ნატრონი (ინგლ. Natron, სუაჰ. Natron) — მარილიანი ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში. მდებარეობს ჩრდილოეთ ტანზანიაში, კენიის საზღვართან. ტბის სიღრმე უმეტესად სამ მეტრამდე აღწევს. წყალი ტბის სანაპირო ზოლს ცვლის წელიწადის დროებისა და წყლის დონის მიხედვით. ზედაპირის ფართობი შეადგენს 600 კმ²-ს.

ნატრონი
ინგლ. Natron
სუაჰ. Natron
ნატრონი
ნატრონი
კოორდინატები: 02°25′20″ ს. გ. 35°59′32″ ა. გ. / 2.42222° ს. გ. 35.99222° ა. გ. / -2.42222; 35.99222
მდებარეობა ტანზანიის დროშა ტანზანია
სიმაღლე ზღვის დონიდან 600 
სიგრძე 65 კმ
საშუალო სიღრმე
აუზის ფართობი 932 კმ²
ნატრონი — ტანზანია
ნატრონი

დაჭაობებულ ადგილებში წყლის ტემპერატურა საკმაოდ დიდ ნიშნულს უახლოვდება — 50 °C. ნატრონი იფარება მარილით, რომელიც პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს (რაც განპირობებულია მიკროორგანიზმებით, რომლებიც ტბაში ბინადრობს). ტბასთან დიდი რაოდენობით გვხვდება ფლამინგო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება