მოტიტი (ინგლ. Motiti Island) — კუნძული პლენტის უბეში, ჩრდილოეთ კუნძულის სანაპიროსთან, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ქალაქ ტაურანგიდან 21 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქალაქ პაპამოადან ამავე მიმართულებით 9,4 კმ-ზე. 2006 წლის მონაცემებით, კუნძულზე 18 სახლია და ცხოვრობს 27 ადამიანი.[1]

კუნძული მოტიტი
მშობ. სახელი: ინგლ. Motiti Island

კუნძულის აერო-ხედი
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 37°37′ ს. გ. 176°25′ ა. გ. / 37.617° ს. გ. 176.417° ა. გ. / -37.617; 176.417
ფართობი 10 კმ²
უმაღლესი წერტილი 57 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 27 (2006)
სიმჭიდროვე 2,7 ად. /კმ²

კუნძულის ზედაპირი ბრტყელია, ფართობი — 10 კმ². ძირითადად შედგება მიოცენის ხანის ვულკანური კლდეებისგან, უფრო ახალი დანალექები აღმოჩენილია სამხრეთ ნაწილში.[2] ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, გაშენებულია ავოკადოს პლანტაციები. ადგილობრივები და სტუმრები ძირითადად საჰაერო ტრანსპორტით მოძრაობენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. QuickStats About Motiti Island დაარქივებული 2012-09-22 საიტზე Wayback Machine. , 2006 Census, Statistics New Zealand. Retrieved 29 October 2010.
  2. Motiti Island, An Encyclopaedia of New Zealand (1966). Retrieved 29 October 2010.