ნაყინის ვაფლი — მშრალი, კონუსის ან ცილინდრის ფორმის ვაფლის ტექსტურის ცომის ან ვაფლისგან დამზადებული საკონდიტრო პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ნაყინის ჩასადებად, ხელში დასაჭერად და კოვზის გარეშე საჭმელად. აქვს წვეტიანი ან ბრტყელი ბოლო. არსებობს ნაყინის ვაფლის ბევრი სახეობა, მაგ. კრეკერი და შოკოლადის ვაფლი. ვაფლი გამოიყენება ნაყინის სენდვიჩის დასამზადებლადაც - ნაყინის შიგთავსი ორი ვაფლის შორის თავსდება. არსებობს ორმაგი ვაფლი, რომლითაც შეიძლება ნაყინის ორი პორციის ტარება. ნაყინის დასაჭერ ვაფლს ბრტყელი ძირით ასევე „ჭიქასაც“ უწოდებენ, ნაყინის სახეობას კი - „ნაყინი ჭიქაში“.

ისტორია რედაქტირება

რეცეპტების წიგნებში ნაყინის ჭამისთვის გამოსადეგ კონტეინერში მოთავსება პირველად საფრანგეთში ჩნდება XIX საუკუნის ბოლოს.1825 წლის რეცეპტით ნაყინი თავსდებოდა პატარა დახვეულ ვაფლებში თხილით. 1888 წლის ინგლისური რეცეპტში აღწერილია ასევე თხილიანი ვაფლი, გაბრტყელების მაგივრად გამომცხვარი ღუმელში [1][მკვდარი ბმული] [2]. ნაყინის ვაფლის ავტომატები დააპატენტა ორმა იტალიელმა ნაყინის გამყიდველმა 1902 და 1903 წელს - იტალო მარჩონიმ და ანტონიო ვალვონამ, „ბისკვიტის ჭიქების ავტომატის“ და „ნაყინის კონტეინერების მანქანის“ სახელით [3] დაარქივებული 2020-10-12 საიტზე Wayback Machine. .



არსებობს ლეგენდა, რომ 1904 წლის ერთ-ერთ ქუჩის გასართობ ღონისძიებაზე ნაყინის გამყიდველს ჩასადები ქაღალდი დაუმთავრდა და ნაყინის გასაყიდად რამდენიმე ვაფლი იყიდა. ამ ისტორიას ზოგი ვაფლის ნაყინში ჩადების პოპულარობის დასაწყისად თვლის [4], თუმცა მას დამტკიცება არ აქვს.


ვაფლის ნაყინის გამოგონებაზე პრეტენზია აქცს ასევე ეიბ დუმარს და მის ოჯახს [5]. მან 16 წლის ასაკში დაიწყო ნაყინის დახვეულ ვაფლში გაყიდვა და დიდი წარმატებაც იქონია. შემდეგ მან ვაფლის ავტომატიც შეიკვეთა და თავის ძმებთან ერთად საერთო ჯამში 23 ათას ნაყინზე მეტი გაყიდა. მან შემდგომში მაღაზიაც გახსნა, რომელიც დღესაც მუშაობს იმავე ადგილას და ოჯახის ბიზნესად იქცა. 2008 წელს მისსურის შტატმა ნაყინი ვაფლში შტატის ოფიციალურ კერძად გამოაცხადა.

კომერციულად დამზადება რედაქტირება

პირველი ნაყინის ვაფლი იხვეოდა ხელით, ვაფლის დასახვები მანქანა გამოიგონა და დააპატენტა ფრედერიკ ბრუკმანმა 1912 წელს. ათი წლის შემდეგ მან პატენტი მიჰყიდა ნაყინის მაწარმოებელ კომპანია „Nabisco-ს“, რომელიც დღესაც მუშაობს. შემდგომში კომპანია „Stubby-მ“ მზა ნაყინი ვაფლში, რომელიც შესაძლოა შეინახოს მაცივარში როგორც ერთობლივი პროდუქტი. კომპანია შემდეგ „Néstle-მ“ იყიდა.


1950-იან წლებში იტალიაში გაჩნდა ნაყინის ვაფლი, რომელიც შიგნიდან დაფარული იყო ზეთით, შაქრით და შოკოლადით. პირველად იდეა არ იყო წარმატებული, მაგრამ დღეს ის საკმაოდ პოპულარულია ევროპის ქვეყნებში. ცვილიანი ქაღალდის შეფუთვის გამოგონებამ ნაყინი ვაფლში უფრო ადვილად სატარებელი და შესანახი გახადა, ნაყინი აღარ ეკრობოდა შეფუთვას და უფრო ჰიგიენურიც გახდა.

დღეს რედაქტირება

 

დღეს ნაყინი ვაფლში ბევრად პოპულარულია ნაყინზე ყუთში. იყიდება სუპერმარკეტებში შეფუთვებძი, ასევე ქუჩებში და ქუჩის ღონისძიებებზე, კაფეებში და სწრაფი კვების რესტორნებში როგორც იაფფასიანი დესერტი. მზადდება ქარხნულად ან ადგილზე ავტომატით ვაფლში ნაყინის ჩასხმით. გამოიყენება ნაყინის ნებისმიერი გემო.

წყაროები რედაქტირება