ნადეჟდა ნიკიტას ასული კადიშევა (რუს. Наде́жда Ники́тична Ка́дышева; დ. 1 ივნისი, 1959, ლენინოგორსკის რაიონი, თასსრ) — საბჭოთა და რუსი მომღერალი, ანსამბლ „ზალატოე კოლცოს“ სოლისტი. ბუგულმის საპატიო მოქალაქე. რუსეთის ფედერაციისა (1999)[1] და მორდვეთის სახალხო არტისტი. თათრეთის დამსახურებული არტისტი.

ნადეჟდა კადიშევა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Надежда Никитична Кадышева
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1959 (1959-06-01) (64 წლის)
დაბ. ადგილი ლენინოგორსკის რაიონი, თათრეთის ასსრ, რსფსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი ხალხური მუსიკა, პოპ-მუსიკა, შანსონი, საესტრადო სიმღერები
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
საიტი кадышева.рф
ნადეჟდა კადიშევა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1959 წლის 1 ივნისს (სხვა მონაცემებით 19 მაისს), სოფელ გორკში. შემდგომში მისი ოჯახი საცხოვრებლად სოფელ სტარი-მაკლაუშში (კლიავლინოს რაიონი) გადავიდა, რომელიც ორენბურგის ოლქის, სამარის ოლქისა და თათრეთის გასაყარზე მდებარეობდა.

  • მამა — ნიკიტა მიხეილის ძე კადიშევი (1923—1974) მუშაობდა ოსტატად რკინიგზის სადგურში;
  • დედა — ანა ანდრეის ასული კადიშევა (1927—1970) იყო დიასახლისი.

მათი ოთხი ქალიშვილიდან ნადეჟდა მესამე იყო (ვერა, მარია, ნადეჟდა და ლიუბოვი).[2] 1970 წელს, როდესაც ნადეჟდა 10 წლისა იყო, გარდაიცვალა დედამისი (43 წლისა). მამამ ხელმეორედ იქორწინა. ნადეჟდა და ლიუბოვი სკოლა-ინტერნატში მიაბარეს.[3]

ერთხელ, როდესაც ინტერნატში სიმღერის კონკურსის განხილვა მიმდინარეობდა, ნადეჟდამ შეასრულა სიმღერა „Орлёнок“ (ქართ. არწივის ბარტყი), რის გამოც დიდი შექება დაიმსახურა. 14 წლისა მოსკოვის ოლქში გადავიდა უფროს დასთან და რვაწლედის დამთავრების შემდეგ სამუშაო დაიწყო საფეიქრო ქარხანაში «Красная Поляна». 1974 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა მამამისი. ნადეჟდა ამ დროს 15 წლის იყო.

18 წლისამ პირველად სცადა მოხვედრილიყო მუსიკალურ სასწავლებელში, მაგრამ ვერ მოახერხა. იგი მოსამზადებელ კურსებზე შევიდა და უკვე მეორე წელს მოხვდა სასწავლებელში.

მესამე კურსზე სწავლისას ახლადორგანიზებული კვარტეტის, სახელად «Россияночка», შემადგენლობაში შევიდა. კვარტეტის რეპერტუარი სახალხო სიმღერებისაგან შედგებოდა, თუმცა საესტრადო შემსრულებლების კონკურსისათვის მომზადებისას აიღეს სიმღერა «Летели птицы белые…», სადაც კადიშევამ სოლო შეასრულა. ანსამბლის გამოსვლები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა.

მომღერალი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც გნესინების სახელობის ინსტიტუტის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ. ნადეჟდა აქ შეხვდა მომავალ ქმარს, ალექსანდრე გრიგორის ძე კოსტიუკს. შემდგომში სწავლა გნესინების მუსიკალურ ინსტიტუტში გააგრძელა. 1983 წელს მათ იქორწინეს. ერთ წელში შეეძინათ ვაჟი — გრიგორი, რომელიც დღეს მათთან ერთად მუშაობს საკონცერტო დირექტორის რანგში.

1988 წელს ალექსანდრე კოსტიუკმა ჩამოაყალიბა ანსამბლი «Золотое кольцо», რომელიც თავიდან ბევრ გასტროლს ატარებდა საზღვარგარეთ და იქ ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ რუსეთში მის შესახებ მხოლოდ გერმანისა და იაპონიიდან გამოგზავნილი ჩანაწერებით იცოდნენ. ნადეჟდა კადიშევა ანსამბლის სოლისტი გახდა. 1993 წელს სტუდია «Союз»-მა ანსამბლს თანამშრომლობა შესთავაზა და ამ დროიდან დაიწყო მისი აღიარება და გაცნობა რუსეთში. დღეს გასტროლები აქტიურად მიმდინარეობს როგორც საზღვარგარეთ, ისე რუსეთის სხვადასხვა მხარეში.

დისკოგრაფია რედაქტირება

Audio CD რედაქტირება

  • Калинка (Perestroika. GERMANY, 1990)
  • Золотое кольцо (Русский Диск, 1991)
  • Made In Japan (Build INC. JAPAN, 1993)
  • Виновата ли я... (Студия Союз, 1995)
  • Течёт ручей (Студия Союз, 1995)
  • Печальный ветер (Студия Союз, 1995)
  • Очаровательные глазки (Студия Союз, 1996)
  • Уходи, горе (Студия Союз, 1997)
  • Милая роща (Студия Союз, 1998)
  • Зачем это лето… (Студия Союз, 1999)
  • Ах, судьба моя, судьба (Студия Союз, 2000)
  • Подари, березка (Студия Союз, 2002)
  • Плачет дождик (Квадро Диск, 2003)
  • Когда-нибудь (Студия Союз, 2003)
  • Широка река (Студия Союз, 2004)
  • Моя любовь (Студия Союз, 2006)
  • Русский альбом (Квадро Диск, 2006)
  • Посвящение земле русской (Квадро Диск, 2007)
  • Зажигаем вновь!!! (Студия Союз, 2008)
  • И вновь любовь... (Квадро Диск, 2009)
  • Сударушка (Квадро Диск, 2010)
  • И льется песня... (Квадро диск, 2012)
  • Светят звёзды (Квадро диск, 2013)
  • Ты рядом (Квадро Диск, 2014)
  • Всё как прежде (2018)

ვიდეოკასეტები რედაქტირება

  • Печальный ветер (Студия Союз, 1995)
  • The Best (Студия Союз, 1998)
  • Ах, судьба моя, судьба (Студия Союз, 2000)
  • Словно тысячу лет назад. Концерт (Студия Союз, 2001)
  • Когда-нибудь (Студия Союз, 2004)

DVD რედაქტირება

  • Когда-нибудь (Студия Союз, 2004, 2007)
  • 20 лет в кругу друзей. Юбилейный концерт (ICA MUSIC, 2005)
  • Моя любовь. Концерт (Студия Союз, 2006)
  • The Best (Студия Союз, 2007)
  • Ах, судьба моя, судьба (Студия Союз, 2007)
  • Словно тысячу лет назад. Концерт (Студия Союз, 2007)
  • Юбилейный концерт «Зажигаем вновь…» 25 лет (Квадро Диск, 2009)
  • Будь счастлив! Концерт 1995 года (Квадро диск, 2012)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Награждена указом президента России № 786 от 17 июня 1999 года დაარქივებული 2012-01-05 საიტზე Wayback Machine.
  2. Кадышева Надежда | Биографос. biografos.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-02. ციტირების თარიღი: 2016-11-25.
  3. Super User. Биография - Надежда Кадышева и ансамбль «Золотое кольцо». www.kadisheva.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-05. ციტირების თარიღი: 2016-11-25.