ნავდარაანთკარისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, გალავნის თემში.[1]

სოფელი
ნავდარაანთკარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი გალავანი
კოორდინატები 41°54′12″ ჩ. გ. 44°49′13″ ა. გ. / 41.90333° ჩ. გ. 44.82028° ა. გ. / 41.90333; 44.82028
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 333[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,8 %
ოსები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნავდარაანთკარი — საქართველო
ნავდარაანთკარი
ნავდარაანთკარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ნავდარაანთკარი
ნავდარაანთკარი — მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნავდარაანთკარი

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 333 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 351[2]
2014 333  

ხუროთმოძღვრების ძეგლები რედაქტირება

სოფლის სამხრეთით 1,5 კმ-ზე დგას დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, კამარა ჩამოქცეულია, შემორჩენილია აღმოსავლეთს მხარე — საკურთხეველი. მის ჩრდილოეთით 20 მეტრში დგას ნასახლარი, რომლის დასავლეთ მხარეს ბუხარი შეიმჩნევა. ეკლესიის დასავლეთით 50 მეტრში დგას კვადრატული გეგმის კოშკი, რომელსაც ოთხივე კუთხე გამაგრებული აქვს კონუსური ფორმის საბჯენებით. კოშკი შემორჩენილია 3 მეტრის სიმაღლეზე.

არქეოლოგია რედაქტირება

2017–2019 წლებში ნავდარაანთკარის სამხრეთით, საგურამოს ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ადგილ დიდველზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარი: სათავდაცვო კოშკი, ორი ეკლესია, სავარაუდო მარანი და სხვადასხვა დანიშნულების (საცხოვრებელი, სამეურნეო) ნაგებობები. ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით შესწავლილ იქნა ადრე რკინის ხანის და ელინისტური პერიოდის 6 ორმოსამარხის ნაშთი.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება