მწევრებიმონადირე ძაღლების ჯიშთა ჯგუფი. იყენებენ კურდღელზე, მელაზე, მგელსა და წვრილფეხა ჩლიქოსნებზე უთოფო ნადირობისთვის. აქვთ სწრაფი სირბილის უნარი, ზომიერი ტემპერამენტი, კარგად განვითარებული მხედველობა, დიდი ტანი, გრძელი ფეხები, განვითარებული მკერდი, აზიდული მუცელი, ძლიერი უკანა ფეხები, წაგრძელებული თავი, ძლიერი ყბები და კბილები. იყენებენ სპორტულ და სარეწაო ნადირობაში.

ლიტერატურა რედაქტირება