ნაჯაფი (არაბ. النجف) — ქალაქი სამხრეთ ერაყში. ნაჯაფის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბაღდადიდან სამხრეთით 160 კმ-ზე, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე. 2014 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 800 137 კაცს.

ქალაქი
ნაჯაფი
النجف‎‎

იმამ ალის მეჩეთი
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
მუჰაფაზა ნაჯაფი
კოორდინატები 31°59′21″ ჩ. გ. 44°19′28″ ა. გ. / 31.98917° ჩ. გ. 44.32444° ა. გ. / 31.98917; 44.32444
ცენტრის სიმაღლე 60
მოსახლეობა 800 137 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+3
ნაჯაფი — ერაყი
ნაჯაფი

გადმოცემის თანახმად დაარსებულია 791 წელს ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის მიერ. ქალაქი მუსლიმი-შიიტების წმინდა ქალაქია, აქ განისვენებს მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე, შიიტების პირველი იმამი ალი. ქალაქი წარმოადგენს შიიტების პოლიტიკურ ცენტრს ერაყში. მექასა და მედინას შემდეგ ნაჯაფში ყველაზე მეტი მუსლიმი მომლოცველი ჩადის.

ქალაქის მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა იმამ ალის მეჩეთი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: