ნაესაკოვო[2], ნაესაკაო[3]სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნაესაკოვო, გამოღმა კოდორი). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 4,5 კილომეტრით. სოფელში ნაპოვნია ძვ. წ. V საუკუნის „შუაქალაქის“ ნივთების ფრაგმენტები.[4]

სოფელი
ნაესაკოვო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
თემი ნაესაკოვო
კოორდინატები 42°10′25″ ჩ. გ. 42°11′29″ ა. გ. / 42.17361° ჩ. გ. 42.19139° ა. გ. / 42.17361; 42.19139
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 575[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნაესაკოვო — საქართველო
ნაესაკოვო
ნაესაკოვო — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნაესაკოვო

ისტორია რედაქტირება

ნაესაკოვოს თემი აერთიანებს სოფ. ნაესაკოვოსა და სოფ. კოდორს. სოფ. კოდორი მდებარეობს მდინარე რიონის ორივე (მარჯვენა და მარცხენა) სანაპიროზე. თავდაპირველად მდ. რიონი სოფლის სამხრეთით გაედინებოდა. XVII და XVIII საუკუნეებში მდ. რიონისათვის კალაპოტი ხელოვნურად შეუცვლიათ, ამით სოფ. კოდორი ორად გაიყო. მისი დიდი ნაწილი, რომელიც რიონის ჩრდილოეთის სანაპიროზე მდებარეობს იწოდება პირველ კოდორად და ერთიანდება ნაესაკოვოს თემში, მეორე, სამხრეთი ნაწილი კი კეთილარის თემში. ნაესაკოვოს თემის მოსახლეობა შეადგენს 954 ადამიანს. სოფელ ნაესაკოვოში დაიბადა ცნობილი პოეტი სიმონ ჩიქოვანი (1902-1966 წ.წ.). 2012 წელი, როგორც მწერლის საიუბილეო წელი საზეიმოდ აღინიშნა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 575 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 795 366 429
2014[1]   575 277 298

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. აბაშის მუნიციპალიტეტის ამონაწერი
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 288.
  4. გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.