ნანა ჯანელიძე (დ. 7 აგვისტო, 1957, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი.

ნანა ჯანელიძე
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1957 (1957-08-07) (66 წლის)
თბილისი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1978–დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

ნანა ჯანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს. 1986–93 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი.

1981 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია; 1996 წლიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის ლექტორი. არის რეჟისორი ფილმებისა: „დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი“(1978), „მონანიება“ (II რეჟისორი, სცენარის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი, 1981–1984), „ოჯახი“ (1985), „იავნანა“ (1994), „ერთი წვეთი საქართველო“ (1999).

მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია (1994), კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სპეციალური პრიზი (1994), რუსეთის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალის, რუსეთის სათავადაზნაურო საზოგადოების, პეზაროს კინოფესტივალისა და ლაგოვოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი ფილმისთვის „იავნანა“. 1994 წელს გადაეცა ქართული ეკლესიის პრიზი.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რეჟისორი რედაქტირება

წელი სათაური რეჟისორი პროდიუსერი სცენარის ავტორი
1978 დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი დიახ დიახ
1984 მონანიება დიახ
1985 ოჯახი დიახ დიახ
1994 იავნანა დიახ დიახ
1994 იავნანა დიახ დიახ
1999 ერთი წვეთი საქართველო დიახ დიახ
2003 მშრალი ხიდის სიზმრები დიახ დიახ დიახ
2005 საშობაო საჩუქარი დიახ დიახ
2010 გალობის რაინდები დიახ
2011 ნეტავი იქ, თეატრი არის?! დიახ დიახ დიახ
2022 იარე, ლიზა დიახ დიახ დიახ

მსახიობი რედაქტირება

წელი სახელწოდება როლი
1988 დღესასწაული
2013 დფ რეპორტაჟი თბილისიდან – ფანი არდანი

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. 1998–1999. გვ. 430.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება