ეს სტატია ოპერას ეხება. გაზსადენის შესახებ იხილეთ ნაბუქოს გაზსადენი.

ნაბუკო (იტალ. Nabucco, შემოკლება ნაბუქოდონოსორისა, Nabucodonosor) — ჯუზეპე ვერდის იტალიურენოვანი ოპერა. შეიქმნა 1841 წელს, ხოლო პრემიერა 1842 წლის 9 მარტს მილანში, ლა სკალას თეატრში შედგა. ოპერის ლიბრეტო ეკუთვნის თემისტოკლე სოლერას (1815-1878). ოპერის თემას ერთი მხრივ წარმოადგენს ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელი ერისა და მათი თავისუფლების დევნა, ხოლო მეორე მხრივ კი ნაჩვენებია სულიერი გარდატეხა მთავარი გმირისა, ნაბუქოდონოსორისა — იგი თავდაპირველად თავს ღმერთად აცხადებს და ამის გამო სიგიჟით ისჯება ღვთის მიერ, საღი გონება მას მხოლოდ მას შემდეგ უბრუნდება, რაც ებრაელთა ღმერთის უზენაესობას აღიარებს.

ნაბუქოს დადგმა ებერსვალდეს მწვანე დარბაზში (გერმანია, 2004)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: