ნანგარჰარის პროვინცია

ნანგარჰარის პროვინცია (პუშტუ ننګرهار‎, დარი ننگرهار Nangarhār) - პროვინცია ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ქუნარის პროვინცია. აქ მდებარეობდა გამაგრებული რაიონი თორა-ბორა, სადაც 2001 წელს იმალებოდა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი ოსამა ბინ ლადენი.

ვილაიეთი
ნანგარჰარის პროვინცია
ننګرهار‎
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი ჯალალაბადი
შიდა დაყოფა Dih Bala, Achin, Behsud, Chaparhar, Dara-I-Nur, Bati Kot, Dur Baba, Goshta, Hesarak, Kama, Khogyani, Kot, Kuz Kunar, Lal Pur, Momand Dara, Nazyan, Pachir Aw Agam, Rodat, Sherzad, Shinwar, Surkh-Rōd და Jalalabad
კოორდინატები 34°15′00″ ჩ. გ. 70°30′00″ ა. გ. / 34.25000° ჩ. გ. 70.50000° ა. გ. / 34.25000; 70.50000
ფართობი 7 727 კმ²
ოფიციალური ენა დარი და პუშტუ
სალაპარაკო ენები პუშტუ, დარი
მოსახლეობა 1 520 100 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 196,72 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

მამგარჰარის პროვინცია იყოფა 22 ოლქად.

  • აჩინი
  • ბატი კოტი
  • ბიჰსუდი
  • დარა-ი-ნური
  • დიჰ ბალა
  • დურ ბაბა
  • გოშტა
  • ჯალალაბადი
  • კამა
  • ხოგიანი
  • კოტი
  • კუზ კუნარი
  • ლალ პური
  • მომანდ დარა
  • ნაზიანი
  • პაჩირ ავ აგამი
  • როდატი
  • სურკ როდი
  • შერზადი
  • შინვარი
  • ჩაპარჰარი
  • ჰიზარაკი
ნანგარჰარის პროვინციის ოლქები
ოლქი დედაქალაქი მოსახლეობა ფართობი ეროვნული შემადგენლობა
დიჰ ბალა 33,294 100% პუშტუნები,
აჩინი 95,468
ბიჰსუდი 118,934 80% პუშტუნები, 20% არაბები
ჩაპარჰარი 57,339 პუშტუნები
დარა-ი-ნური 98,202 30% პუშტუნები, 70% პაშაები
ბატი კოტი 31,308 პუშტუნები
დურ ბაბა 13,479 100% პუშტუნები
გოშტა 31,130
ჰაზარაკი 28,376 100% პუშტუნები
ჯალალაბადი 205,423 პუშტუნები, ტაჯიკები, არაბები, პაშაები
კამა 52,527 100% პუშტუნები
ხოგიანი 111,479 პუშტუნები
კოტი 52,154 შეიქმნა 2005 წელს როდატის ოლქის ფარგლებში
კუზ კუნარი 42,823 80% პუშტუნები, 15% პაშაები
ლალ პური 18,997
მომანდ დარა 42,103
ნაზიანი 16,328
პაჩირ ავ აგამი 40,141
როდატი 63,357 გაყოფილია 2005 წლიდან
შერზადი 63,232
შინვარი 64,872
სურკ როდი 91,548 95% პუშტუნები, 5% ტაჯიკები

ისტორია რედაქტირება

 
მაურიების დინასტია ძვ.წ. 265 წ.

ნანგარჰარი შედიოდა მაურიების იმპერიაში. მაურიებმა აქ გაავრცელეს ახალი რელიგიები ინდუიზმი და ბუდიზმი. განსაკუთრებული თავგამოდებით ცდილობდა უფრო დიდი ტერიტორიების გაპყრობას ჩანდრაგუპტა მაურია მანამდე, სანამ არ შეეჯახა აქ მყოფ ადგილობრივ ძალებს. კერძოდ, ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს მეფე სელევკე I ნიკატორს. როგორც აღნიშნავენ, სელევკემ მიაღწია სამშვიდობო ხელშეკრულებას ჩანდრაგუპტასთან, ის დათანხმდა შერეულ ქორწინებებს, საჩუქრად მიიღო 500 სპილო და აღიარა მაურიების ტერიტორიად ჰინდუქუშის სამხრეთით მდებარე მიწები.

ჩანდრაგუპტა გაერთიანებული ძალებით შეეჯახა აღმოსავლეთით მდებარე ნანდას იმპერიას. ამის შესახებ მოგვითხრობენ ბუდისტური ავღანეთის მნიშვნელოვანი მატერიალური და არამატერიალური ძეგლები ფართო არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად, მათ შორის, რელიგიური და მხატვრული ნივთები. ჩინელი პილიგრიმის სიუან ცზანის ინფორმაციით ჩანდრაგუპტას მიუღწევია ბალხის პროვინციამდე, ჯერ კიდევ ბუდას სიცოცხლეში (ძვ. წ. 563-483 წ.წ.).

რეგიონი საუკუნეთა მანძილზე მრავალი დამპყრობელის მსხვერპლი გამხდარა. მათ შორის, ღაზნებიდების, ღურიდების, ხალჯების, დიდ მოგოლთა და სხვა დინასტიების. 1747 წ, აჰმად შაჰ დურანმა საბოლოოდ შეუერთა იგი ავღანეთის იმპერიას.

რეგიონმა დიდი ზარალი განიცადა XIX-XX საუკუნეების მანძილზე მიმდინარე ანგლო-ავღანურ ომებში.

საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომამდე პროვენცია შედარებით მშვიდობიანად ვითარდებოდა. ომის პერიოდში მისი ტერიტორია ხშირად გამხდარა შეტაკების არეალი. პროდასავლური ძალები აშშ-ს მეთაურობით ცდილობდნენ მუჰამედ ნაჯიბულას პრორუსული ხელისუფლების დამხობას. განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია ავღანეთის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ე.წ. მოჯაჰედებს შორის მოხდა შეტაკება. სამოქალაქო ომით ისარგებლა თალიბანის მომხრეებმა და 1996 წელს მათ კონტროლი დაამყარეს პროვინციაზე და ააგეს მამგჰარის რეგიონში ე.წ. ალ-ქაიდას საწვრთნელი ბაზა.

მიმდინარე ისტორია რედაქტირება

 
ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალები

90-ან წლებში ნანგჰარის პროვინციაში ძლიერი პოზიცია ეკავა ოსამა ბინ-ლადენს, რომელიც აწარმოებდა აშშს წინააღმდეგ ბრძოლას 2001 წელს თორა-ბორას კამპანიის დროს. საბოლოოდ ბინ ლადენმა თავი შეაფარა პაკისტანის ქალაქ აბოტაბადს, სადაც მოკლული იქნა 2011 წელს ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ.

2001 წლის ბოლოს თალიბანის რეჟიმის განადგურების შემდეგ ჩამოყალიბდა ყარზაის ხელისუფლება. შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ავღანეთის ხელისუფლებამ თანდათან აღადგინა იურიდიული წესრიგი პროვინციის ტერიტორიაზე, თუმცა ჯერ კიდევ ხშირია თალიბანის ბოევიკთა თავდასხმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება