მხევალიმონა ქალის აღმნიშვნელი ტერმინი (შეიძლება მხევალი უცხო სამყაროდანაც იყოს შეთვისებული). არსებობს მოსაზრება (გ. მელიქიშვილი), რომ ეს ტერმინი უნდა ჩამოყალიბებულიყო პატრიარქალური მონობის ხანაში, როდესაც შინაური მონების, „სახლის წულების“ მსგავსად მონა ქალებიც სახლის ქალიშვილებად ითვლებოდნენ. ბიბლიის ძვ. ქართული თარგმანებში მხევალის მნიშვნელობით იხმარება შიმუნვარიც.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 277.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.