ნაუმბურგის საკათედრო ტაძარი

ნაუმბურგის საკათედრო ტაძარი (გერმ. Naumburger Dom) — სამნავიანი, ორტრანსეპტიანი და ოთხკოშკიანი საკათედრო ტაძარი საქსონია-ანჰალტის მიწაზე, ქალაქ ნაუმბურგის ისტორიულ ცენტრში, გერმანია.

ნაუმბურგის საკათედრო ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
კოორდინატები 51°09′17″ ჩ. გ. 11°48′14″ ა. გ. / 51.15472° ჩ. გ. 11.80389° ა. გ. / 51.15472; 11.80389
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2018  (42-ე სესია)
ნომერი 1470
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1470
ინგლ.რუს.ფრ.

ნაუმბურგის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1028 წელს და იგი წარმოადგენს შუა საუკუნეების ხელოვნებისა და არქიტექტურის უნიკალურ მტკიცებულებას. ტაძარის შენობა აგებულია რომანულ და გოთიკურ სტილში. იგი არის გვიანი რომანული პერიოდიდან ადრე გოთიკურ პერიოდში გარდამავალი პერიოდის ნათელი მაგალითი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის ქორო, რომელიც განეკუთვნება XIII საუკუნის პირველ ნახევარს, იგი არქიტექტურისა და ქანდაკების შერწყმის შესანიშნავი ნიმუშია. დასავლეთი ქორო და ტაძრის დამაარსებლის, გრაფინია უტა ბალენშტედტელის (იგივე უტა ნაუმბურგელის), ქანდაკება წარმოადგენს სამხატვრო სკოლის შედევრს, რომელიც ცნობილია როგორც „ნაუმბურგელი ხელოსნების“ სახელით.

ტაძრის ქვის რელიეფებზე გამოსახულია ბიბლიის სცენები.

2018 წელს ნაუმბურგის საკათედრი ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანეს[1].

ლიტერატურა რედაქტირება

  • М. В. Губарева, А. Ю. Низовский. 100 великих храмов мира. — М.: Вече, 2000. — 512 с. — (100 великих). — ISBN 5-7838-0506-8.
  • Wassermann К., Нege F., Naumburg. Stadt und Dom, Dresd., 1952
  • «Популярная художественная энциклопедия.» Под ред. Полевого В. М.; М.: Советская энциклопедия, 1986

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება