლობენ მთავრობის პროგრამებით ან ბაზრის ხელსაყრელი შესაძლებლობებით, ისინი რგავენ ყავას, ფორთოხალს ან შაქრის ლერწამს ფულადი მოგებისთვის. გარდა ამისა, უფრო შეძლებული მაცხოვრებლები ფლობენ რამდენიმე მსხვილფეხა პირუტყვს. შრომითი ძალის საჭიროების შემთხვევაში არსებობს mano vuelta (შრომის ბირჟა), რითაც ხდება „შრომის გაცვლა“, ასევე შესაძლებელია ფულადი ანაზღაურებაც. მზარდი ტემპებით, ახალგაზრდები მიემგზავრებიან მექსიკისა და აშშ-ის ურბანულ ცენტრებში ფულის გამოსამუშავებლად და უკან ოჯახებში გასაგზავნად.[5]

კომერციული აქტივობა რედაქტირება

მარცვლეულობის მოყვანით შემოსული შემოსავლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს სიმინდი, შაქრის ლერწამი და ყავა. შინაური ცხოველებიდან კი ჰყავთ ინდაურები, ქათმები, ღორები, ფუტკრები და სხვა საქონელი, რომლების პატრონობაც სახლის პირობებში არის შესაძლებელი. ფაქტობრივად ნაჰუას ხალხი მიწათმოქმდებასთან ერთად მეცხოველეობითაც არის დაკავებულნი.[6]

ინდუსტრიული ხელოვნება რედაქტირება

ტროპიკულ სოფლურ სივრცეში ერთ-ერთი ინდუსტრიული აქტივობა არის შაქრის ნატეხების წარმოება. ოჯახები ინდივიდუალურად იყენებენ ხის და ლითონის ინსტრუმენტებს ღეროების დასაპრესად და მისგან წვენის გამოსადენად. ამ წვენს ადუღებენ, მანამ სანამ სიროფი არ დარჩება. ამის შემდეგ მას ყინავენ და აშრობენ. საბოლოო სახის მიცემის შემდეგ პროდუქტს მარკეტებში ყიდიან. ისინი მის ნაწილს ასევე მათაც აძლევენ, ვისაც მისი დამზადების სახსრები არ აქვს. ნაჰუას ქალაქებში კერძო პირებს შეუძლიათ ჰქონდეთ შემკეთებელი მაღაზიები, საცხობები ან სხვა ინდუსტრიული საწარმოები. ზოგიერთმა ნაჰუამ, გუეროს ქვეყანაში რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო ჭურჭლისა და ნახატების გაყიდვა კურნავაკას ტურისტულ მარკეტებში. მოთხოვნა ამ ნახატებზე განსაკუთრებით გაიზარდა, როდესაც მხატვრებმა ფერადი ნახატების გაკეთება ამატეს ტყავის ფურცლებზე დაიწყეს, რომლებიც ოტომის მოვაჭრეებისგან ჰქონდათ შეძენილი. მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა ორიგინალებზე ადგილობრივების ცხოვრებისეული სცენების გამოსახვით. მთელი ნაჰუას მოსახლეობა აწარმოებდა ამატეს ნახატებს, რომელთა საყიდლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან. ნაჰუას ნახტომი პატარა სასოფლო მიწათმოქმედებიდან დიდ ინტერნაციონალურ ტურისტულ ბაზრამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა მსოფლიოში.[6]

ვაჭრობა რედაქტირება

ვაჭრობა ყოველკვირეულად მიმდინარეობს მეხიკოს მარკეტებში. ბევრ ნაჰუას უკავია სავაჭრო ჯიხური, ხანდახან შესამჩნევად დაშორებულ დისტანციაზე თავისი საზოგადოებისგან. უფრო დიდი ნაჰუას თემები ქალაქში თავად მართავენ ყოველკვირეულ ბაზრობებს და ხშირ შემთხვევაში აქვთ სპეციალიზირებული მარკეტები ხორცისთვის.[6]

მუშაობის განაწილება რედაქტირება

სამუშაო ძირითადად ნაწილდება სქესისა და ასაკის მიხედვით. ქალები ამზადებენ საჭმელს, ტანსაცმელს, დაკავებულნი არიან სახლის საქმეებით, უვლიან შინაურ ცხოველებსა და ბავშვებს. ისინი მზად არიან ბევრი ფუნქცია შეითავსონ რათა გაზარდონ ოჯახის შემოსავალი. ამ ფუნციებში ასევე შედის პურის გამოცხობა, ქარგვა, კერვა, ჭურჭლის დამზადება, მკურნალობა და ნივთების გაყიდვა. კაცები მიწათმოქმედებით, დიდი ცხოველების მოვლით, სახლების აშენებით, ნადირობით, თევზაობით, სათევზაო ბადის დაწვნით, შაქრის ლერწამის დამზადებით და ამ შაქრის ლერწმის ბაზრამდე მიტანა-გაყიდვით არიან დაკავბულნი. ისინი ასევე კისრულობენ ხალიჩების მოქსოვას, მშენებლობას, სატვირთოს ტარებას, პატარა მარკეტებისთვის მუშაობას, ფერმერებისთვის მუშაობას, ყავის მარცველბის შეგროვებას, ფუტრების მოვლას, ყასბობასა და სკოლის მასწავლებლობსაც კი. ოჯახის მოხუცებული წევრებიც მანამ უწყობენ დანარჩენებს ხელს სანამ ფიზიკურად შეუძლიათ.[7]

მიწათმფლობელობა რედაქტირება

მიწათმფლობელობა მექსიკაში წარმატებული საქმიანობაა. სიტუაცია კოლონიური პერიოდისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიცვალა 1920 წელს. გეგმა ადგილობრივი უფლებაჩამორთმეული ხალხითვის მიწების დაბრუნებაში მდგომარეობდა. მიწა გადაეცათ იმ თემების წინამძღვრებს, რომლებიც თანახმა იყვნენ ფერმერობაზე. ინდივიდუალური ნაკვეთები ერთმანთისგან განცალკევებული იყო. დაბრუნებული მიწების გაყიდვა ან გაერთიანება აკრძალული იყო საზოგადოებისთვის. გადაწყვეტილებებს საყოფაცხოვრებო მეთაურების ასამბლეა ან მათი წარმომადგენლები იღებდნენ. 1992 წლამდე ბევრ ნაჰუას ჰქონდა წვდომა ასეთ მიწებზე, როგორც კერძო პირს ან შეეძლოთ სესხით ჰქონოდათ. დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შემდეგ მექსიკის მთავრობამ კონსტიტუცია შეცვალა მიწების პრივატიზაციით. ნაკვეთები ინდივიდუალურ ოჯახებს გადაეცათ, მაგრამ პოლიტიკური ოფისები და სტრუქტურები მაინც დარჩა. მიწის ნაკვეთები ნაჰუას იდენტობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია, რადგან მისთვის პაექრობაში ბევრი სისხლი დაიღვარა წლების განმავლობაში.[7]

ქორწინება და ოჯახი რედაქტირება

ქორწინებათა მრავალფეროვნება დამოკიდებულია სოციალიზაციის ხარისხზე. ცენტრიდან უფრო მოშორებულ საზოგადოებებში წყვილს შეუძლია შეუღლდეს პატარძლის მშობლების დაუკითხავად. ზოგჯერ პატარძლის მამა ბრაზს გამოხატავს გაქცევის შეტყობისას, მაგრამ შემდეგ დაპატიჟებული სტუმრების მიმართ ბოდიშს იხდის. ზოგიერთ საზოგადოებებში ქორწინებას უფრო ფორმალური სახე აქვს, რომლებშიც, საქმროს უფროსი ნათესავი მოქმედებს როგორც შუამავალი და თხოვნით მიმართავს პოტენციური ცოლის ოჯახს ახალგაზრდა მამაკაცის მისაღებად. დასტურის შემდეგ საჩუქრები ერთმანეთში იცვლება. სიხარულის კათოლიკური წესით აღნიშვნა დიდად გავრცელებულია ნაჰუას საზოგადოებაში.[8]

ოჯახური ცხოვრება რედაქტირება

ქორწინების შემდეგ წყვილს შეუძლია საქმროს ოჯახთან ერთად იცხოვროს, სანამ თავიანთი სახლი არ ექნებათ. ეს პრაქტიკა დროებითად გაფართოებულ ოჯახს აყალიბებს. ნაჰუას საშინაო მიმდინარეობს საცხოვრებელ სახლსა და მის გარშემო. ოჯახის წევრები დილას ადრე დგებიან, მაგრამ ცოლი მათ შორის უპირველესია, რათა ცეცხლი დაანთოს, გაასუფთავოს და მოამზადოს სიმინდი და ტორტილა (მექსიკური პური). ბავშვები დედას მთელი დღის გაჯნმავლობაში ეხმარებიან, ხოლო უფროსი შვილები სკოლაში დადიან. კაცი ყანაში მიდის სამუშაოდ. შესვენებაზე ცოლს მისთვის საკვები მიაქვს. საღამოს კი ოჯახი ისვნებს და სტუმრებს იღებს.[8]

მემკვიდრეობა რედაქტირება

თეორიულად საკუთრება გადაეცემა თანაბრად მამრობით და მდედრობით შთამომავლებს. მიუხედავად ამისა მიწები, როგორც ყოველთვის ბიჭს რჩება ხოლმე, რადგან მიწის დამუშავება მისი საქმეა და არა ქალის. თუკი ოჯახს ბიჭი არ ჰყავს, მაშინ მიწები შესაბამისად გოგოს საკუთრება ხდება. თავად სახლი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრს გადაეცემა, რადგან სწორედ მან უნდა მოუაროს მოხუცებულ მშობლებს.[9]

სოციალიზაცია რედაქტირება

ნაჰუას ბავშვები დიდი ყურადღებით და სიყვარულით სარგებლობენ ორივე მშობლისაგან. ხშირად უფროსი და უვლის უმცროს დედმამიშვილებს სანამ მშობლები სამუშაოდ არიან წასულები. ბავშვები როგორც წესი ახლობლების წრეში იზრდებიან. მშობლები ბავშვების განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ხანდახან ადგილობრივ სკოლებსაც ეხმარებიან ფუნქციონირებაში.[9]

სოციალური და პოლიტიკური მოწყობა რედაქტირება

სოციალური მოწყობა რედაქტირება

ნაჰუას ხალხის სოციალური მოწყობა ძალიან წააგავს სხვა ადგილობრივი ამერიკელებისას მთელი ცენტრალური ამერიკის მასშტაბით. იგი შეიძლება შევადაროთ უჯრედულ სტრუქტურას ან ატომის გარშემო თავმოყრილ რგოლებს. ისინი წარმოდგენილნი არიან ფართო ოჯახების სახით, ერთი საფეხურით მაღლა თუ ავინაცვლებთ მივიღებთ უფრო მეტად გაფართოებულ ოჯახს. შემდეგი დიდი ქვედანაყოფი არის ტოპონომიური ჯგუფი, რომელიც შედგება დასახლებული ქვეზონების მაცხოვრებლებისგან. ქვეზონების დაყოფა დამოკიდებულია მაცხოვრებლებზე, რომლებიც შეიძლება იზიარებდნენ საერთო რიტუალურ ვალდებულებებს და ხშირად ისინი მოიცავენ არამონათესავე ჯგუფებსაც. ტოპონომიური ჯგუფი ზოგჯერ იღებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მაგალითად, ოჯახის ტიპის სოციუმი, რაც გამოკვეთა კალუდ ლევაი-სტრაუსმა. შედარებით მცირე ნაჰუას თემები დაყოფილია ზედა და ქვედა ნაწილებად, რაც იწვევს სოციალური წრის გაფართოებას დასახელებული ქვეზონების გადაღმა. ეს დაყოფა წარმოადგენს უძველესი დანაწევრებული სისტემის მოდელის გადმონაშთს. უფრო დიდი თემები შეიძლება იქნეს დაყოფილი ორ ან მეტ რაიონად და ესენი ასევე შეიძლება იყვნენ ახლო ნათესაობრივი დაჯგუფებებიც. მთლიანი სოფელი ან ქალაქი უკვე ადგენს შემდეგ შემომსაზღვრელ წრეს. შვილობილი თემები ხშირად არსდება ოჯახების მიერ, რომლებიც ეძებენ მიწას ან სამუშაოს, და აფართოებენ სოციალურ ურთიერთობებს ადგილობრივი თემის იქით. ეს დასახლებები შეიძლება ატარებდეს ფუნქციას, რომ ითამაშოს ბუფერის როლი ინდივიდუალურ თემებს და მუნიციპალიტეტებს შორის.[10]

პოლიტიკური მოწყობა რედაქტირება

დიდ ქალაქებს უცვლელად უძღვება შერეული რასის ელიტა, როცა ნაჰუას წამომადგენლები იკავებენ შედარებით დაბალ პოზიციებს. სამოქალაქო-რელიგიური იერარქია ან კარგოს სისტემა ხშირად ახასიათებთ შედარებით დიდ თემებს. ამ სისტემაში, ინდივიდები იერარქიულ საფეხურზე ადიან უხელფასო პოლიტიკური შრომის და წმინდანების დღესასწაულების დაფინანსების მეშვეობით. ეკონომიკური განვითარება და გაზრდილი საჭიროება პროტესტანტიზმზე ცენტრალურ ამერიკაში აშკარად იღებს მიზანში ტრადიციულ კარგოს სისტემას, ასე რომ, ის სულ მალე შეიძლება გაქრეს ან სახე იცვალოს თანამედროვე ნაჰუას თემებში. უფრო ტრადიციულ სოფლებში არაფორმალურ უხუცესების საბჭოს უჭირავს მართვის სადავეები, თუმცა ეს ხდება ძირითადად კრიზისის დროს. სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებზე მმართველობას კი განაგრძობს არჩეული პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს შტატისგან მინიჭებული მანდატი.

ნაჰუას უმეტეს ჯგუფებში საჭიროება მოითხოვს, რომ თითეულმა ოჯახის წარმომადგენელმა კვირაში ერთი დღე მაინც უნდა იმუშაოს თემის სასარგებლოდ. ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ მოვალეობას, ვალდებულები არიან ამ დღის შრომის ექვივალენტური საფასური გადაიხადონ ძვირფასეულობით. ქალებმაც კი ვინც მემკვიდრეობით ან დაქვრივების შედეგად მიიღებს მიწას ვალდებულია გაწიოს შესაბამისი შრომა. ამ ინსტიტუციას ხშირად ეძახიან ფაენას ან ფაგინას. ამ სამუშაოებს ხშირად განსაზღვრავს არჩეული მოხელე და შეიძლება მოიცავდეს დასუფთავების საქმეებს, სკოლების შეკეთებას და სამოქალაქო მიზნის მქონე სამუშაოებს. ფაენაში მონაწილეობა მეტყველებს იმაზე, რომ პიროვნება არის თემის სრულუფლებიანი წევრი.[10]

 სოციალური კონტროლი რედაქტირება

საზოგადოების კონტროლი ეფექტურად იმართება საზოგადოების შიგნით ჭორების გავრცელებითა და კუდიანობაში დადანაშაულებით, ხოლო ყველაზე სერიოზული შეურაცყოფაა პიროვნების საზოგადოებიდან გაძევება განსაზღვრული ვადით. სერიოზული შემთხვევებში, ადგილობრივ ავტორიტეტს შეუძლია დამნაშავე მიიყვანოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან დასჯის მიზნით.[10]

კონფლიქტები რედაქტირება

შემოსავლის წყაროებზე დავები, განსაკუთრებით კი მიწისთვის, არის გავრცელებული და სრულიად ჩვეული სიტუაცია ნაჰუას საზოგადოებაში. საზოგადოების წევრები მართალია მოულოდნელი საფრთხეების დროს შეკავშირებულები არიან ერთმანეთთან, მაგრამ შიდა არეულობები და კონფლიქტები ამ საზოგადოების აშკარა მახასიათებელია. თემებში როგორც წესი ჩამოყალიბებულია ნათესაური ხაზები და თუ ძალადობის ტალღა ამოფეთქავს, შეიძლება მთელ ოჯახს საზოგადოების იძულებით დატოვება მოუწიოს.[11]

რელიგია და გამომხატველობითი კულტურა რედაქტირება

რელიგიური შეხედულებები რედაქტირება

ნაჰუას რელიგიური შეხედულებები ადგილობრივი ამერიკული ტრადიციებისა და ესპანური კათოლიციზმის ნარევს წარმოადგენს. მზარდი ტემპებით, ამ შერეულ რელიგიას ჩრდილოამერიკული პროტესტანტული სექტების მრწამსი ანაცვლებს, თუმცა იმ რეგიონებშიც კი სადაც ქრისტიანული იდეოლოგია გაბატონებულია, პრე-ესპანური რწმენა და წეს-ჩვეულებები მაინც მყარადაა შენარჩუნებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შემონახულია ხალხური რიტუალების სახით. ხშირად მზეს აიგივებენ იესო ქრისტესთან და იგი ითვლება ყოველდღიური ცხოვრებისაგან განცალკევებულ ღვთაებად. მთვარესთან გაიგივებულ ღვთისმშობელ მარიამს ძველ მიწისა და ნაყოფიერების ქალღმერთს ტონანცინს (Tonantzin) უკავშირებენ, რომელსაც დიდი სიფაქიზითა და მოკრძალებით ეპყრობიან. ნაკლებად სოციალიზირებულ ნაჰუას წევრებს სწამთ სულების კომპლექსური წყობის, რომლებიც მოიცავენ ერთიან წმინდა სამყაროს: მიწის სულები ასოცირდება სიკვდილსა და ნაყოფიერებასთან, წყლის სულებს მოაქვთ წვიმა და თევზი, ხოლო ციური სულები თვალს ადევნებენ ადამიანებსა და ამინდს. ბევრი ნაჰუა თვლის, რომ ყოველ ადამიანს მეგზურად ჰყავს ცხოველის სული, რომლის ბედიც ადამიანის ბედისწერის პარალელურია. მითები, რომლებიც დღეს გავრცელებულია ნაჰუას ხალხში ხშირად უკავშირდება XVI საუკუნეში ესპანელების მიერ ჩაწერილ მოთხრობებს. მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მეტისმეტი ემოციები ან ქმედებები საფრთხის შემცველია და ზომიერება ქცევაში არის იდეალი. ხშირად პრე-ესპანური სულები გაერთიანებულია ქრისტიანულ ფიგურებთან, მაგალითად, ტლალოკი (Tlaloc), ძველი წვიმის ღვთაება ზოგჯერ გაიგივებულია წმინდა იოანესთან. კომპლექსური საკრალური გეოგრაფია უკავშირდება მთებს, ნაკადულებს, მდინარეებს, ტბებს, გამოქვაბულებს, მექსიკის ყურესა და წყნარ ოკეანეს. უფრო სოციალიზირებულ თემებში შეიძლება ჰქონდეთ წმინდანებისაგან შემდგარი კულტი. მნიშვნელოვანი რელიგიური განვითარება XX საუკუნის სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში იყო შედეგი ჩრდილოამერიკელი ფუნდამენტალისტი პროტესტანტი მისიონერების მოღვაწეობისა.[11]

რელიგიური პრაქტიკოსები რედაქტირება

 
ნაჰუელი შამანი

ტრადიციულ ნაჰუას თემებში მთავარი რიტუალების აღმსრულებელი არის მღვდელი, შამანის ტიპის ადამიანი, რომელიც წმინდა ძალას ხილვებით ან დაავადებისაგან სასწაულებრივი განკურნებით იძენს. ხშირად ცოდნის ადამიანად ანუ ტლამატიკვეტლად (Tlamatiquetl) წოდებული ეს ადამიანი შესაძლებელია იყოს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობით სქესის. ის ძლევამოსილია პირდაპირი კავშირი დაამყაროს სულებთან და ხშირად კისრულობს სახალხო ღონისძიებების ორგანიზებას. მათი ძირითადი საქმიანობა წარმოადგენს მკურნალობას და სანამ თავად შეუდგებიან პრაქტიკას, მათ სწავლა უნდა გაიარონ წინამორბედ ოსტატთან. სხვა მნიშვნელოვანი პირები არიან წინასწარმეტყველები, ძვლების დამლაგებლები და ბებიაქალები, რომლებიც ცალკეულ რელიგიურ რიტუალებს ასრულებენ. სოციალიზირებულ ნაჰუას თემებში, სადაც კათოლიკური გავლენა უფრო დიდია, შეიძლება ჰყავდეთ კატეხიზმოს მასწავლებლები და მლოცველები. ზოგიერთ მცირე ნაჰუას დასახლებას ჰყავს სრულ განაკვეთზე მომუშავე მღვდელი. პროტესტანტთა გავლენის მატებასთან ერთად ზოგიერთი ნაჰუა საერო პასტორიც კი გახდა.[12]

ცერემონიები რედაქტირება

ნაჰუას ხალხს გააჩნია ცერემონიებით მდიდარი ცხოვრება, რაც ნაწილობრივ სინქრონიზირებულია კათოლიკურ ლიტურგიულ კალენდართან. ძირითადი დღესასწაულები მოიცავს ზამთრის ბუნიაობის რიტუალს ღვთისმშობელი მარიამის პატივსაცემად, თესვისასა და მკის ცერემონიალებს, ადრეული გაზაფხულის კარნავალსა და შემოდგომაზე მიწისქვეშა სულებისთვის შესრულებულ რიტუალებს. არაკალენდარული ცერემონიალები მოიცავს პილიგრიმობას წმინდა ადგილებში, განკურნებისა და დავადებების პრევენციულ, წვიმის გასაკონტროლებელ, ახალშობილების განბანის, სისიხლით ნათესაობის დასამყარებელ, სახლების დასალოც და დაკრძალვის რიტუალებს.[12]

ხელოვნება რედაქტირება

 
ნაჰუელების მიერ შესრულებული მსგავსი ნახატები პოპულარობით გამოირჩევა ტურისტებში.

ნაჰუას წარმომადგენელთა უმეტესობა ხელოვნების გამოხატვას არ მიიჩნევს განცალკევებულ აქტივობის სფეროდ. ქალები ამაყობენ მათი ოჯახისთვის მათი ოჯახისთვის ნაქსოვი ლამაზი ფერადი კოფთებითა და კარგად შეკერილი ტანსაცმლით. თუმცა, შეძენილი სამოსის ტარება ბოლო დროს უფრო მეტად პოპულარული გახდა ნაჰუას ხალხში. ქალები ასევე ამზადებენ თიხის ჭურჭელს საოჯახო გამოყენებისთვის. კაცები წნავენ კალათებს, აწყობენ ავეჯს, აშენებენ სათევზაო ხაფანგებს, აკეთებენ თაფლის სანთლებს ან იღებენ მონაწილეობას ხე-ტყის სამუშაოებში. ნაკლებად სოციალიზირებულ მოსახლეობაში კაცები რთავენ საკუთარ თავსაბურავებს ბამბუკის ხის ნაწილებით, ლენტებით და დაკეცილი ქაღალდებით ცეკვებში გამოსაყენებლად. კაცები ასევე უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა გიტარა და ვიოლინო, მათი სიმღერები ძირითადად ამბის მოყოლის სტილშია წარმოდგენილი. ჰუასტეკას ნაჰუას ხალხში შამანი მღვდლები ჭრიან სულების ქაღალდის ფიგურებს და დეკორატიულ ფურცლებს რათა შეამკონ საკურთხევლები. გუეროში, ნაჰუას ხალხი ასევე ხატავს უბრალო ნახატებს ტურისტული ინდუსტრიისთვის, რომლის ხარისხიც ექსპერტების აზრით ზოგჯერ საკმაოდ მაღალია.[12]

მედიცინა რედაქტირება

ნაჰუას ხალხის უმეტესობას აქვს წვდომა თანამედროვე მედიცინასთან, ეს შესაძლებელია ქალაქის ჰოსპიტალებში ან პატარა სასოფლო კლინიკებში, რომლებიც მთავრობამ დააფუძნა. თანამედროვე ბიომედიკოსი სპეციალისტების გარდა, მრავალი ნაჰუა სამკურნალო ბალახებს და ხალხური მედიცინის მეთოდებსაც მიმართავს. ამ უფრო მეტად პრაგმატულ ზომებს შესაძლოა დაერთოს შამანი მღვდლების მიერ გულმოდგინედ ჩატარებული სიმბოლური სამკურნალო პროცედურები. ხშირ შემთხვევაში პაციენტები მკითხაობენ სნეულების მიზეზის გასაგებად. ნაჰუას ზოგიერთი რეგიონისთვის დამახასიათებელია ქაღალდისაგან გამოჭრილი ფიგურები, რომლებიც სულებს გამოსახავენ და მკურნალობაში მონაწილეობენ. ადამიანები დასავლელ სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაციის გავლამდე ხშირად მიმართავენ ასეთ საშუალებებს.[13]

სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი სიცოცხლე რედაქტირება

სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის რწმენა ნაჰუას ხალხს ესპანელების დომინაციისა და პროტესტანტული გავლენის შედეგად აქვს. ნაკლებად სოციალიზირებულ საზოგადოებებში სულის ბედი უფრო სასიკვდილოდაა განწირული, იმის მაგივრად, რომ განვლილი ცხოვრებისა და ქმედებებისთვის სამაგიერო მიეზღოს.

ამ საზოგადოების რწმენით თუ კი ვინმე კვდება წყლის ძალით, ის მიდის სამოთხეში, სადაც ის ცხოვრებას წყლის სულთან ერთად აგრძელებს. იმ ხალხში, რომლებიც მეტად სოციალიზირებულები არიან, ქრისტიანულ იდეებს განადიდებენ სიკვიდილისა და სიკვიდილის შემდგომი ცხოვრების შესახებ.[13]

ბმულები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nu46-000
  2. Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00067&offsetId=nu4600000077&tocOffsetId=tocnu4600000077
  3. Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00083&offsetId=nu4600000093&tocOffsetId=tocnu4600000093
  4. Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00123&offsetId=nu4600000133&tocOffsetId=tocnu4600000133
  5. Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00136&offsetId=nu4600000149&tocOffsetId=tocnu4600000149
  6. 6.0 6.1 6.2 Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=nu46-000&page=nu46-000-00155&offsetId=nu4600000151
  7. 7.0 7.1 Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00175&offsetId=nu4600000185&tocOffsetId=tocnu4600000185
  8. 8.0 8.1 Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00199&offsetId=nu4600000218&tocOffsetId=tocnu4600000218
  9. 9.0 9.1 Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00225&offsetId=nu4600000237&tocOffsetId=tocnu4600000237
  10. 10.0 10.1 10.2 Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00243&offsetId=nu4600000253&tocOffsetId=tocnu4600000253
  11. 11.0 11.1 Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00272&offsetId=nu4600000282&tocOffsetId=tocnu4600000282
  12. 12.0 12.1 12.2 Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=&docId=nu46-000&page=nu46-000-00290&offsetId=nu4600000287
  13. 13.0 13.1 Sandstrom, A. R. (2010). Culture Summary: Nahua. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/ehrafe/fullContext.do?method=fullContext&forward=browseCulturesFullContext&col=collection(%27/eHRAF/ethnography/MidAmer/NU46%27)&docId=nu46-000&page=nu46-000-00311&offsetId=nu4600000321&tocOffsetId=tocnu4600000321