მუჰამედ VI ბენ ალ-ჰასანი (არაბ. الملك محمد السادس للمغرب, დ. 21 აგვისტო 1963, რაბატი) — მაროკოს მეფე 1999 წლიდან.

მუჰამედ VI
الملك محمد السادس للمغرب‎‎
მაროკოს მე-3 მეფე
მმართ. დასაწყისი: 23 ივლისი, 1999
წინამორბედი: ჰასან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 აგვისტო, 1963
დაბ. ადგილი: რაბატი
მეუღლე: ლალა სალმა
შვილები: მულაი ჰასანი,
ლალა ჰადიჯა
დინასტია: ალაუიტები
მამა: ჰასან II
დედა: ლალა ლატიფა ჰამუ

დაიბადა ალაუიტების დინასტიის მეფე ჰასან II-ისა და ცნობილი ბერბერული ტომის წარმომადგენლის ლალა ლატიფა ჰამუს ოჯახში. 1999 წლის 23 ივლისამდე იყო პრინცი, ხოლო მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გახდა მაროკოს 23-ე მონარქი (მე-3 მეფე) ალაუიტების დინასტიიდან, რომელიც მაროკოს მართავს 1666 წლიდან.

მუჰამედ VI-ს ჰყავს მეუღლე ლალა სალმა და ორი შვილი: ტახტის მემკვიდრე მულაი ჰასანი, რომელიც დაიბადა 2003 წელს და 2007 წელს დაბადებული ლალა ჰადიჯა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება