მცირე ჩვამა (ლათ. Microcarbo pygmaeus) — ფრინველი ჩვამასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 46–51 სმ, ფრთის შლილი 85–90 სმ. გამრავლების დროს ტანი და ფრთები ელვარე შავია, ყავისფერი თავი და კისერი კი თეთრადაა დაწინწკლული. ახალგაზრდა ფრინველი ზრდასრულისგან გამოირჩევა მოთეთრო მუცლითა და ღია ყავისფერი მკერდით. ზამთარში წინწკლები ქრება და ყელი თეთრ შეფერილობას იღებს. ფრენის სილუეტი ხასიათდება პროპორციულად მოკლე კისრითა და თავით და გრძელი კუდით. დიდ ჩვამასთან შედარებით, ფრთებს უფრო ხშირად იქნევს. ბინადრობს მრავალგვარი ტიპის წყალსატევში. მრავლდება კოლონიურად. შეტანილია საერთაშორისო წითელ ნუსხაში. საქართველოში მობინადრეა.

მცირე ჩვამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Microcarbo pygmeus (Pallas, 1773)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696734
გავრცელება

  მხოლოდ ბუდობა
  მუდმივი არეალი
  მიგრაციის რაიონები
  შემთხვევითი გადაფრენები

ლიტერატურა რედაქტირება