მოჰამედ ალ-ბარადეი

მოჰამედ ალ-ბარადეი (არაბ. محمد مصطفى البرادعي; 17 ივნისი, 1942, კაირო, ეგვიპტე) – ეგვიპტელი დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) მე-4 გენერალური დირექტორი 1997-2009 წწ. 2005 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი 2013 წლის 9 ივლისიდან 2013 წლის 14 აგვისტომდე.

მოჰამედ ალ-ბარადეი
მოჰამედ ალ-ბარადეი
ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ივლისი, 2013 – 14 აგვისტო, 2013
პრეზიდენტი  ადლი მანსური
წინამორბედიმაჰმუდ მექი
მემკვიდრეთანამდებობა ვაკანტურია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი 1997 – 30 ნოემბერი 2009
წინამორბედიჰანს ბლიკსი
მემკვიდრეიუკიია ამანო

დაბადებული17 ივნისი 1942
კაირო, ეგვიპტე
ეროვნებაეგვიპტელი
განათლებაკაიროს უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ალ-ბარადეი დაიბადა და გაიზარდა ეგვიპტეში, გიზის მუჰაფაზაში. 1962 წელს დაასრულა კაიროს უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საერთაშორისო სამართალში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1964 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყო ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო გაეროში ეგვიპტის მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელი. 1980 წელს დაინიშნა გაეროს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისუფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც კურირებდა საერთაშორისო სამართლის პროგრამას.

1984 წლიდან უკავია ხელმძღვანელი თანამდებობები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში: 1984-1993 წლებში იყო სააგენტოს იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 1993-1997 წლებში გენერალური დირექტორის თანაშემწე საგარეო კავშირებში.

ალ-ბარადეი არის საერთაშორისო სამართლის ასოციაციისა და ამერიკული საერთაშორისო სამართლის საზოგადოების წევრი.

კარიერა აესს-ში რედაქტირება

კონფლიქტი აშშ-ის ხელმძღვანელობასთან რედაქტირება

ალ-ბარადეი აესს-ის გენერალური მდივანი გახდა 1997 წელს და ხელახლა აირჩიეს 2001 წელს. 1997 წელს მისი არჩევა იყო წმინდა პოლიტიკური საქმე. ამ ინიციატივამდე სულ რამდენიმე თვის წინ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობიდან გადააყენეს ალ-ბარადეის თანამემამულე ბუტროს ბუტროს-გალი. კომპენსაციის სახით ეგვიპტემ მიიღო სხვა პრესტიჟული თანამდებობა.

სააგენტოს ხელმძღვანელოის შემდეგ არჩევნებზე აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ალ-ბარადეის ხელახლა არჩევას კიდევ ერთი ვადით (ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უნდა შესდგომოდა 2005 წლის 1 დეკემბერს). აშშ ხელმძღვანელობდა ე. წ. „ჟენევის სამართლის“ პრინციპებით, რომლის მიხედვითაც არ შეიძლებიოდა საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერი ორზე მეტი ვადით არჩეულიყო თანამდებობაზე. აშშ აესს-ის ბიუჯეტის მეოთხედს აფინანსებდა. თავად ალ-ბარადე სარგებლობს აესს-ის მმართველთა საბჭოს წევრების უმეტესობის მხარდაჭერით. მისი წინამორბედი ჰანს ბლიქსი აესს-ს ხელმძღვანელობდა ოთხი ვადით — 16 წლის განმავლობაში.

აესს და სადამ ჰუსეინი რედაქტირება

აშშ-სა და მოჰამედ ალ-ბარადეის შორის კონფლიქტი სათავეს იღებს 2002 წლიდან, როდესაც აშშ-მ ერაყის სადამ ჰუსეინის ხელისუფლება დაადანაშაულა მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაში. ამერიკა მოითხოივდა გაეროს ინსპექტორების მიერ საქმის შესწავლას. შემოწმების ხელმძღვანელობა აღმოჩნდა მოჰამედ ალ-ბარადეისა და ჰანს ბლიქსის ხელში. გადამოწმება ვერ მოხერხდა და 2003 წლის მარტშ, აშშ-ის ერაყში შეჭრამდე ორი კვირით ადრე ალ-ბარადეიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო ინსპექტორებმა ერაყში ბირთული იარაღის შექმნის ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. აშშ-მ გაერო არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და ერაყში თავისი ძალები გაგზავნა. ყველაზე მეტად დაზარალდა ჰანს ბლიქსი, რომელსაც გაეროს დატოვება მოუწია.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აესს და ალ-ბარადეი მართლები იყვნენ, რადგან ერაყში ბირთვული იარაღის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

აესს და ირანი რედაქტირება

სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია აშშ-ის განცხადებამ ირანის წინააღმდეგ. კერძოდ, ვაშინგტონი თლიდა, რომ ირანი არღვევდა ატომური ბომბის გაუვრცელებლობისა და შექმნის ხელშეკრულებას. მოჰამედ ალ-ბარადეიმ და აესს-ს მმართველთა საბჭომ გამოაცხადეს, რომ მხარს არ უჭერდა ამერიკის პოზიციას. აესს-ს ინსპექციამ ირანში დარღვევების ძალზედ მცირე მაგალითები აღმოაჩინა.

ეგვიპტის პოლიტიკა რედაქტირება

მონაწილეობა ანტისამთავრობო დემონსტრაციებში რედაქტირება

2011 წლის 14 იანვარს ტუნისში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება , რის შემდეგაც მთელ რიგ არაბულ ქვეყნებში, მათ შორის იემენში და ეგვიპტეში მოითხოვეს ხელისუფლების ცვლილება. ვინაიდან ეგვიპტეში ტუნისისაგან განსხვავებით პრაქტიკულად არ არსებობდა ოპოზიცია, საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ უბრალო ადამიანები, რომლებიც პროიტესტს გამოთქვამდნენ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ვინაიდან მომიტინგეებს შორის აშკარა ლიდერი არ არსებობდა, პოლიტიკური ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემთხვევაში, ეგვიპტის ახალი რეჟიმის მეთაური იქნებიდა მოჰამედ ალ-ბარადეი. 28 იანვარს იგი ჩავიდა ეგვიპტეში და გამოაცხადა, რომ იგი შეუერთდა ოპოზიციას და მზად იყო ხელში აეღო ძალაუფლება, რის შემდეგაც იგი შინა პატიმრობის რეჟიმში გადაიყვანეს.

მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში რედაქტირება

თავდაპირველად ელ-ბარადეის არ გამოუთქვამს სურვილი საპრეზიდენტო არჩევნებშიმონაწილეობაზე, თუმცა 4 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ამას ეგვიპტელი ხალხი მოითხოვდა. 10 მარტს მან განაცხადა, რომ მზად იყო დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ მოგვიანებით მან უარი განაცხადა მონაწილეობაზე.

მონაწილეობა ეგვიპტის პოლიტიკაში რედაქტირება

2012 წლის 28 აპრილს მოჰამედ ალ-ბარადეიმ გამოაცხადა საკუთარი პარტიის შექმნის შესახებ, რათა საბოლოოდ მიეღწიათ რევოლუციის მიზნებისათვის. მისი თქმით პარტია ნებისმიერ იდეოლოგიაზე მაღლა იდგა და შეეცდებოდა დემოკრატიის მიღწევას. ალ-ბარადეის გაერთიანებას ეწოდა კონსტიტუციური პარტია.

მთავარ როლს ასრულებდა 2013 წლის 3 ივლისის რევოლუციაში. მომდევნო დღეს, 2013 წლის 4 ივლისს ახალგაზრდა ოპოზიციონერთა დაჯგუფებამ „ტამარუდმა“ (არაბულად ითარგმნება როგორც „ბუნტი“) მოჰამედ ალ-ბარადეის კანდიდატურა წარადგინა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

2013 წლის 9 ივლისს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ადლი მანსურის ბრძანებით დაინიშნა ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტად. 14 აგვისტოს გადადგა თანამდებობიდან სისხლიანი დარბევების გამო პროტესტის ნიშნად, რომელიც გაიმართა ძმები-მუსულმანების მჯომარე აქციის დროს და შეეწირა 525 ადამიანი.

მან გამოაცხადა, რომ 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კადიდატურას დააყენებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ნობელის მშვიდობის პრემია რედაქტირება

2005 წლის 7 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა ოსლოში გამაოცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მისი ხელმძღვანელის, მოჰამედ ალ-ბარადეისათვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების შესახებ. ჯილდო, რომელიც შეადგენდა 10 მლნ შვედურ კრონს, გადაეცა 2005 წლის დეკემბერში ოსლოში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

მოჰამედ ელ-ბარადეი დაოჯახებულია აიდა ელ-კაჩეფზე, რომელიც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგია. წყვილს შეეძინათ ორი შვილი: გოგონა, ლაილა, რომელიც არის ადვოკატი და ცხოვრობს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში და ბიჭი, მოსტაფა, რომელიც არის IT-მენეჯერი და ცხოვრობს კაიროში. მას ასევე ჰყავს ოთხი შვილიშვილი: მაია და ნინა.

მისი მშობლიური ენაა ეგვიპტური არაბული ენა, ალ-ბარადეი ასევე ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება