მურად I ხუდავენკიარი (ღვთის სადარი) (ოსმ. مراد اول - Murâd-ı evvel, თურქ. Birinci Murat; დ. 29 ივნისი, 1326 — გ. 15 ივნისი, 1389) — ოსმალეთის სულთანი 1362–1389 წლებში, ორჰანის მეორე ვაჟი ბიზანტიის დედოფლისგან.

მურად I
مراد اول
ოსმალეთის მე-3 სულთანი
მმართ. დასაწყისი: მარტი, 1362
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1389
წინამორბედი: ორჰან I
მემკვიდრე: ბაიაზიდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ივნისი, 1326
დაბ. ადგილი: ამასია
გარდ. თარიღი: 15 ივნისი, 1389
გარდ. ადგილი: კოსოვო
მეუღლე: გიულჩიჩექ ხათუნი
თამარა ხათუნი
ფაშა მელექ ხათუნი
მარია ხათუნი
შვილები: იაქუბი
ბაიაზიდ I
სავჯი ბეი
იბრაჰიმ ბეი
იაჰში ბეი
ჰალილ ბეი
ნეფისე ხათუნი
სულთან ხათუნი
დინასტია: ოსმანები
მამა: ორჰან I
დედა: ნილიუფერ ხათუნი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

1362 წელს დაიპყრო მთელი თრაკია, 1365 წელს სახელმწიფოს დედაქალაქად ადრიანოპოლისი გახადა და დააარსა იანიჩართა კორპუსი. სერბები, ვლახები და ბულგარები საკუთარი ნებით გახდნენ მისი ვასალები. 1383 წელს მიიღო სულთნის ტიტული. ალე-ბეგ კონიელზე 1386 წელს გამარჯვებით მისი მმართველობის ქვეშ მოექცა მთელი მცირე აზია. კოსოვოს ველზე დაამარცხა სერბების, ალბანელებისა და ვლახების გაერთიანებული არმია, თუმცა დაიღუპა მილოშ ობილიჩის ხელით, რომელიც მალულად შეიპარა მის კარავში. გარდაცვალების შემდეგ ის ოსმალთა ტახტზე შეცვალა მისმა ვაჟმა ბაიეზიდმა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Harris, Jonathan, The End of Byzantium. New Haven and London: Yale University Press, 2010. ISBN 978-0-300-11786-8
  • Imber, Colin, The Ottoman Empire. London: Palgrave/Macmillan, 2002. ISBN 0-333-61387-2