მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი

მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი (31 ოქტომბერი 1935 -— გ. 21 სექტემბერი, 2021) – ეგვიპტის თავდაცვის მინისტრი (1991–2012)[1], ფელდმარშალი.

არმიაში იყო 1956 წლიდან. მონაწილეობდა არაბეთ-ისრაელის ომში. სამხედრო ატაშედ მსახურობდა პაკისტანში. 1991-2012 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი.

2011 წლის ეგვიპტის საპროტესტო აქციების დროს გახდა სამხედრო საბჭოს – გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი.[2].

გარდაიცვალა 2021 წლის 21 სექტემბერს, ავადმყოფობის შემდეგ.[3][4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. США, Египет и Кувейт провели военные учения в пустыне
  2. მუბარაქი გაიქცა ეგვიპტიდან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-19. ციტირების თარიღი: 2011-02-11.
  3. Former Egyptian defense minister Mohamed Hussein Tantawi dies at 85. Arab News (21 სექტემბერი, 2021).
  4. Egypt's first post-Mubarak ruler, Tantawi, dies aged 85. France 24 (21 სექტემბერი 2021).