მუნიციპალური სტადიონი (ვროცლავი)

ვროცლავის მუნიციპალური სტადიონი (პოლ. Stadion Miejski we Wrocławiu) — საფეხბურთო სტადიონი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში. აშენდა 2009-2011 წლებში სპეციალურად ევრო 2012-სთვის. არის ვროცლავის „შლიონსკის“ საშინაო მოედანი. იტევს 42,771 მაყურებელს და სიდიდით მესამე სტადიონია პოლონეთში (ვარშავის ეროვნულისა და სილეზიის სტადიონების შემდეგ).

მუნიციპალური სტადიონი
მდებარეობა ვროცლავი, პოლონეთი
აშენდა 2009-2011
გაიხსნა 10 სექტემბერი, 2011
კონსტრუქციის ღირებულება 729,7 მილიონი ზლ.
ტევადობა 42,771[1]
გუნდები
„შლიონსკი“ ვროცლავი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება