ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli, Bact. coli, Bact. coli commune), კოლი-ბაქტერიამიკროორგანიზმი, რომელიც ავსტრიელმა ექიმმა თეოდორ ეშერიხმა 1885 წელს გამოყო ადამიანის განავლიდან. ნაწლავის ჩხირის ბოლომომრგვალებული ჩხირის ფორმა (ზომა 1—3, 4—0,8 მკმ) აქვს, მოძრაობს შოლტებით, სპორებს არ ქმნის, გრამუარყოფითია, აერობი ან ფაკულტატური ანაერობია. ჩვეულებრივ ბინადრობს ადამიანის ნაწლავებში როგორც ნორმალური მიკროფლორის ერთ-ერთი კომპონენტი. ნაწლავის ჩხირი გვხვდება მრავალი ძუძუმწოვრის, ფრინველის, თევზის, მწერისა და სხვათა ნაწლავებში.

ნაწლავის ჩხირი

ნაწლავის ჩხირის არსებობა წყალსა და საკვებ პროდუქტებში მიუთითებს მათ ფეკალურ გაჭუჭყიანებაზე. ნაწლავის ჩხირი იწვევს ნახშირწყლების (მათ შორის გლუკოზისა და ლაქტოზის) დუღილს, შედგენილია ნაწლავის ჩხირის ქრომოსომის გენეტიკური რუკა, შესწავლილია მუტირების კანონზომიერებანი და ნივთირებათა ცვლის გზები.

ლიტერატურა რედაქტირება