მწვერვალიმთის, მასივის და ქედის უმაღლესი ნაწილი. აქვს წვეტიანი, მომრგვალებული, მობრტყელებული ან სხვა ფორმა, რაც განპირობებულია ამგები ქანების ლითოლოგიით, ტექტონიკური აღნაგობით, დენუდაციური პროცესების ხასიათით. მსოფლიოში უმაღლესი მწვერვალებია ჯომოლუნგმა — 8848 მ (ჰიმალაი), ისმაილ სამანის პიკი — 7495 მ (პამირი); კავკასიონზე — იალბუზი — 5642 მ.

უილერის პიკი, ნევადის უდიდესი პიკი
დემავენდის მწვერვალი, ირანი

საქართველოს უმაღლესი მწვერვალები რედაქტირება

მწვერვალი სიმაღლე (მ) სად მდებარეობს
1 შხარა 5200 კავკასიონი
2 ჯანღა 5058 კავკასიონი
3 მყინვარწვერი 5054 ხოხის ქედი
4 გისტოლა 4859 კავკასიონი
5 თეთნულდი 4851 კავკასიონი
6 ჯიმარა 4780 ხოხის ქედი
7 უშბა 4700 კავკასიონი
8 თებულოსმთა 4493 კავკასიონი
9 ჭანჭახისწვერი 4461 კავკასიონი
10 ბაბისმთა 4454 კავკასიონი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება