ნაუელ-უაპის ეროვნული პარკი

ნაუელ-უაპის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Nahuel Huapi) — ეროვნული პარკი არგენტინაში, ნეუკენის პროვინციაში, ჩილეს საზღვართან. მდებარეობს ნაუელუაპის ტბის ირგვლივ, პატაგონიის ანდებში. ფართობი 7050 კმ². შეიქმნა 1934 წელს.

ნაუელ-უაპის ეროვნული პარკი

Parque Nacional Nahuel Huapi

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ნეუკენის პროვინცია, არგენტინის დროშა არგენტინა
კოორდინატები 41°08′00″ ს. გ. 71°17′00″ დ. გ. / 41.13333° ს. გ. 71.28333° დ. გ. / -41.13333; -71.28333
ფართობი 7050 კმ²
დაარსდა 1934
მმართველი ორგანო არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია

პარკის ტერიტორიაზე მდებარე მთავარი ქალაქი და ტურიზმის ცენტრია სან-კარლოს-დე-ბარილოჩე. ასევე პარკის ტერიტორიაზე, ნაუელ-უაპის ტბის სანაპიროსთან მდებარეობს მეორე მნიშვნელოვანი ქალაქი ვილა-ლა-ანგოსტურა.

პარკი ცნობილია ველური ბუნების მრავალფეროვნებით. აქ წარმოდგენილია ფლორისა და ფაუნის არაერთი სახეობა.

პარკის ტერიტორიაზე არაერთი ტბაა, რის გამოც მას არგენტინის ტბების რაიონსაც უწოდებენ. მათ შორის აღსანიშნავია ნაუელუაპის ტბა, რომელშიც მრავალი კუნძულია. მის ერთ-ერთ კუნძულზე, 1949-1952 წლებში მიმდინარეობდა არგენტინის საიდუმლო ბირთვული კვლევები (უემულის პროექტი). აღსანიშნავია, რომ ამ ტბაში შეჭრილ კეტრიუეს ნახევარკუნძულზე 1971 წელს შეიქმნა სხვა, ლოს-არაიანესის ეროვნული პარკი.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლანინის ეროვნული პარკი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება