ნარგოთრონდი — ციხესიმაგრე ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, აშენებული ფინროდ ფელაგუნდის მიერ. მდებარეობდა ნაროგის ნაპირებზე, ბელერიანდის ტერიტორიაზე. იგი იყო ფელაგუნდის სამეფოს ძირითადი წერტილი და მოიცავდა მიწებს ჩრდილოეთით (ტალათ დირნენს და სხვებს).

ნარგოთრონდი, ჯ. რ. რ. ტოლკინის ილუსტრაცია.

ისტორია რედაქტირება

შექმნა რედაქტირება

ნაროგის გამოქვაბულები ტაურ-ენ-ფაროთის ქვედა ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ნულუკკჰიზდინი. აქ გაძევებამდე სახლობდნენ ქონდრისკაცები.

დორიათის მენეგროთით შთაგონებულმა ფინროდმა, რომელიც ამავე დროს მორგოთისგან დამალვას ცდილობდა, ნარგოთრონდი გამოქვაბულებში ააგო პირველ ეპოქაში. მას ლურჯი მთების ჯუჯები ეხმარებოდნენ, რომლებმაც მისთვის ასევე ნაუგლამირი, ჯუჯების ყელსაკიდი შექმნეს.

ძალაუფლების დღეები რედაქტირება

ფინროდი ნარგოთრონდს მართავდა, სანამ არ შეუერთდა ბერენის სილმარილებზე ლაშქრობას და მმართველოდა ოროდრეთს გადასცა. თუმცა, დაგორ ბრაგოლახის მოვლენების შედეგად, კელეგორმი და კურუფინი, ფეანორის შვილები, დამარცხდნენ და ნარგოთრონდში დაიმალნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მათი მოსვლით გაძლიერდა, ფეანორის შვილების გავლენამ იმატა. კელეგორმი და კურუფინი იქ ცხოვრობდნენ, როდესაც ფინროდმა ქალაქი ბერენთან ერთად დატოვა და ისინი უფრო მეტი ძალაუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე ოროდრეთი. შემდეგ ცნობილი გახდა ფინროდის აღსასრულის შესახებ. ამ დროისთვის ორივე ნარგოთრონდიდან წასული იყო.

დაცემა რედაქტირება

ტურინ ტურამბარი მოგვიანებით მოვიდა ქალაქში და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მებრძოლი გახდა. მაგრამ მან ასევე ხალხი გამოიყვანა მორგოთის წინააღმდეგ ღია ბრძოლაში (ამ დროისთვის ქალაქს უერთდებოდა ხიდი). ეს საბოლოოდ დასრულდა ქალაქის დრაკონ გლაურუნგის მიერ განადგურებით.

გლაურუნგი ნარგოთრონდში ხუთი წლის მანძილზე იმალებოდა, იცავდა რა მოპარულ ნადავლს. შემდეგ იგი ბრეთილში, ტურინის საძებნელად გადავიდა და მოკლული იქნა უკანასკნელის მიერ კაბედ-ენ-არასზე. მიმი, ჯუჯა, დასახლდა ნარგოთრონდში და „დაიბრუნა“ სხვა ჯუჯების უძველესი სამეფო, მაგრამ მოკლული იქნა ჰურინის მიერ. სამეფო უდაბური იყო პირველი ეპოქის მანძილზე, რისხვის ომის მოვლენებამდე, საბოლოოდ კი, ბელერიანდთან ერთად ჩაიძირა.

ეტიმოლოგია რედაქტირება

სამეფოსა და ქალაქის სახელწოდება აღნიშნავს „წყალქვეშა ციხე-სიმაგრეს მდინარე ნაროგზე“. ჯუჯები მას „ნულუკკჰიზდინს“ (Nulukkhizdîn) უწოდებდნენ (შეცდომით ცნობილი იყო, როგორც „ნულუკკიზდინი“).

თუმცა, ჯ.რ.რ. ტოლკინის მიერ შემუშავებული იქნა სახელწოდება ნარ(უ)კათანი (Nar(u)kathan), რომელსაც ელფებმა დაუმატეს ბოლოსართი rond - კამაროვანი გუმბათი.

ძველ ინგლისურ ენაზე ერიოლის ტექსტების თარგმანებში ნარგოთრონდი ცნობილია, როგორც Hlydingaburg - ჰლიდინგების ქალაქი ან Stangaldor(burg).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება