მძიმე ფორვარდი (კალათბურთი)

მძიმე ფორვარდი, აგრეთვე ცნობილი როგორც მეოთხე ნომერიკალათბურთში ხუთიდან ერთ-ერთი პოზიცია. მძიმე ფორვარდი თამაშის დროს ცენტრის მსგავს როლს ასრულებს. ამ პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელები შეტევაში ძირითადად ფარისკენ ზურგით თამაშობენ. მათ თამაშის დროს მრავალი პასუხისმგებლობა გააჩნიათ; მათგან ერთ-ერთია ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოხსნა. აგრეთვე, მათი მოვალეობაა ზონური და პერსონალური დაცვის თამაში მოწინააღდეგე გუნდის მძიმე ფორვარდის (და არა მარტო) წინააღმდეგ.[4]

ტიმ დანკანი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA-ის) ისტორიაში ერთ-ერთი ფართოდ აღიარებული მძიმე ფორვარდი.[1][2][3]

NBA-ში მძიმე ფორვარდების სიმაღლე ძირითადად 2,03–2,13 მ შუალედში მერყეობს ხოლო WNBA-ში მათი სიმაღლე 1,85–1,93 მ-ია. ზოგიერთი მძიმე ფორვარდი ხშირად ცენტრის პოზიციაზე თამაშობს და ამის უნარებიც გააჩნია, თუმცა მათ ხშირად ცენტრისთვის აუცილებელი სიმაღლე აკლიათ.

ნეისმიტის მემორიალური საკალათბურთო დიდების დარბაზში მრავალი ფორვარდია ფორვარდია შესული; მათ შორის არიან: კარლ მელოუნი, დენის კარი, დოლფ შეიესი, კევინ მაკჰეილი, ჩარლზ ბარკლი, ელვინ ხეიზი, ბობ პეტიტი, დენის როდმანი, კატრინა მაკლეინი.

სქოლიო რედაქტირება

  1. ESPN.com's Greatest Power Forwards. ESPN. ESPN Internet Ventures (June 2, 2005). ციტირების თარიღი: June 17, 2007.
  2. Rosen, Charley. (July 18, 2005) Best all-time power forwards. Fox Sports. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 19, 2005. ციტირების თარიღი: January 31, 2008.
  3. DuPree, David. (June 7, 2007) Tim Duncan: Best power forward ever?. USA Today. Gannett Company. ციტირების თარიღი: June 17, 2007.
  4. NBA.com - Players and Positions.