მუსტაფა III (ოსმ. مصطفى ثالث‎ — Mustafâ-i sâlis , თურქ. Üçüncü Mustafa) ( დ. 28 იანვარი 1717 — გ. 21 იანვარი 1774) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1757-1774 წლებში. სულთან აჰმედ III-ის შვილი. ტახტის მემკვიდრე მისი ძმა აბდულჰამიდ I იყო.

მუსტაფა III
ოსმ. مصطفى ثالث‎ — Mustafâ-i sâlis
ოსმალეთის 26-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1757
მმართ. დასასრული: 1774
წინამორბედი: ოსმან III
მემკვიდრე: აბდულჰამიდ I
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 იანვარი 1717
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 21 იანვარი 1774
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: სელიმ III
შეჰზადე მეჰმედი
შაჰ სულთანი
ფატმა სულთანი
ბექჰან სულთანი
ფატმა სულთანი
ჰიბეთულაჰ სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: აჰმედ III
დედა: ემინე მიჰრიშაჰ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

მუსტაფა III ტახტზე ასვლამდე 27 წლის მანძილზე იზოლირებული იყო თოფქაფის სასახლეში. მისი მმართველობის წლები გამოირჩეოდა ოსმალთათვის წარუმატებელი რუსეთ-ოსმალეთის ომით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1757 წლის დეკემბერში, ხრესილის ბრძოლაში ქართველებმა, სოლომონ l-ის მეთაურობით სასტიკად დაამარცხეს ოსმალები და განდევნეს იმერეთიდან. ხოლო 1768 წელს, საბოლოოდ შეუწყვიტეს მათ ხარკი.

მუსტაფა იყო ენერგიული და წინდახედული პოლიტიკოსი. მას სურდა არმიისა და სახელმწიფო აპარატის განახლება, რათა შეემცირებინა სხვაობა ოსმალეთის იმპერიის და ევროპის ძლიერ სახელმწიფოებს (მათ შორის რუსეთს) შორის.

 
მუსტაფა III მის სამეფო მანტიაში

ამის მიუხედავად მის მმართველობაში გაგრძელდა იმპერიის შესუსტება, რომელიც ასი წლის წინ იყო დაწყებული. მოდერნიზების მცდელობა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ეს ვარდნა. ნებისმიერი რეფორმა თუ გეგმა , შეეცვალათ ადმინისტრაციული სტატუს-კვო იწვევდა კონსერვატულად განწყობილი იანიჩარების და იმამთა დიდ წინააღმდეგობას. მუსტაფა III იძულებული გახდა მხარი დაეჭირა დასავლელი მრჩეველებისთვის, რათა არმიაში გაეტარებინა ფეხოსანთა და არტილერისტთა ნაწილების რეფორმა. ამის პარალელურად სულთნმა ბრძაენბა გასცა დაეარსებინათ მათემატიკის, ზღვაოსნობის და მეცნიერების აკადემია.

მუსტაფა უფრთხოდა ომს, რადგან კარგად ჰქონდა გააზრებული თავისი სამხედრო ძალების სისუსტე. თუმცა რუსეთის კომპანიამ პოლონეთში და ასევე საფრანგეთის დიპლომატიურმა გავლენამ მუსტაფა იძულებული გახადა გამოეცხადებინა რუსეთისთვის ომი, რომელშიც სასტიკად დამარცხდა.

მუსტაფა III-ს ჰყავდა ორი ვაჟი — სელიმ III და მეჰმედი და ხუთი ქალიშვილი.

1774 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ოსმალეთის საიმპერატორო ტახტზე ავიდა მისი ძმა, აბდულჰამიდ I.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება