მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014: ფინალი

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014: ფინალიმუნდიალი 2014-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 13 ივლისს. გერმანიამ დაამარცხა არგენტინა 1-0. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა მარიო გეცემ, დამატებით დროში. გეცემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, მიიღო ასევე შეცვლაზე შესული შურლეს პასი მარცხენა ფლანგიდან, მიიღო მკერდზე და მარცხენა ფეხით გაიტანა გოლი.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014
ტურნირი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014
დ.დ
თარიღი 13 ივლისი 2014
არენა მარაკანა, რიო დე ჟანეირო
საუკეთესო ფეხბურთელი მარიო გეცე გერმანიის დროშა
მსაჯი ნიკოლა რიცოლი (იტალია)
დასწრება 74 738
ამინდი ნაწილობრივ მოღრუბლული
ტენიანობა 65%
2010
2018
The final at the Maracanã

გერმანია ფინალში ასპარეზობდა მერვეჯერ, ხოლო არგენტინა მეხუთეჯერ. გერმანიას ჰქონდა ჩემპიონის სამი ტიტული, ხოლო არგენტინას — ორი. ეს იყო მესამე ფინალი, რომელიც არგენტინა-გერმანიას შორის გათამაშდა. მატჩი მონათლული იყო მსოფლიოს როგორც საუკეთესო ფეხბურთელისა (მესი) და საუკეთესო გუნდის (გერმანია) დაპირსპირება.[1][2]

გერმანიამ მეოთხედ მოიგო ჩემპიონატი, რითაც დაეწია იტალიას. ამასთან ეს იყო გერმანიის პირველი ტიტული გაერთიანების (1990) შემდეგ და ასევე პირველი შემთხვევა, როცა ევროპულმა გუნდმა მოიგო ჩემპიონატი ამერიკაში.

წინა შეხვედრები რედაქტირება

ამ ორ გუნდს შორის აქამდე 20 შეხვედრა იყო გამართული, აქედან 9 მოიგო არგენტინამ, 6 გერმანიამ და 5 დასრულდა ფრედ. გუნდები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო შემპიონატზე, ხოლო ორჯერ ფინალში. ერთი ფინალი არგენტინას ჰქონდა მოგებული, ერთი კი გერმანიას. ეს შეხვედრა იყო ზედიზედ მესამე შეხვედრა ამ გუნდებისა მსოფლიო თასებზე. გერმანია და არგენტინა ერთმანეთს შეხვდნენ 2006 და 2010 წლებშიც, ორივეჯერ მეოთხედინალურ ეტაპზე და ორივეჯერ გერმანიამ მოიგო.

წინა მატჩები მსოფლიო ჩემპიონატზე
  • მუნდიალი 1958, ჯგუფი 1, გერმანიამ დაამარცხა არგენტინა 3–1.
  • მუნდიალი 1966,ჯგუფი 2, მატჩი დასრულდა ფრედ, 0-0. მატჩი გამოირჩეოდა არგენტინელთა უხეშობით გერმანელების წინააღმდეგ.
  • მუნდიალი 1986, ფინალი, მარადონას არგენტინამ მოუგო გერმანიას 3–2 და მოიგო მეორე და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული.
  • მუნდიალი 1990, ფინალი, გუნდები ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს მუნდიალის ფინალში. ამჯერად გერმანიამ მოიგო არგენტინა 1–0 და მესამედ მოიპოვა ტიტული. ამ თამაშში მსაჯმა ორი არგენტინელი გააძევა და გერმანიის სასარგებლოდ დანიშნა საეჭვო პენალტი, რომლიდანაც იქნა ერთადერთი გოლი გატანილი.
  • მუნდიალი 2006, მეოთხედფინალი, მატჩი 1-1 დასრულდა, პენალტების სერიაში 4-2 მოიგო გერმანიამ.
  • მუნდიალი 2010, მეოთხედფინალი, გერმანიამ დაამარცხა მარადონას გაწვრთნილი არგენტინა 4-0

ფეხბურთელები რედაქტირება

ფეხბურთელები, რომლებიც ამ ორი გუნდის წინა შეხვედრებში მონაწილეობდნენ:

2006
2010

კლოზემ გაიტანა ერთი 2006 და ორი 2010 წელს, ხოლო მიულერმა გაიტანა პირველი გოლი 2010 წლის მატჩში. იოახიმ ლევი იყო მწვრთნელის ასისტენტი 2006 წელს და მთავარი მწვრთნელი 2010 და 2014 წლებში.

გზა ფინალამდე რედაქტირება

გერმანია რაუნდი არგენტინა
ოპონენტი შედეგი ჯგუფური ეტაპი ოპონენტი შედეგი
  პორტუგალია 4–0 1-ლი ტური   ბოსნია და ჰერცეგოვინა 2–1
  განა 2–2 მე-2 ტური   ირანი 1–0
  აშშ 1–0 მე-3 ტური   ნიგერია 3–2
ჯგუფი G-ის გამარჯვებული
გუნდი გატ გაშ სხვ
  გერმანია 3 2 1 0 7 2 +5 7
  აშშ 3 1 1 1 4 4 0 4
  პორტუგალია 3 1 1 1 4 7 −3 4
  განა 3 0 1 2 4 6 −2 1
ცხრილი ჯგუფი F-ის გამარჯვებული
გუნდი გატ გაშ სხვ
  არგენტინა 3 3 0 0 6 3 +3 9
  ნიგერია 3 1 1 1 3 3 0 4
  ბოსნია და ჰერცეგოვინა 3 1 0 2 4 4 0 3
  ირანი 3 0 1 2 1 4 −3 1
ოპონენტი შედეგი პლეი-ოფი ოპონენტი შედეგი
  ალჟირი 2–1 (დ.დ.) მერვედფინალი   შვეიცარია 1–0 (დ.დ.)
  საფრანგეთი 1–0 მეოთხედფინალი   ბელგია 1–0
  ბრაზილია 7–1 ნახევარფინალი   ნიდერლანდები 0–0 (დ.დ.) (4–2 პენ.)

მატჩის ბურთი რედაქტირება

მატჩის ბურთი იყო Adidas Brazuca Final Rio, რომელიც ტექნიკურად იგივე იყო, როგორიც ტურნირის ბურთი Adidas Brazuca, მხოლოდ განსხვავებული სახელითა და ფერთა დიზაინით.

მსაჯები რედაქტირება

მატჩის მთავარი მსაჯი იყო იტალიელი ნიკოლა რიცოლი. მან ამავე ჩემპიონატზე განსაჯა ესპანეთი-ნიდერლანდების, ნიგერია-არგენტინის და არგენტინა-ბელგიის მატჩები. რიცოლი იყო ასევე მსაჯი 2010 წელს ევროპა ლიგის, ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალებში. რიცოლი მესამე იტალიელი მსაჯია, რომელმაც მუნდიალის ფინალში იმსაჯა სერჯო გონელას (1978) და პიერლუიჯი კოლინას (2002) შემდეგ.

მატჩი რედაქტირება

 
გეცეს გააქვს გამარჯვების გოლი

ორივე გუნდმა მატჩი დაიწყო იმავე შემადგენლობით, რომლითაც ნახევარფინალებში ითამაშეს. ეად სასტარტო შემადგენლობაში იყო კრისტოფ კრამერი. მაგრამ კრამერი დაშავდა პირველი ტაიმში და ის შურლემ შეცვალა.

არგენტინელ გონსალო იგუაინს ჰქონდა გოლის გატანის შანსი პირველივე ტაიმში. მან ბურთი ტონი კროოსის შეცდომის გამო მიიღო, მაგრამ კარს ააცილა. იგუაინმა მაინც გაიტანა გოლი, მაგრამ თამაშგარეს წესის გამო ის არ ჩაითვალა. პირველი ტაიმის ბოლოს გატანა შეეძლო გერმანელ მცველ ჰოვედესს, რომლის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმის დასაწყისში თავისი შანსი გააცუდა ლიონელ მესიმ. დამატებით დროში კიდევ ერთ არგენტინელ თავდამსხმელს, როდრიგო პალასიოს შეეძლო გაეტანა, მაგრამ მანაც ააცილა. დამატებითი დროის დასაწყისში საგოლე შანსი ჰქონდა შურლესაც. 113-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა გეცემ გაიტანა. მან შურლეს პასი მიიღო და მარცხენა ფეხით გაიტანა გოლი. ის გახდა შეცვლაზე შესული პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონატის გამარჯვების გოლი გაიტანა. დამატებითი დროის მიწურულს მესის ჰქონდა შანსი, გაეტანა საჯარიმო დარტყმიდან, მაგრამ მან ბურთი ხარიხას მოარტყა.

დეტალები რედაქტირება

13 ივლისი 2014
16:00 UTC−3
გერმანია   1–0
(დ.დ.)
  არგენტინა მარაკანა, რიო დე ჟანეირო
მაყურებელი: 74 738
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
გეცე   113' ანგარიში
 
 
 
 
 
 
 
 
 
გერმანია
 
 
 
 
 
 
 
 
 
არგენტინა
GK 1 მანუელ ნოიერი
RB 16 ფილიპ ლამი  
CB 20 ჟერომ ბოატენგი
CB 5 მატს ჰუმელსი
LB 4 ბენედიქტ ჰოვედესი   34'
CM 23 კრისტოფ კრამერი   31'
CM 7 ბასტიან შვაინშტაიგერი   29'
CM 18 ტონი კროოსი
RW 13 თომას მიულერი
LW 8 მესუთ ოზილი   120'
CF 11 მიროსლავ კლოზე   88'
შეცვლები:
DF 2 კევინ გროსკროიცი
DF 3 მათიას გინტერი
FW 9 ანდრე შურლე   31'
FW 10 ლუკას პოდოლსკი
GK 12 რონ-რობერტ ცილერი
MF 14 იულიან დრაქსლერი
DF 15 ერიკ დურმი
DF 17 პერ მერტეზაკერი   120'
MF 19 მარიო გეცე   88'
GK 22 რომან ვაიდენფელერი
MF 6 სამი ხედირა (დაშავებული)
DF 21 შხოდრან მუსტაფი (დაშავებული)
მწვრთნელი:
იოახიმ ლევი
 
GK 1 სერხიო რომერო
RB 4 პაბლო საბალეტა
CB 15 მარტინ დემიკელისი
CB 2 ესეკიელ გარაი
LB 16 მარკოს როხო
CM 14 ხავიერ მასკერანო   64'
CM 6 ლუკას ბილია
RW 8 ენცო პერესი   86'
LW 22 ესეკიელ ლავესი   46'
SS 10 ლიონელ მესი  
CF 9 გონსალო იგუაინი   78'
შეცვლები:
DF 3 უგო კამპანიარო
MF 5 ფერნანდო გაგო   86'
MF 7 ანხელ დი მარია (დაშავებული)
MF 11 მაქსი როდრიგესი
GK 12 აგუსტინ ორიონი
MF 13 აუგუსტო ფერნანდესი
DF 17 ფედერიკო ფერნანდესი
FW 18 როდრიგო პალასიო   78'
MF 19 რიკარდო ალვარესი
FW 20 სერხიო აგუერო   65'   46'
GK 21 მარიანო ანდუხარი
DF 23 ხოსე მარია ბასანტა
მწვრთნელი:
ალეხანდრო საბელა

საუკეთესო მოთამაშე:
მარიო გეცე (გერმანია)

მთავარი მსაჯი:
ნიკოლა რიცოლი (იტალია)

თანამსაჯები:
რენატო ფავერანი (იტალია)
ანდრეა სტეფანი (იტალია)
მეოთხე მსაჯი:
კარლოს ვერა (ეკვადორი)
მეხუთე მსაჯი:
კრისტიან ლესკანო (ეკვადორი)

სტატისტიკა რედაქტირება

გერმანია არგენტინა
გოლი 1 0
დარტყმა 10 10
დარტყმა კარში 7 2
ბურთის ფლობა 60% 40%
კუთხურები 5 3
ჯარიმა 20 16
თამაშგარეები 3 2
სეივი 2 6
ყვითელი ბარათები 2 2
წითელი ბარათები 0 0


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
 
გერმანია
მეოთხე წოდება

რეაქცია ბრაზილიაში რედაქტირება

არგენტინელებისა და ბრაზილიელების საფეხბურთო დაპირისპირების გამო, ადგილობრივები ფინალში გერმანიას გულშემატკივრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ნახევარფინალში ბრაზილია 7-1 დაამარცხა. ამასთან, გერმენელები ღირსეულად შეხვდნენ მასპინძლების დამარცხებას, ხოლო არგენტინის ფანებმა სიხარულით აღნიშნეს ბრაზილიის გავარდნა. ბრაზილიელ გულშემატკივრებს განსაკუთრებით უხაროდათ, რომ მათ მშობლიურ ქვეყანაში და მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტადიონ მარაკანაზე არგენტინამ ვერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება[3][4][5]

სქოლიო რედაქტირება

  1. [1]
  2. "The World Cup Final: The Best Team vs. the Best Player". Wall Street Journal. 15 ივლისი 2014
  3. Young, James (13 ივლისი 2014). „Brazil falls short, but its World Cup provides unforgettable theater“. Sports Illustrated.
  4. Brunner, Cody (13 ივლისი 2014). „Argentina's World Cup final loss to Germany gives Brazil something to cheer about“. Yahoo.
  5. „Brazilians Go Back to Real Life“. The New York Times. 13 ივლისი 2014.