მრავალპარტიული სისტემა

სისტემისთვის საჭიროა მრავალპარტიული სისტემა — პოლიტიკური სისტემა, რომლის დროსაც ბევრ პოლიტიკურ პარტიას კენჭს უყრიან პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ეროვნულ არჩევნებზე. შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს კონტროლი სახელმწიფო უწყებებში, ცალ-ცალკე ან კოალიციურად.[1] ერთპარტიული დომინანტური და ორპარტიული სისტემის გარდა, მრავალპარტიული სისტემები მეტი პოპულარობით სარგებლობენ და შესაბამისად უფრო მეტად გვხვდება საპარლამენტო სისტემებში, ვიდრე საპრეზიდენტო სისტემებში. ასევე ბევრად უფრო ხშირია ამგვარი სისტემის ნახვა იმ ქვეყნებში, რომლებიც იყენებენ პროპორციული წარმომადგენლობის სისტემას და ნაკლებად ისეთ ქვეყნებში, რომლებიც გამარჯვებული იღებს ყველაფერს პრინციპით ატარებს არჩევნებს. არჩევნებში, როგორც წესი, არჩევნებში მონაწილეობს რამდენიმე კონკურენტული პარტია და ყველა მათგანს აქვს მთავრობის ფორმირების გონივრული შანსი.

„გამარჯვებული იღებს ყველაფერს“ სისტემის დრო საჭიროა მხარდაჭერა ფართოდ კონცენტრირებული ტერიტორიებიდან რათა საკანონმდებლო ორგანოში მოპოვებული ადგილები ჩითვალოს მოსახლეობის რეპრეზენტატულად. პროპორციული წარმომადგენლობის დროს უკეთესად და შესაბამისად პირდაპირ პროპორციულად აისახება მოსახლეობის შეხედულებები. პროპორციულ სისტემებს შეიძლება ჰქონდეთ მრავალ კანდიდატიანი ოლქი, სადაც ერთზე მეტი წარმომადგენელია არჩეული ამ ოლქიდან საკანონმდებლო ორგანოში. ასეთ სისტემებს ასევე ახასიათებს უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანი პარტიები. დუვერგერის კანონში ნათქვამია, რომ სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური პარტიების რაოდენობა არის ერთს პლიუს ადგილების რაოდენობა უბანზე.

არგენტინა, სომხეთი, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლიბანი, მალდივები, მექსიკა, ნეპალი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, ესპანეთი, შრი-ლანკა, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი, ტუნისი და უკრაინა არიან იმ ერების მაგალითები, რომლებიც იყენებენ ე.წ. მრავალპარტიულ სისტემას ეფექტურად საკუთარ დემოკრატიაში. ამ ქვეყნებში, როგორც წესი, არცერთ პარტიას არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ამის ნაცვლად, მრავალი პოლიტიკური პარტია იძულებულია შექმნას კომპრომისული კოალიციები, რათა მოხდეს ბლოკის შექმნა და ლეგიტიმური მანდატის მოპოვება.

შედარება სხვა პარტიულ სისტემებთან რედაქტირება

სისტემას, სადაც მხოლოდ ორ პარტიას აქვს არჩევნების მოგების შესაძლებლობა, ეწოდება ორპარტიული სისტემა. სისტემას, სადაც მხოლოდ სამ პარტიას აქვს არჩევნების მოგების ან კოალიციის შექმნის რეალისტური შესაძლებლობა, ზოგჯერ „სამპარტიულ სისტემას“ უწოდებენ. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში სისტემას უწოდებენ „გაქვავებულ სამპარტიულ სისტემას“, ეს ხდება მაშინ, როცა მონაწილეობს სამი პარტია და სამივე პარტია იღებს ხმათა დიდ რაოდენობას, მაგრამ მხოლოდ ორს აქვს არჩევნების მოგების შანსი. ჩვეულებრივ, ეს იმიტომ ხდება, რომ საარჩევნო სისტემა აჯარიმებს მესამე მხარეს. მაგალითად სეგვიძლია მოვიყვანოთ კანადის ან გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკები. 2010 წლის არჩევნებზე ლიბერალ დემოკრატებმა მოიპოვეს საერთო ხმების 23%, მაგრამ მათ მიიღეს მანდატების 10%-ზე ნაკლები. ამის მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ საკმარისი ადგილები (და საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა), რათა შეექმნათ კოალიცია ორი ძირითადი პარტიიდან ერთ-ერთთან ან ეწარმოებინათ გარიგებები თავიანთი მხარდაჭერის გასადიდებლად. ამის მაგალითია კონსერვატორ-ლიბერალ-დემოკრატების კოალიცია, რომელიც ჩამოყალიბდა 2010 წლის არჩევნების შემდეგ. მეორე მაგალითი არის ლიბ-ლაბ პაქტი პრემიერ-მინისტრ ჯეიმზ კალაჰანის ლეიბორისტული მთავრობის დროს, როდესაც ლეიბორისტებმა დაკარგეს თავისი სამადგილიანი უმრავლესობა 1977 წელს. კანადაში არის სამი ძირითადი ფედერალური პოლიტიკური პარტია: კანადის კონსერვატიული პარტია, კანადის ლიბერალური პარტია და ახალი დემოკრატიული პარტია. ამასთან, კანადის ბოლოდროინდელ ისტორიაში, ლიბერალები და კონსერვატორები (და მათი სახელმწიფოები) ერთადერთი პარტიები იყვნენ, რომლებმაც პრემიერ მინისტრი აირჩიეს კანადაში. ახალი დემოკრატიული პარტია, ბლოკი კვებეკოსი და მწვანე პარტია კი ხშირად იმარჯვებენ თემთა სახლის არჩევნებში. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2011 წლის კანადის არჩევნები, როდესაც ახალი დემოკრატები იყვნენ ოფიციალური ოპოზიცია, ხოლო ლიბერალური პარტია შემცირდა მესამე მხარის სტატუსით.

ერთპარტიული სისტემისგან (ან ორპარტიული სისტემისგან) განსხვავებით, მრავალპარტიული სისტემა ხელს უწყობს მრავალფეროვანი საარჩევნო ოლქის შექმნას, ოფიციალურად აღიარებული ჯგუფებისა თუ ზოგადად, პოლიტიკური პარტიების არსებობას. მრავალპარტიული სისტემა ხელს უშლის ერთი პარტიის ძალაუფლებას, გააკონტროლოს ერთიანი საკანონმდებლო პალატა წინააღმდეგობების გარეშე.

თუ მთავრობა შედგება არჩეული კონგრესისგან ან პარლამენტისგან, მხარეებს შეუძლიათ დაიყონ ძალაუფლება პროპორციული წარმომადგენლობის ან უმრავლესობის სიტემის შესაბამისად. პროპორციული რეპრეზენტაციით, თითოეული პარტია იღებს უამრავ ადგილს, პროპორციული იქნება მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მის ადგილებთან პარლამენტში. ხმათა უმრავლესობის სისტემაში ელექტორატი იყოფა რამდენიმე რაიონად, რომლიდანაც თითოეული ამომრჩეველი ირჩევს ერთ კანდიდატს არსებული ერთი ადგილის შესავსებად. ხმათა უმრავლესობის სისტემა ხელს არ უწყობს მრავალი პარტიის არსებობას და მიმართულია ორპარტიული სისტემისკენ, სადაც მხოლოდ ორ პარტიას აქვს რეალური შანსი გაიყვანოს თავისი კანდიდატი თანამდებობაზე. ასეთ გრავიტაციას ეწოდება დუვერგერის კანონი. პროპორციული წარმომადგენლობა თავის მხრივ არ აწყდება მსგავს პრობლემებს და უამრავ დიდ პარტიას ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს და გაიმარჯვოს არჩევნებში.

ორპარტიული სისტემა მოითხოვს, რომ ამომრჩეველი გაერთიანდეს დიდ ბლოკებში, ხანდახან იმდენად დიდში, რომ არ აქვთ შესაძლებლობა რაიმე საერთო პრინციპებზე მოილაპარაკონ და შეჯერდნენ. ზოგიერთი თეორია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ცენტრისტებს აძლევს ცენტრისტებს საშუალებას მოიპოვონ კონტროლი. მეორეს მხრივ, თუ კი არსებობს რამდენიმე დიდი პარტია, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვს ხმათა დიდი რაოდენობა, მხარეებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია ერთმანეთთან თანამშრომლობის, რათა ჩამოაყალიბონ საერთო მთავრობა. ეს ფაქტორიც ეხმარება ცენტრიზმს და ასევე ავითარებს კოალიციის ჩამოყალიბების უნარებს პოლარიზაციის გარეშე.[2][3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Education 2020 definition of multiparty: "A system in which several major and many lesser parties exist, seriously compete for, and actually win public offices."
  2. The social science literature has contributed enormously in recent years on the effects on forms of government and quality of life of the citizens. Lowell’s axiom is one of the most tested theory empirically tested (Lowell, A.L., 1896). Governments and Parties in Continental Europe. Bostin, MA: Houghton Mifflin)..
  3. Basu, K., Dey Biswas, S., Harish, P., Dhar, S., & Lahiri, M. (2016). Is multi-party coalition government better for the protection of socially backward classes in India? UN-WIDER Working Paper, 2016 (109).