მსოფლიო მემკვიდრეობის ყოფილი ძეგლების სია

მსოფლიო მემკვიდრეობის ყოფილი ძეგლები - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში გაერთიანება წარმოადგენს ფრიად პრესტიჟულ საქმეს [1][2]. ეს არაა მარტო ღირსების საქმე, იგი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლმა შეიძლება დაკარგოს თავისი დანიშნულება, თუკი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ჩათვლის, რომ იგი არაა სათანადოდ დაცული. უპირველეს ყოვლისა კომიტეტი ძეგლს მიანიჭებს საფრთხის ქვეშ მდგარი ძეგლის სტატუსს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებას სიტუაციის გამოსასწორებლად. თუკი კომიტეტის მითითებებს გაითვალისწინებს ხელისუფლება მაშინ იგი ცვლის თავის გადაწყვეტილებას.

ელბის ხეობა, დრეზდენი

ყოფილი ძეგლები რედაქტირება

ომანი 2007 რედაქტირება

2007 წელს ომანის თეთრი ანტილოპების ნაკრძალი გახდა პირველი მსოფლიო მემკვიდეობის ძეგლი, რომელიც ამოიშალა აღნიშნული სიიდან. [3] ნაკრძალი მსოფლიო მემკვიდრეობის სიას შეუერთდა 1994 წელს. ბრაკონიერობამ დიდი ზარალი მიაყენა ნაკრძალს. მოისპო ანტილოპების უმრავლესობა. [4] მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ძეგლის ამოშლის მომენტში მხოლოდ 4 წყვილი ანტილოპა-ღა მოითვლებოდა ნაკრძალის ტერიტორიაზე. [5]

გერმანია 2009 რედაქტირება

2009 წლის 25 ივნისს იუნესკოს კომიტეტმა ხმა მისცა დრეზდენის ელბის ხეობისათვის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ამის მიზეზი გახდა 2007 წელს ვალდშლოსენის ხიდის აშენება, რომელმაც შუაზე გაყო ხეობა.[6] 20 კმ სიგრძის ხეობა იუნესკოს ძეგლების შემადგენლობაში გაწევრიიანდა 2004 წელს. ძეგლის სიიდან ამოღებას წინ უსწრებდა დიდი ბრძოლა დრეზდენის ადგილობრივ ხელისუფლებასა და ხიდის აშენების მოწინააღმდეგეებს შორის.

2009 წელს კომიტეტის სევილიის შეხვედრაზე 14 ხმით 5-ის წინააღმდეგ ძეგლი სიიდან ამოშალეს. [7][8]

ლივერპული 2021 რედაქტირება

იუნესკომ ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. გაეროს კუტურული სააგენტოს ცნობით, ახალი შენობები, მათ შორის სტადიონი ამახინჯებს ქალაქის ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების იერსახეს და მას მსოფლიო ღირებულების მნიშვნელობას უკარგავს.[9][10]

სიიდან ნაწილობრივ ამოღებული ძეგლები რედაქტირება

საქართველო 2017 რედაქტირება

იუნესკომ ბაგრატის ტაძარი ამოიღო მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან 2017 წელს, რადგან თვლიდა რომ რეკონსტრუქცია წარიმართა საზიანოდ და მოხდა ძეგლის ავთენტურობის დარღვევა. ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია 1994 წლიდან, ხოლო 2010 წლიდან საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში აღმოჩნდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შეენარჩუნებინათ გელათის მონასტერი, ხოლო ბაგრატის ტაძარი ამოეღოთ სიიდან[11].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. UNESCO strips Dresden of World Heritage site title. Reuters (2009-06-25).
  2. „Mexico to propose San Luis Potosi as UNESCO World Heritage Site“. Sina.com. 2009-06-18. ციტირების თარიღი: June 25, 2009.
  3. Arabian Oryx Sanctuary: UNESCO World Heritage Centre. UNESCO World Heritage Centre (2009-06-27). ციტირების თარიღი: 2009-06-27.
  4. People's Daily Online.. (June 26, 2009) Germany's Dresden deleted from UNESCO's World Heritage List. ციტირების თარიღი: June 27, 2009.
  5. „UNESCO removes Oman oryx sanctuary from heritage list“. Reuters. June 30, 2007. ციტირების თარიღი: June 25, 2009.
  6. Dresden Elbe Valley: UNESCO World Heritage Centre. UNESCO World Heritage Centre (2009-06-27). ციტირების თარიღი: 2009-06-26.
  7. Connolly K and The Guardian offices.. (June 25, 2009) Bridge takes Dresden off Unesco world heritage list. ციტირების თარიღი: June 27, 2009.
  8. Dresden is deleted from UNESCO's World Heritage List. UNESCO World Heritage Centre (2009-06-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-09. ციტატა: „Dresden is only the second property ever to have been removed from the World Heritage List. The Oman's Arabian Oryx Sanctuary was delisted in 2007.“ ციტირების თარიღი: 2009-06-27.
  9. World Heritage Committee deletes Liverpool - Maritime Mercantile City from UNESCO’s World Heritage List
  10. იუნესკო-მ ქალაქი ლივერპული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო
  11. UNESCO World Heritage Centre (10 July 2017). „Gelati Monastery, Georgia, removed from UNESCO’s List of World Heritage in Danger“. unesco (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 July 2017.