ნანდის ხარი (ლათ. — Nandi Bull) — სამხრეთ ინდოეთში,მისორის მახლობლად, ჩამუნდის მთაზე მდგარი ქანდაკება. ეს სახელი „ბედნიერს“ ნიშნავს. ქანდაკება 4,8 მეტრი სიმაღლისაა და ინდოეთში მდგარ შვიდ ანალოგიურ ქანდაკებებს შორის ერთ-ერთია. გრანიტის ქვაში გამოჭრილი ნანდის ხარი თავდაპირველად ნაცრისფერი იყო, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მლოცველები მას ზეთს უსვამდნენ, რის შედეგადაც ხარი თანდათან გაშავდა. ახ.წ.I საუკუნიდან მოყოლებული, ინდუისტურ მითოლოგიაში ნანდი მჭიდროდ იყო დაკავშირებული შივასთან, ამ რელიგიისერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ღმერთთან.

ნანდის ხარი

ლიტერატურა რედაქტირება

  • მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი, გამომცემლობა „გლობუსი“. თბ., 2008. გვ 17
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: