მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ვაჟთა შორის

პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის მცირე (7X7)ხელბურთში 1938 წელს ჩატარდა გერმანიაში. მაშინ მცირე ხელბურთი პოპულარობით აშკარად ჩამორჩებოდა დიდ ხელბურთს და ამიტომაც ტურნირმა სულ ოთხ გუნდს მოუყარა თავი (იმავე წელს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში დიდ ხელბურთში კი 10 გუნდი თამაშობდა). ეს იყო მიზეზი იმისა რომ მეორე ჩემპიონატი მხოლოდ 16 წლის შემდეგ გაიმართა (ამავე პერიოდში ,,დიდმა’’ ხელბურთელებმა ოთხი ჩემპიონატის ჩატარება მოასწრეს).

მერე და მერე მცირე ხელბურთმა მეტი პოპულარობა მოიპოვა და საერთოდაც განდევნა დიდი ხელბურთი სპორტული არენებიდან. 1954 წლიდან ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), ხოლო 1993 წლიდან უკვე ორწლიანი ციკლი იქნა შემოღებული. საერთოდ ხელბურთი (განსაკუთრებით ვაჟებში) ევროპული სპორტი აღმოჩნდა. სხვა კონტინენტების წარმომადგენლები ჯერჯერობით წინააღმდეგობას ვერ უწევენ ბებერი კონტინენტის გუნდებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი რომ, პრიზიორთა შორის სხვა კონტინენტის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერც ერთხელ ვერ მოხვდნენ.

თავდაპირველად ტონს გერმანელები, რუმინელები და შვედები იძლეოდნენ (ისინი ეხლაც ლიდერებში არიან). მერე სარბიელზე გამოჩნდნენ იუგოსლავიის და სსრ კავშირის გუნდები. მერე ამ ორი ქვეყნის დაშლის შემდეგ მოწინავე პოზიციებზე გავიდნენ რუსეთისა და ხორვატიის ნაკრები გუნდები. ბოლო ხანებში დაწინაურდნენ ფრანგები, ესპანელები, დანიელები და პოლონელები. საერთოდ კი ყველა ბოლო ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისათვის 5-7 გუნდი აცხადებს სერიოზულ განაცხადს.

მსოფლიოს ჩემპიონატებში ქართველი ხელბურთელებიდან უთმაშიათ ჯემალ ცერცვაძეს, ჯემალ აბაიშვილს, იმედო ფხაკაძეს, ანზორ ექსეულიძეს და ალექსანდრე ანპილოგოვს. მათგან საუკეთესო შედეგებს მიაღწია ალექსანდრე ანპილოგოვმა. იგი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი და 1978 წლის ვიცე-ჩემპიონია.


ჩემპიონები და პრიზიორები, ვაჟები რედაქტირება

# წელი ჩატარების

ადგილი

მონაწილეთა

რაოდენობა

პირველი

ადგილი

მეორე

ადგილი

ფინალური მატჩის

შედეგი

მესამე

ადგილი

I 1938   გერმანია 4   გერმანია   ავსტრია 5 - 4   შვედეთი
II 1954   შვედეთი 6   შვედეთი   გერმანია 17 - 14   ჩეხოსლოვაკია
III 1958   გდრ 16   შვედეთი   ჩეხოსლოვაკია 22 - 12   გერმანია
IV 1961   გერმანია 16   რუმინეთი   ჩეხოსლოვაკია 9 - 8   შვედეთი
V 1964   ჩეხოსლოვაკია 16   რუმინეთი   შვედეთი 25 - 22   ჩეხოსლოვაკია
VI 1967   შვედეთი 16   ჩეხოსლოვაკია   დანია 14 - 11   რუმინეთი
VII 1970   საფრანგეთი 16   რუმინეთი   გდრ 13 - 12   იუგოსლავია
VIII 1974   გდრ 12   რუმინეთი   გდრ 14 - 12   იუგოსლავია
IX 1978   დანია 16   გერმანია   სსრკ 20 - 19   გდრ
X 1982   გერმანია 16   სსრკ   იუგოსლავია 30 - 27   პოლონეთი
XI 1986   შვეიცარია 16   იუგოსლავია   უნგრეთი 24 - 22   გდრ
XII 1990   ჩეხოსლოვაკია 16   შვედეთი   სსრკ 27 - 23   რუმინეთი
XIII 1993   შვედეთი 16   რუსეთი   საფრანგეთი 28 - 19   შვედეთი
XIV 1995   ესპანეთი 24   საფრანგეთი   ხორვატია 23 - 19   შვედეთი
XV 1997   იაპონია 24   რუსეთი   შვედეთი 23 - 21   საფრანგეთი
XVI 1999   ეგვიპტე 24   შვედეთი   რუსეთი 25 - 24   იუგოსლავია
XVII 2001   საფრანგეთი 24   საფრანგეთი   შვედეთი 28 - 25   იუგოსლავია
XVIII 2003   პორტუგალია 24   ხორვატია   გერმანია 34 - 31   საფრანგეთი
XIX 2005   ტუნისი 24   ესპანეთი   ხორვატია 40 - 34   საფრანგეთი
XX 2007   გერმანია 24   გერმანია   პოლონეთი 29 - 24   დანია
XXI 2009   ხორვატია 24   საფრანგეთი   ხორვატია 24 - 19   დანია
XXII 2011   შვედეთი 24   საფრანგეთი   დანია 37 - 35   ესპანეთი
XXIII 2013   ესპანეთი 24   ესპანეთი   დანია 35 - 19   ხორვატია
XXIV 2015   კატარი 24   საფრანგეთი   კატარი 25 - 22   პოლონეთი
XXV 2017   საფრანგეთი 24   საფრანგეთი   ნორვეგია 33 - 26   სლოვენია
XXVI 2019   გერმანია
  დანია
24   დანია   ნორვეგია 31 - 22   საფრანგეთი


ლიტერატურა რედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Гандбол. Справочник. Москва. изд. ,,ФиС’’ 1982

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება