მოჰდ ნაჯიბ ბინ ტუნ ჰაჯი აბდულ რაზაკი (მალ. Mohd Najib bin Tun Haji Abdul Razak; დ. 23 ივლისი 1953, კუალა-ლიპისე, მალაიზია) — მალაიზიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მალაიზიის პრემიერ-მინისტრი 2009 წლის 3 აპრილიდან 2018 წლის 10 მაისამდე. პარტია მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციიის ხელმძღვანელი 2009 წლის 26 მარტიდან.

ნაჯიბ ტუნ რაზაკი
ნაჯიბ ტუნ რაზაკი
მალაიზიის მე-6 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აპრილი, 2009 – 10 მაისი, 2018
წინამორბედიაბდულა აჰმად ბადავი
მემკვიდრემაჰათჰირ მოჰამადი

დაბადებული23 ივლისი, 1953
კუალა-ლიპისი
პოლიტიკური პარტიამალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია
მამააბდულ რაზაკ ჰუსეინი
განათლებამალაიის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი

2018 წლის 3 ივლისს ნაჯიბი დააკავა მალაიზიის ანტიკორუფციულმა კომისიამ. პოლიციამ ჩამოართვა 1 400 ყელსაბამი, 567 ჩანთის ჩანთა, 423 საათი, 2 200 ბეჭედი, 1 600 გულსაბნევი და 14 ტიარა, რომელთა ჯამური ღირებულება 273 მილიონი დოლარია[1].

ბიოგრაფია რედაქტირება

ნაჯიბ ტუნ რაზაკი დაიბადა 1953 წლის 23 ივლისს. იგი არის მალაიზიის მეორე პრემიერ-მინისტრის აბდულა რაზაკის ექვსი შვილიდან ყველაზე უფროსი და მესამე პრემიერ-მინისტრის ჰუსეინ ონას დისშვილი.

1974 წელს დაასრულა ნოტინგემის უნივერსიტეტი. 1976 წელს 23 წლის ასაკში გახდა მალაიზიის პარლამენტის დეპუტატი პარტია მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის სიით და გახდა ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი პარლამენტის არსებობის ისტორიაში[2] In 1986 Najib won re-election to the same seat.[2][3], ხოლო უკვე 1978 წელს ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და ფოსტის მინისტრის მოადგილეა. 1982 წლიდან 1986 წლამდე შტატ პაჰანგის მთავარი მინისტრია. 1988 წელს ხელმძღვანელობს პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას, 1993 წელს კი ხდება ერთ-ერთი ექვსი ვიცე-თავჯდომარიდან.

1991-1995 წლებში თავდაცვის მინისტრია, 1995-2000 წლებში განათლების მინისტრი. 2004 წლიდან 2009 წლამდე პრემიერ-მინისტრის მოადგილეა, ამავდროულად 2004-2008 წლებში ასრულებს ფინანსთა მინისტრის, ხოლო 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოვალეობასაც[4].

2009 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აბდულა აჰმად ბადავის გადადგომის შემდეგ აირჩიეს პარტია მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის ახალ ლიდერად და სათავეში ჩაუდგა მთავრობას. მან ორიენტაცია აიღო პოლიტიკურ რეფორმებზე და საშინააო ეკონომიკურ საკითხებზე. 2013 წლის 5 ივლისს მმართველი ბლოკის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნა პრემიერის თანამდებობა. 2015 წელს ნაჯიბ ტუნ რაზაკის მთავრობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვერსიით შევიდა ათი ყველაზე ეფექტიანი მთავრობის სიაში.

ხელისუფლება დაკარგა 2018 წლის არჩევნების შედეგად. 2018 წლის 3 ივლისს დააპატიმრეს მიმდინარე კორუფციული სკანდალის გამო[5][6]. მომდევნო დღეს მას წაუყენეს ოფიციალური ბრალდება ნდობის ბოროტად გამოყენებაში და ძალაუფლების გადაჭარბებაში. რაზაკი გაათავისუფლეს გირაოს შედეგად, რომელიც იყო 250 ათასი აშშ დოლარის ოდენობის[7].

2019 წლის 3 აპრილს დაიწყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესი, რომელიც დაადანაშაულეს საინვესტიციო ფონდიდან 700 მილიონი დოლარის მითვისებაში[8].

დაჯილდოებულია მეფე აბდულაზიზ ალ-საუდის პირველი ხარისხის ორდენით[9].

ოჯახი რედაქტირება

მამამისია აბდელ რაზაკ ჰუსეინი, დედა — რაჰა ნოაჰი. მეუღლე — ტენგკუ პუტრი ზაინა ტენგკუ ისკანდერი (1976-1987 წწ.) და როსმა მანსორი (1987 წლიდან). ჰყავს ორი ბიჭი და ერთი გოგო.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1MDB scandal explained: a tale of Malaysia's missing billions Published by The Guardian on October 25, 2018
  2. 2.0 2.1 Biography. The Honourable Dato' Sri Mohd Najib bin Tun Abdul Razak დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine. . Office of the Prime Minister of Malaysia
  3. Kosmo! Online - Rencana Utama. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 9 September 2016.
  4. Najib Tun Haji Abdul Razak, Mohd // В. А. .Погадаев, Малайский мир (Бруней, Индонезия, Малайзия, Сингапур). Лингвострановедческий словарь. М.:"Восточная книга", 2012, с.439
  5. Beech, Hannah; Ramzy, Austin (2018-07-03). „Malaysia’s Ex-Leader, Najib Razak, Is Charged in Corruption Inquiry“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-04-12.
  6. Former Malaysian PM Najib arrested in $4.5bn 1MDB probe en (2018-07-03). ციტირების თარიღი: 2018-07-03.
  7. „Malaysia's ex-PM Najib charged with corruption over 1MDB“. BBC (ინგლისური). 4 July 2018. ციტირების თარიღი: 4 July 2018.
  8. Бывший премьер-министр Малайзии предстал перед судом
  9. Highest honour for PM