მურმან ჯინორია (დ. 21 თებერვალი, 1947, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1998), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

მურმან ჯინორია

მურმან ჯინორია და ზურა ინგოროყვა სპექტაკლში „12 განრისხებული მამაკაცი“, რუსთაველის თეატრი, 2018
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1947 (1947-02-21) (77 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1975 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო კინომსახიობთა თეატრში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1983 წლიდან. აღსანიშნავია როლები: ბ-ნი ნოე („დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“), მარლის სული („საშობაო სიზმარი“), კენტი („მეფე ლირი“), ვიქტორი („ირინეს ბედნიერება“), აბესალომი („იქ, სადაც ღვარად მოედინება“), თომა („ნახვის დღე“), მესამე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“). 1995 წლიდან არის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების პედაგოგი. 1996 წლიდან ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრის მსახიობი.

მურმან ჯინორია მხატვრული კითხვის ოსტატია. რუსთაველის თეატრში მისი ავტორობითა და შესრულებით განხორციელდა ლიტერატურული კომპოზიციები: „ბედისწერა გვიხსნის მარად“ და „ქარი მწყურია მე პირდაპირი“; ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის თეატრში: ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სპექტაკლი „… და სიმღერით ვკვდები“, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები მიხედვით „ზღვა ძალიან ღელავს“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტისა“ და სონეტების მიხედვით „დროთა კავშირი დაირღვა“, დიმიტრი გულიას ლექსების მიხედვით „მე იალქანი უნდა გავშალო“, ამავე თეატრში განასახიერა ლეონარდო სპექტაკლში „დედა დედოფალი“.

ნათამაშები როლები რედაქტირება

რუსთაველის თეატრი რედაქტირება

კინომსახიობთა თეატრი რედაქტირება

ფილმოგრაფია რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)