ნაგა (სამხრეთი კამარინესი)

ნაგა (ოფიციალურად ქალაქი ნაგა; ტაგ: Lungsod ng Naga; ესპ. Ciudad de Naga) — მეორე კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი სამხრეთ კამარინესის პროვინციაში, ფილიპინებში. იგი ქვეყნის მესამე უძველესი სამეფო ქალაქია.[2] 2015 წლის აღწერით ნაგის მოსახლეობა 196 003 ადამიანს ითვლის.

ნაგა
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 13°37′28″ ჩ. გ. 123°11′11″ ა. გ. / 13.62444° ჩ. გ. 123.18639° ა. გ. / 13.62444; 123.18639
ფართობი 84.48 კმ²
ცენტრის სიმაღლე 66 მეტრი
მოსახლეობა 209 170 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 54
საფოსტო ინდექსი 4400
ოფიციალური საიტი http://naga.gov.ph/
ნაგა (სამხრეთი კამარინესი) — ფილიპინები
ნაგა (სამხრეთი კამარინესი)

ქალაქი 1575 წელს ესპანელი გენერალ-გუბერნატორის, ფრანცისკო დე სანდეს ხელმძღვანელობით დაარსდა. ნაგა ესპანეთის სოტ-ინდოეთში მესამე ესპანური სამეფო ქალაქი იყო ილოილოსა და მანილის შემდეგ.

გეოგრაფიული და სტატისტიკური მიზნით ნაგა სამხრეთ კამარინესის შემადგენლობაში შედიც, თუმცა ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება. ნაგა ბიკოლის რეგიონის სავაჭრო,[3][4] ბიზნეს,[4] რელიგიური, კულტურული, ინდუსტრიული, კომერციული,[5] სამედიცინო,[6][7] საგანმანათლებლო[5][8] და ფინანსური ცენტრია.[9][10][11][12]

ნაგას „ბიკოლის სადედოფლო ქალაქს“[13] და „ბიკოლის გულს“[14][15] უწოდებენ ბიკოლის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობის გამო. ნაგას „პილიგრიმების ქალაქსაც“ უწოდებენ და რომის კათოლიკური ეკლესიის კასერესის არქიეპარქიის დაქვემდებარებაშია. ნიკ ხოაკინი „მზის შვიდი ოქროს ქალაქიდან ერთ-ერთად“ მიიჩნევს.[16]

ფილიპინებში ამავე სახელელწოდების კიდევ ერთი ქალაქი სებუში მდებარეობს.

ისტორია რედაქტირება

წინაკოლონიური ხანა რედაქტირება

ბიკოლის რეგიონი მაჯა-ასის კონფედერაციის მოკავშირე იყო, რომელიც პანაის კუნძულზე მდებარეობდა. მარაგტასის მიხედვით, ადგილობრივი ტომების ნაწილი ტაალის ტბის მახლობლად დასახლდა, ნაწილი კი ლაგუნა-დე-ბაის მახლობლად, შემდეგში კი ერთ-ერთი ჯგუფი სამხრეთით ბიკოლის ნახავერაკუნძულისკენ გადაადგილდა.

ესპანური კოლონიური ხანა რედაქტირება

1573 წელს რეგიონში მეორე ექსპედიციის დროს ხუან დე სალსედომ ამ სოფელს ნაგა უწოდა, რაც Pterocarpus indicus-ის (ბიკოლის რეგიონში ამ ხეს ნაგას ეძახიან) სიმრავლესთან იყო დაკავშირებული. ესპანური მმართველობის დროს ესპანური ქალაქი და ადგილობრივი სოფელი ერთმანეთს სეერწყა და ესპანეთში მდებარე ქაალქისგან გარჩევის მიზნით ნუევა-კასერესი ეწოდა. XVII საუკუნეში ფილიპინებში კიდევ ხუთი ciudades იყო. ნუევა-კასერესი ამბოს-კამარინესის პროვინციის დედაქალაქი იყო, მოგვიანებით კი სამხრეთ კამარინესის პროვინციის დედაქალაქად გამოცხადდა.

ამერიკული კოლონიური ხანა რედაქტირება

ამერიკული მმართველობის დროს ქალაქი მუნიციპალიტეტად გამოცხადდა. 1919 წელს ქალაქს სახელი ოფიციალურად შეეცვალა და კვლავ ნაგა ეწოდა. 1941 წლის 18 დეკემბერს, ლეგასპიში იაპონელთა შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ იაპონელებმა ნაგაც დაიპყრეს. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აშშ-ისა და ფილიპინების გაერთიანებულმა ჯარებმა ბიკოლის პარტიზანულ ჯგუფებთან ერთად ნაგა იაპონიის იმპერიის ჯარებისგან გაათავისუფლეს.

გეოგრაფია რედაქტირება

ნაგის პოლიტიკური დაყოფა

ნაგა მდებარეობს სამხრეთ კამარინესის პროვინციაში, ლუსონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედაქალაქ მანილიდან 435 კმ-ის დაშორებით და ბიკოლის რეგიონის ცენტრის მახლობლად. ქალაქი ყველა მხრიდან ტყეებითაა გარშემორტყმული და მდიდარია სოფლის-მეურნეობისა და სათევზაო სივრცეებით. ნაგის ფართობი 8 488 ჰექტარია. ქალაქი ნაგისა და ბიკოლის მდინარეების შეერთების ადგილასაა გაშენებული, სწორედ ამიტომ ქალაქს იდეალური სავაჭრო მდებარეობა ჰქონდა. ქალაქის შემადგენლობაშია ისაროგის მთა, დაცული ტერიტორია, რომელსაც ისაროგის ეროვნული პარკი ეწოდება.

ნაგა პოლიტიკურად 27 ბარანგაიდ იყოფა.[17]

კლიმატი რედაქტირება

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ნაგა ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. მარტიდან მაისამდე ამინდი ცხელი და მშრალია, ტემპერატურა 24-დან 34 °C-მდეა (75-93 °F). ტაიფუნების სეზონი ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება და ამ პერიოდში ხშირი წვიმებია. ნოემბრიდან თებერვლამდე ტემპერატურა უფრო გრილია 22-28 °C (72-82 °F). საშუალო წლიური ტენიანობის მაჩვენებელი 77%-ია.[18]

დემოგრაფია რედაქტირება

 
ტაოისტური ტაძარი მდინარე ნაგის სანაპიროზე

რელიგია რედაქტირება

კათოლიციზმი რედაქტირება

ქაალქი კასერესის არქიეპარქიის დაქვემდებარებაშია, რომელიც ბიკოლის რეგიონის კათოლიკურ მოსახლეობას აერთიანებს. მთავარ რელიგიას ძველი და გავლენიანი კათოლიკური ინსტიტუტები, დაწყებული უნივერსიტეტებიდან დამთავებული ეკლესიებით, უჭერენ მხარს: წმინდა ისაველის უნივერსიტეტი, ნაგის მეტროპოლიური საკათედრო ტაძარი (უძელესი დღემდე შემორჩენილი საკათედრო ტაძრი ლუსონში), პანიაფრანციას ბაზილიკა (უდიდესი კათოლიკური ნაგებობა სამხრეთ ლუსონში ფართობის მიხედვით), სან-ფრანცისკოს ტაძარი, პენიაფრანციას მუზეუმი და სხვ.

სხვა ქრისტიანული რწმენები რედაქტირება

 
ქალაქის ცენტრალური რაიონი

პროტესტანტული კონფესიებიდან ქალაქის მოსახლეობის ნაწილი მეშვიდე დღის ადვენტისტია, ნაწილი - ბაპტისტი. ამ რელიგიათა ტაძრები მაგსაისაის გამზირზე, მეთოდისტური ტაძრები კი პენიაფრანციას გამზირზე მდებარეობს. უდიდეს რელიგიურ უმცირესობას ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები წარმოადგნენ.

ენა რედაქტირება

ნაგის მოსახლეობაში მოწინავე დიალექტი ცენტრალური ბიკოლის სანაპირო დიალექტია.[19] ცენტრალური ბიკოლის სტანდარტული დიალექტი ბიკოლის რეგიონის დიალექტების საფუძველია.[20] ქალაქის მოსახლეობისა უმრავლესობას ინგლისური, ფილიპინური და ტაგალური ენის გაგება შეუძლია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. The oldest royal city in the Philippines. ციტირების თარიღი: May 19, 2020
  3. Perez, Jose B. (February 27, 2015). „Bicol's Boom Town: Bongat sees bullish Naga“. Bicol Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2015. ციტირების თარიღი: February 13, 2019.
  4. 4.0 4.1 ნაგა (სამხრეთი კამარინესი) Google წიგნებში
  5. 5.0 5.1 Orbita, Erlinda Hospicia V. (April 25, 2010). „Naga City, the Heart of Bicol: 'An Maogmang Lugar [The Happy Place]'. The Philippine Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 13, 2014. ციტირების თარიღი: February 24, 2019.
  6. Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 18, 2018. ციტირების თარიღი: February 24, 2019
  7. Bicol Medical Center Modernization. ციტირების თარიღი: February 24, 2019
  8. Education. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2014. ციტირების თარიღი: February 25, 2019
  9. Kawanaka, Takeshi (2002). „2. Naga City“, Power in a Philippine City. Institute of Developing Economies, Japan External Trade Organization (IDE-JETRO). ISBN 978-425852038-1. 
  10. Robredo, Jesse M. (May 3, 2000). „City Strategy and Governance: The Naga City Experience“. East Asia Urban and City Management Course. http://www1.worldbank.org/publicsector/politicaleconomy/November3Seminar/NagaCityExperience.PDF. წაკითხვის თარიღი: February 25, 2019.
  11. Bongat bares State of City, hails Naga as Bicol's tiger economy. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 21, 2018. ციტირების თარიღი: February 25, 2019
  12. Naga City. ციტირების თარიღი: February 25, 2019
  13. Hermoso, Christina I. (September 13, 2013). „Naga City set for traslacion“. Manila Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 29, 2014. ციტირების თარიღი: February 26, 2019.
  14. Llorin, Jean N. (June 27, 2010). „Learning from 'The Heart of Bicol'. Philippine Daily Inquirer. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 30, 2010. ციტირების თარიღი: February 27, 2019.
  15. „Naga City: Where Bicol's heart is“. GMA News. September 19, 2012. ციტირების თარიღი: February 27, 2019.
  16. The Naga We Know to be launched Aug. 31 (August 26, 2018). ციტირების თარიღი: April 4, 2019
  17. Municipality/City: NAGA CITY. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2015. ციტირების თარიღი: April 22, 2014.
  18. "General Information" დაარქივებული 2021-01-28 საიტზე Wayback Machine. . See Naga – Official Website of Naga City. Retrieved on 2012-05-13.
  19. Demography. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2019. ციტირების თარიღი: April 4, 2019
  20. Useful Filipino Words – Bicol Translations (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 27, 2014. ციტირების თარიღი: ნოემბერი 16, 2020.