მუტაგენები (მუტაციიდან და ძვ. ბერძნ. γεννάω-დან — ვბადებ) — ქიმიური და ფიზიკური ფაქტორები, რომლებიც იწვევენ მემკვიდრულ ცვლილებებს — მუტაციებს. პირველად ხელოვნური მუტაციები 1925 წელს მიიღეს გეორგი ნადსონმა და გერმან ფილიპოვმა საფუარებში, რადიუმის რადიოაქტიური გამოსხივების მოქმედებით; 1927 წელს გერმან მელერმა რენტგენული გამოსხივების მოქმედებით მიიღო მუტაცია დროზოფილებში. ქიმიური ნივთიერებების (დროზოფილებზე იოდის მოქმედება) მიერ მუტაციების გამოწვევის თვისება აღმოაჩინა იოზეფ რაპოპორტმა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება