ნაითქროლერი (ინგ. Nightcrawler) კურტ ვაგნერი - გამოგონილი პერსონაჟი, კომიქსის წიგნის სუპერგმირი მარველის მსოფლიოში. ცნობილია Marvel Comics-ის მიერ გამოცემული გრაფიკული ნოველებიდან. შექმნილია მწერალი ლენ უინისა და ილუსტრატორი დეივ კოკრუმის მიერ. მისი დებიუტი გიგანტური ზომის იქს-ადამიანების (1975 წლის მაისი) პირველსავე ნომერში შედგა.

ნაითქროლერი

ნაითქროლერი. ჰუმბერტო რამოსის ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა გიგანტური ზომის იქს–ადამიანები #1 (1975 წლის მაისი)
ავტორ(ებ)ი ლენ უინი, დეივ კოკრუმი
დახასიათება
ალტერ ეგო კურტ ვაგნერი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
ვატიკანი
ნიუ-იორკის ეპარქია
ექსკალიბური
XSE
შესაძლებლობა ტელეპორტაცია,
ღამის ხედვა,
შესანიშნავი აკრობატი/გიმნასტი,
მოსაჭიდებელი კუდი,
კედლებზე ’მიკვრის’ უნარი,
ჩრდილებში გაუჩინარების უნარი,
შესანიშნავი მებრძოლი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, შეუდარებელი ხმლით ბრძოლაში

მუტანტი ნაითქროლერი ფლობს ზეადამიანურ სიმარდესა და ტელეპორტაციის უნარს. მისი ფიზიკური მუტაცია მოიცავს ლურჯ თმას, სამ-თითიან ფეხებსა და ხელებს, ყვითელ თვალებსა და მოსაჭიდებელ კუდს. კომიქსის ადრეულ სერიებში ნაითქროლერი მხიარულ, აბეზარ მასხარად ევლინება მკითხველს. იგი ხმლით ბრძოლის ხელოვნებითაა გატაცებული. გერმანელი მუტანტი ნაითქროლერი კათოლიკეა. დებიუტიდან მოყოლებული იგი რეგულარულად მონაწილეობდა მარველის-მონათესავე კომიქსის წიგნებსა და ვიდეო თამაშებში. ნაითქროლერი რამდენიმეჯერ გამოჩნდა 1990-იანი წლების სატელევიზიო ანიმაციურ სერიალში იქს-ადამიანები, ევოლუციაში კი იგი ერთ-ერთი პირველხარისხოვანი პერსონაჟია. თანამშრომლობდა იქს-ადამიანებთან და ექსკალიბურთან. მსახიობი ალან კუმინგი ანსახიერებს პერსონაჟს 2003 წლის სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანები 2. 2006 წელს, IGN.com-ის 25 საუკეთესო იქს-ადამიანის სიაში ნაითქროლერმა მე-7 ადგილი დაიკავა; 2008 წელს, მარველის ყველა დროის 10 საუკეთესო იქს-ადამიანს შორის კი მე-4.

კომიქსის თანახმად, ნაითქროლერი წარმოშობით ბავარიის პატარა სოფელ ვინცელდორფიდანაა, ანიმაციური სერიებში ’იქს-ადამიანები’ - ნოიჰერცლიდან, ფილმში X2 კი პერსონაჟი საკუთარ წარსულს მუნიჩის ცირკს უკავშირებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება