მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002: ფინალი

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002-ის ფინალი გაიმართა 2002 წლის 30 ივნისს, იოკოჰამაში, საერთაშორისო სტადიონზე. ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა გერმანიის ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 2-0. ორივე გოლი გაიტანა ტურნირის ბომბარდირმა რონალდომ, რითაც მან ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის მეხუთე ტიტული მოუპოვა. ეს ამ გუნდების პირველი მატჩი იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002
ტურნირი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002
თარიღი 30 ივნისი 2002
არენა საერთაშორისო სტადიონი, იოკოჰამა
საუკეთესო ფეხბურთელი რონალდო ბრაზილიის დროშა
მსაჯი პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
დასწრება 69,029
1998
2006

ბრაზილიამ მოიგო ჩემპიონატის შვიდივე მატჩი დამატებითი დროსა და პენალტების სერიის გარეშე, რაც მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია. გერმანიამ წააგო მეოთხე ფინალური მატჩი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, ეს მატჩი იყო ზედიზედ მესამე ფინალი ბრაზილიელი კაფუსთვის, რომელმაც ითამაშა 1994 წლისა და 1998 წლის ფინალებში, რაც მსოფლიო რეკორდია.

გზა ფინალამდე რედაქტირება

ორივე გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა საკუთარ ჯგუფებში. გერმანიამ მშრალად მოიგო პლეი-ოფის ეტაპი, ბრაზილია კი ამ ეტაპზე გაუშვა მხოლოდ ერთი გოლი ინგლისისგან.

გერმანია რედაქტირება

ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიას დააკლდა რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო. მათ შორის იყო გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი სებასტიან დაისლერი, რომელმაც ავსტრიასთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო მუხლის ტრავმა. [1] ამავე მიზეზით დააკლდნენ ნაკრებს მველები იენს ნოვოტნი, კრისტიან ვერნსი და ნახევარმცველი მეჰმეთ შოლი.[1]

გერმანია მოხვდა ჯგუფში ირლანდიის ნაკრებთან და დაბალრეიტინგიან საუდის არაბეთის და კამერუნის ნაკრებებთან.[2] გერმანია არ მოიაზრებოდა ტურნირის ფავორიტებს შორის ევრო 2000-ს ჩაგდების შემდეგ.

გუნდი



გტ
გშ
+/-

  გერმანია 3 2 1 0 11 1 +10 7
  ირლანდია 3 1 2 0 5 2 +3 5
  კამერუნი 3 1 1 1 2 3 −1 4
  საუდის არაბეთი 3 0 0 3 0 12 −12 0

გერმანიამ მოიგო პირველივე მატჩი საუდის არაბეთის წინააღმდეგ 8-0. მიროსლავ კლოზემ შეასრულა ჰეტ-თრიკი. გერმენელთაგან ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი.[3] მეორე მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ გერმანია იგებდა 1-0-ს მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ირლანდიელმა რობი კინმა გაათანაბრა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე.[4]გერმანიას სჭირდებოდა გამარჯვება მესამე მატჩში ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. გერმანიამ მარტივად მოიგო 2-0 და კლოზემ გაიტანა მეხუთე გოლი ტურნირზე.[5] გერმანიამ დაიკავა პირველი ადგილი 7 ქულით[2]

მერვედფინალში გერმანია შეხვდა პარაგვაის ნაკრებს, რომელიც გავიდა მეორე ადგილზე B ჯგუფში. მატჩის ერთადერთი გოლი გაიატანა ოლივერ ნოივილმა 88-ე წუთზე.[6] მეოთხედფინალში გერმანია შეხვდა აშშ-ის ნაკრებს. მატჩის ერთადერთო გოლი 38-ე წუთზე გაიტანა მიხაელ ბალაკმა[7] ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდა ტურნირის თანამასპინძელი სამხრეთ კორეის ნაკრები. მატჩის 71-ე წუთზე ბალაკმა მიიღო ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია შემდეგ მატჩში.[8] ოთხი წუთის შემდეგ მანვე გაიატანა გამარჯვების გოლი და გერმანია გავიდა ფინალში.[8]

ბრაზილია რედაქტირება

წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ მიაღწია ფინალამდე, მაგრამ დამარცხდა საფრანგეთის ნაკრებთან 0-3. 2002 წლის ჩემპიონატზე გუნდს უკვე ახალი მწვრთნელი ჰყავდა ლუიშ ფელიპე სკოლარის სახით. სკოლარი ნაკრებს უფრო აგრესიული სტილით ათამაშებდა, რაც განსხვავდებოდა ბრაზილიის ნაკრების წინა წლების დახვეწილი სტილისგან. ნახევარმცველმა ჟუნინიო პაულისტამ ჩემპიონატის დაწყებამდე ინტერვიუში განაცხადა რომ გუნდიცა და გულშემატკივარიც პესიმისტურად იყო განწყობილი მომავალი ჩემპიონატის მიმართ.[9]

გუნდი



გტ
გშ
+/-

  ბრაზილია 3 3 0 0 11 3 +8 9
  თურქეთი 3 1 1 1 5 3 +2 4
  კოსტა-რიკა 3 1 1 1 5 6 −1 4
  ჩილე 3 0 0 3 0 9 −9 0

ბრაზილიამ პირველივე მატჩში თურქეთის ნაკრებთან პირველმა გაუშვა გოლი. პირველი ტაიმი თურქეთმა ჰასან შაშის გოლით მოიგო.[10]რონალდომ გაათანაბრა 50-ე წუთზე. 86-ე წუთზე საჯარი მო მოედანში ლუიზაოს წაქცევისთვის ალფაი ოზალანი გააძევეს, ხოლო რივალდომ გაიტანა პენალტი.[10] ბრაზილიამ გაცილებით მარტივად მოიგო მეორე მატჩი ჩინეთის წინააღმდეგ 4-0. გოლები გაიტანეს რობერტო კარლოსმა, რივალდომ, რონალდინიომ და რონალდომ. ამათგან სამი გოლი პირველივე ტაიმში გავიდა.[11] ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბრაზილიამ 5-2 დაამარცხა კოსტა-რიკა. რონალდომ გაიტანა დუბლი.[12] ბრაზილიამ დაიკავა პირველი ადგილი 9 ქულით და 11 გატანილი გოლით.

მერვეფინალში ბრაზილია შეხვდა H ჯგუფის მეორეადგილოსან ბელგიას და დაამარცხა ის 2-0. გოლები გაიტანეს რივალდომ 67-ე და რონალდომ 87-ე წუთებზე.[12] მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ ბრაზილიამ მიიღო ადრეული გოლი მაიკლ ოუენისგან 23-ე წუთზე.[13] რივალდომ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი რონალდინიომ დააწინაურა ბრაზილია. მანვე გოლიდან შვიდ წუთში მიიღო წითელი ბარათი. ბრაზილიამ მოახერხა ანგარიშის შენარჩუნება. ნახევარფინალში ბრაზილიის მეტოქე კვლავ თურქეთი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისშივე რონალდომ გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი.

დეტალები რედაქტირება

30 ივნისი 2002
20:00
გერმანია   0–2   ბრაზილია საერთაშორისო სტადიონი, იოკოჰამა
მაყურებელი: 69,029
მსაჯი: პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
მატჩის ანგარიში – გერმანია–ბრაზილია რონალდო   67'79'
 
 
 
 
 
 
 
 
გერმანია
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბრაზილია
GK 1 ოლივერ კანი  
CB 2 თომას ლინკე
CB 5 კარსტენ რამელოვი
CB 21 კრისტოფ მეცელდერი
RM 22 ტორსტენ ფრინგსი
CM 8 დიტმარ ჰამანი
CM 16 იენს იერემისი   77'
LM 17 მარკო ბოდე   84'
AM 19 ბერნდ შნაიდერი
CF 11 მიროსლავ კლოზე   9'   74'
CF 7 ოლივერ ნოივილი
Substitutes:
FW 20 ოლივერ ბირჰოფი   74'
FW 14 ჯერალდ ასამოა   77'
MF 6 კრისტიან ციგე   84'
მწვრთნელი:
რუდი ფიოლერი
 MarcosLúcioEdmílsonRoque JúniorGilberto SilvaკაფუKlébersonRoberto CarlosRonaldinhoRivaldoRonaldoOliver NeuvilleMiroslav KloseBernd SchneiderMarco BodeJens JeremiesDietmar HamannTorsten FringsChristoph MetzelderCarsten RamelowThomas LinkeOliver Kahn
GK 1 მარკოსი
CB 3 ლუსიო
CB 5 ედმილსონი
CB 4 როკე ჟუნიორი   6'
RM 2 კაფუ  
CM 8 ჟილბერტო სილვა
CM 15 კლებერსონი
LM 6 რობერტო კარლოსი
AM 11 რონალდინიო   85'
CF 10 რივალდო
CF 9 რონალდო   90'
Substitutes:
MF 19 ჟუნინიო   85'
MF 17 დენილსონი   90'
მწვრთნელი:
ლუიშ ფელიპე სკოლარი

მატჩის საუკეთესო მოთამაშე:
რონალდო (ბრაზილია)

დამხმარე მსაჯები:
ლეიფ ლუნდბერგი (შვედეთი)
ფილიპ შარპი (ინგლისი)
მეოთხე მსაჯი:
ჰიუ დალასი (შოტლანდია)

წესები

  • 90 წუთი
  • 30 წუთი დამატებითი დრო ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში
  • პენალტების სერია დამატებითი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში
  • თორმეტი სათადარიგო მოთამაშე
  • მაქსიმუმ სამი შეცვლა

სტატისტიკა რედაქტირება

საერთო[14]
სტატისტიკა გერმანია ბრაზილია
გოლი 0 2
დარტყმა 12 9
დარტყმა კარში 4 7
ბურთის ფლობა 56% 44%
კუთხური 13 3
ჯარიმა 21 19
თამაშგარე 1 0
ყვითელი ბარათი 1 1
მეორე ყვითელი ბარათი 0 0
წითელი ბარათი 0 0


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
 
ბრაზილია
მეხუთე წოდება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „Germany's Deisler ruled out of Cup“. Sports Illustrated. 20 May 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  2. 2.0 2.1 2002 FIFA World Cup Korea/Japan: Results. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  3. Germany – Saudi Arabia. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2014-07-07.
  4. „Soccer: Keane saves Ireland with last-gasp goal against Germany“. New Zealand Herald. 6 June 2010. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  5. Cameroon – Germany. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  6. „Germany edge out Paraguay“. BBC. 15 June 2002. ციტირების თარიღი: 10 April 2011.
  7. Germany – USA. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2010.
  8. 8.0 8.1 Hughes, Rob (26 June 2002). „Germany shatters Korea's dream“. The New York Times. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  9. „Brazil World Cup Preview“. Sports Illustrated. 27 May 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  10. 10.0 10.1 Brazil – Turkey. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  11. Brazil – China PR. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  12. 12.0 12.1 Costa Rica – Brazil. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  13. England – Brazil. FIFA (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  14. Match report – Germany–Brazil. FIFA.com (30 June 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2002. ციტირების თარიღი: 13 June 2014.