ნაკულა (მაჰაბჰარატა)

ნაკულა - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" პერსონაჟი. ძმები პანდავებისგან მეოთხე, საჰადევას ტყუპი ძმა. ძმასთან ერთად მათ აშვინეებს ეძახიან, რადგან აშვეებიდან წარმოიშვნენ. მისი ბიოლოგიური დედა მადრია, მაგრამ კუნტიმ იშვილა და ჰასტინაპურში გაზარდა. ითვლება მაჰაბჰარატაში ყველაზე ლამაზ მამაკაცად, თვითონ სახელი "ნაკულა" საგვარეულოში ყველაზე ლამაზს ნიშნავს (სხვა ვერსიით - სიყვარულით აღსავსეს). ჰყავდა ორი ცოლი - დრაუპადი ძმებთან ერთად და კარენუმატი - ჩედის მეფის შიშუპალას ასული.

ბიოგრაფია რედაქტირება

ყრმობა რედაქტირება

რიში კინდამას წყევლის გამო ნაკულას მამას პანდუს შვილების ყოლა არ შეეძლო. მისი ცოლი კუნტი შვილების გასაჩენად ბრძენი სეგურ დურვასას მიერ მოცემულ მანტრას იყენებდა, რომლითაც შვილის მოცემას სხვადასხვა ღვთაებებს სთხოვდა. მან მანტრა პანდუს მეორე ცოლსაც, მადრის მისცა - მისი მეშვეობით მან აშვინის კუმარას მიმართა და ნაკულა და საჰადევა შეეძინა. ნაკულა ცნობილი გახდა, როგორც ყველაზე ლამაზი მამაკაცი ქურუს საგვარეულოში, ბავშვობაში მამამ დანის სროლა და დანით ბრძოლა ისწოვლა.

მოგვიანებით პანდუ გარდაიცვალა, მადრიმ ქმრის რიტუალურ კოცონში თავი დაიწვა (სატის რიტუალი). ნაკულა თავის ძმებთან ერთად ჰასტინაპურაში გადავიდა, სადაც კუნტიმ იშვილა. კუნტის იგი ისევე უყვარდა, როგორც საკუთარი ვაჟები. ჰასტინაპურაში მან სხვა პანდავებთან სწავლა დაიწყო, დრონასთან სწავლისას მან გაიუმჯობესა მშვილდოსნობისა და ხმლით ბრძოლის უნარი. სხვა ძმებთან ერთად სწავლობდა რელიგიას, მეცნიერებას, ადმინისტრირებას. ის კარგი მეფარიკავე გახდა, ასევე განსაკუთრებით კარგად ჯირითობდა, უვლიდა ცხენებს (ერთხელ ახსენა, რომ ცხენის ყველაფრისგან განკურნვა შეუძლია) და მართავდა ეტლს.

სიჭაბუკე და ზრდასრული წლები რედაქტირება

როდესაც არჯუნამ მშვილდოსნობით დრაუპადის ხელი მოიპოვა მასზე ხუთივე ძმა დაქორწინდა, მათ შორის ნაკულაც. დრაუპადისგან ჰყავდა ვაჟი შატანიკა, რომელიც შემდგომ ომში აშვატჰამამ მოკლა. მან ასევე იქორწინა კარშუმატიზე, შიშუპალას ქალიშვილზე, რომელმაც მას ერთი ვაჟი, ნირამიტრა გაუჩინა. ნირამიტრა შემდგომში მამის შემდეგ ჩრდილოეთ მადრას სამეფოს მეფე გახდა.

უფროსმა პანდავამ სამეფო ტახტი და ცოლი კამათელის თამაშში წააგო და ძმებს და დრაუპადის სამეფოდან წასვლა მოუწიათ. როდესაც ისინი ჯატასურამ მოიტაცა მან ბრძოლაში კშემანკარა, მაჰამაჰა და სურატა მოკლა. განდევნის ცამეტი წლიდან ბოლო წელიწადი მათ ინკოგნიტოდ გაატარეს, ნაკულამ ვირატაში სამეფო ცხენების მომვლელად გაატარა გრანტჰიკას სახელით.

კურუკშეტრას ომის დროს მან მოკლა მტრის მხარის რამდენიმე მნიშვნელოვანი მეომარი, მათ შორის ვრიკაასურა, სუშენა, ჩიტრასენა და სატრიასენა (კარნას სამი შვილი), დაამარცხა შაკულა, დუსასანა, შულია. მის დროშაზე წითელი ირემი ეხატა ოქროს ზურგით. ომის შემდეგ იზ ჩრდილოეთი მადრას მეფე გახდა, საჰადევა კი - სამხრეთი მადრას. შემდგომ წლებში პანდავებმა სამეფო მიატოვეს და სამლოცველოდ ჰიმალაებში წავიდნენ. ის ჰიმალაების გზაზე მესამე გარდაიცვალა. როდესაც ბჰიმამ ძმას ჰკითხა, თუ რატო ვერ მიაღწია ნაკულამ სამოთხეს, მან უპასუხა. რომ ნაკულა ზედმეტად ამაყობდა თავისი სილამაზით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Parmeshwaranand, Swami (2001). Encyclopaedic dictionary of Purāṇas(1st ed.). New Delhi: Sarup & Sons. p. 900. ISBN 9788176252263.
  • Kapoor, Subodh, ed. (2002). The Indian encyclopaedia : biographical, historical, religious, administrative, ethnological, commercial and scientific (1st ed.). New Delhi: Cosmo Publications. p. 4462. ISBN 9788177552713.
  • Lochan, Kanjiv (2003). Medicines of early India : with appendix on a rare ancient text(Ed. 1st. ed.). Varanasi: Chaukhambha Sanskrit Bhawan. ISBN 9788186937662.
  • Charak, K.S. (1999). Surya, the Sun god (1st ed.). Delhi: Uma Publications. ISBN 97881901008
  • Fang, Liaw Yock (2013). A History of Classical Malay Literature. Institute of Southeast Asian. ISBN 978-981-4459-88-4.