მუჰამედ I (არაბ. محمد بن نصر; დ. დაახლ. 1194, არხონა, ხაენის პროვინცია — გ. 22 იანვარი, 1273, გუადისი, ალ-ანდალუსია) — გრანადის ამირა 1232–1273 წლებში.

მუჰამედ I
محمد بن نصر‎‎

ნასრიდების გერბი
გრანადის საამიროს 1-ლი ამირა
მმართ. დასაწყისი: 1232
მმართ. დასასრული: 1273
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: მუჰამედ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1194
დაბ. ადგილი: არხონა
გარდ. თარიღი: 22 იანვარი, 1273
გარდ. ადგილი: გუადისი
შვილები: მუჰამედ II
დინასტია: ნასრიდები
მამა: იუსუფ იბნ ნასრი
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

1212 წელს ლას-ნავას-დე-ტოლოსის ბრძოლაში კასტილიელების მიერ ალმოჰადების დამარცხების შემდეგ, მათი გავლენა მუსულმანურ ესპანეთში (ალ-ანდალუსია) მნიშვნელოვნად შესუსტდა. საბოლოოდ მათ ხელისუფლება დაკარგეს მურსიაში იბნ ჰუდას აჯანყების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ იბნ ჰუდამ დაიპყრო ალ-ანდალუსიის თითქმის მთელი ტერიტორია, მან ვერ შეძლო კასტილიისა და ლეონის სამეფოზე თავდასხმა. ამ ამბებთან კავშირში 1232 წელს ხაენის მახლობლად ნასრიდების დინასტიის წარმომადგენელმა, მუჰამედ იბნ ნასრმა ამბოხება დაიწყო და თავი ამირად გამოაცხადა მუჰამედ I-ის სახელით. 1237 წელს იპყრობს გრანადას და მას ქვეყნის დედაქალაქად აცხადებს. მოგვიანებით, 1245 წელს კასტილიის გვირგვინმა გრანადის საამირო ცნო და იგი გახდა ერთადერთი მუსულმანური სახელმწიფო პირენეს ნახევარკუნძულზე.

მუჰამედ I-ის მმართველობის პერიოდში გრანადის ეკონომიკა სწრაფად განვითარდა. მკვეთრად გაიზარდა საამიროს მოსახლეობა, ქრისტიანული ქვეყნებიდან მუსულმანების გადმოსახლებული მუსულმანების ხარჯზე. მუჰამედმა დაიწყო ალჰამბრის რესტავრაცია და მისი ამირას რეზიდენციად გადაქცევა.

1273 წელს მის წინააღმდეგ აჯანყდა რამდენიმე პროვინცია. მუჰამედ I-მა მათ წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყო. გრანადასთან ახლოს ხელში ჩაუვარდა ჩასაფრებულებს და მოკლეს. მუჰამედ I-ის მემკვიდრე გახდა მისი შვილი მუჰამედ II (1273-1303 წწ.).

ლიტერატურა რედაქტირება

  • Thomas Freller: Granada. Königreich zwischen Orient und Okzident. Jan Thorbecke Verlag, Ostfildern 2009, ISBN 978-3-7995-0825-4.
  • Ulrich Haarmann: Geschichte der Arabischen Welt. C.H. Beck, München 2001, ISBN 3-406-38113-8.