მოსიარულე მკვდრები (ტელესერიალი)

ამერიკული პოსტაპოკალიპტური ტელესერიალი

მოსიარულე მკვდრები (ინგლ. The Walking Dead) — ამერიკული ტელესერიალი, გადაღებული რეჟისორ ფრენკ დარაბონტის მიერ. იგი დაფუძნებულია რობერტ კირკმენის, ტონი მურისა და ჩარლი ადლარდის ამავე სახელწოდების კომიქსების სერიაზე. მთავარ როლშია ენდრიუ ლინკოლნი, რომელიც შერიფის მოადგილის, რიკ გრაიმზის როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი იღვიძებს ხანგრძლივი კომიდან და აღმოაჩენს, რომ მთელი მსოფლიო მოიცვა ინფექციამ და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იქცა „მოსიარულეებად“ წოდებულ სისხლის მსმელ ზომბებად. გრაიმზი ნახულობს მის ოჯახს და ხდება ჯგუფის ლიდერი, რომელსაც ქმნის სხვა გადარჩენილ ადამიანებთან ერთად. ისინი ერთად იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ შეეგუონ პოსტაპოკალიპტურ სამყაროს, რომელიც ავსებულია ზომბებითა და ადამიანებისგან შემდგარი მოწინააღმდეგე ჯგუფებისგან, რომლებიც, ზოგჯერ უფრო სახიფათოები არიან ვიდრე „მოსიარულეები“. სერიალში მოქმედება ვითარდება ატლანტაში (ჯორჯია), მოგვიანებით კი ალექსანდრიაში (ვირჯინია). სერიალის მთავარმა გმირმა ენდრიუ ლინკოლნმა მეცხრე სეზონიდან დატოვა ტელესერიალი.

მოსიარულე მკვდრები

ოფიციალური ლოგო
ჟანრი
ავტორი ფრენკ დარაბონტი
ეფუძნება რობერტ კირკმენი, ტონი მური და ჩარლი ადლარდი„მოსიარულე მკვდრები“
მონაწილეობენ ენდრიუ ლინკოლნი
ჯონ ბერთალი
ლორი ჰოლდენი
ნორმან რიდასი
გახმოვანება ინგლისური
კომპოზიტორ(ებ)ი ბეარ მაკ-კრირი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 10
ეპიზოდი 153 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ჯოლი დეილი
  • კალებ უომბლი
  • პოლ გადი
მონტაჟი
  • ჯულიუს რამზი
  • ჰანტერ მ. ვია
  • ავი ლიუ
  • ნათან განი
  • რეიჩელ გუდლეტ კაცი
  • კელი დიქსონი
ადგილ(ებ)ი ჯორჯია, აშშ
ოპერატორი
ხანგრძლივობა 42–67 წუთი
კომპანია
დისტრიბუტორი
ეთერი
აუდიო ფორმატი
პირველად ეთერში 31 ოქტომბერი, 2010 – დღემდე
დაკავშირებული შოუები
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალს აშშ-ში ექსკლუზიურად გადასცემს საკაბელო ტელეარხი AMC. „მოსიარულე მკვდრების“ პრემიერა გაიმართა 2010 წლის 31 ოქტომბერს აშშ-ში. სერიალის მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე, AMC ყოველ წელს უშვებს ახალ სეზონს. 2018 წლის 7 ოქტომბერს შედგა სერიალის მეცხრე სეზონის პირველი სერიის დებიუტი. 2015 წლიდან AMC გადასცემს „მოსიარულე მკვდრების“ სპინოფს სახელად „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების“. 2019 წლის თებერვალში AMC-მ დააადასტურა, რომ იმავე წლის 6 ოქტომბერს გამოვა სერიალის მეათე სეზონი. აგრეთვე გახდა ცნობილი, რომ შემუშავებაშია სამნაწილიანი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მოსიარულე მკვდრების“ შესახებ, სადაც მთავარ როლს ენდრიუ ლინკოლნი შეასრულებს. 2021 წლის 4 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მეთერთმეთე და ფინალური სეზონი 2021 წლის 22 აგვისტოს გამოვა[3].

სერიალს წილად ხვდა დადებითით შეფასებები კნოკრიტიკოსებისგან, თუმცა მომდევნო სეზონებს შერეული შეფასებები ერგოთ. პროექტი ნომინირებული იყო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე, მათ შორის ამერიკის სცენარისტთა გილდიისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე.[4][5]

სერიალის მიმოხილვა რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

„მოსიარულე მკვდრებში“ მოქმედება მიმდინარეობს ზომბი-აპოკალიპსის პერიოდში. ზომბები, რომლებიც პირობითად მოიხსენიაბიან როგორც „მოსიარულეები“, ჭამენ ყველა ცოცხალ არსებას. დასაწყისში გადარჩენილებს ჰგონიათ, რომ ადამიანები მხოლოდ კბენის შედეგად იქცევიან ზომბებად, თუმცა შემდგომში ირკვევა, რომ ყველა ცოცხალი ადამიანი ვირუსის მატარებელია და მისი გარდაცვალების შემდეგ ზომბად იქცევა, ხოლო მისი მოკვლა შესაძლებელია მხოლოდ ტვინის დაზიანებით ან სხეულის სრულად განადგურებით.

სერიალის ცენტრშია შერიფის მოადგილე რიკ გრაიმზი, რომელიც დიდხნიანი კომის შემდეგ იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მთელი მსოფლიო შეპყრობილია ზომბებით. შემდგომში იგი ხდება ატლანტის გადარჩენილთა ჯგუფის ლიდერი და ცდილობს საკუთარი ჯგუფის გადარჩენას არა მარტო ზომბებისგან, არამედ სხვა მტრულად განწყობილი ადამიანთა ჯგუფებისაგან.

სეზონიეპიზოდი ეთერში
პირველად ეთერშიუკანასკნელად ეთერში
1631 ოქტომბერი 20105 დეკემბერი 2010
21316 ოქტომბერი 201118 მარტი 2012
31614 ოქტომბერი 201231 მარტი 2013
41613 ოქტომბერი 201330 მარტი 2014
51612 ოქტომბერი 201429 მარტი 2015
61611 ოქტომბერი 20153 აპრილი 2016
71623 ოქტომბერი 20162 აპრილი 2017
81622 ოქტომბერი 201715 აპრილი 2018
9167 ოქტომბერი 201831 მარტი 2019
10226 ოქტომბერი 20194 აპრილი 2021

სეზონები რედაქტირება

 
მეორე სეზონის მთავარი გმირები:რიკი,სოფია,ქეროლი,ლორი,ქარლი,თი-დოგი,გლენი,ანდრეა, დეილი,დერილი დაშეინი.

პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 31 ოქტომბერს აშშ-ში საკაბელო სატელევიზიო არხზე AMC და მოიცავდა 6 სერიას (ეპიზოდს), მისი პრემიერა 5.35 მილიონმა ადამიანმა ნახა. პირველმა სეზონმა რამდენიმე ნომინაცია მიიღო,მათშორის აღსანიშნავია საუკეთესო სატელევიზიო დრამა სერიალის ნომინაცია ოქროს გლობუსის რიგით 86-ე დაჯილდოებაზე. მოსიარულე მკვდრები ასევე ნომინირებული იყო Writers Guild of America Awards-ზე 2011 წლის საუკეთესო სერიალისთვის.

მეორე სეზონის პრემიერა გაიმართა 2011 წელს და მოიცავდა 13 სერიას(ეპიზოდს),მისი პრემიერა 7.25 მილიონმა ადამიანმა ნახა.სერიალმა Primetime Emmy Awards Emmy Awards-ზე მიიღო 3 ნომინაცია,მოიგო ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო პრეზენტაციისთვის ნორმან რიდესმა მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის როლი ტელევიზიაში.მეორე სეზონს დაემატნენ ახალი მსახიობები: ლორენ კოჰენი, სქოტ ვილსონი, ჯეინ მაკნეილი და სხა.

მესამე სეზონის პრემიერა გაიმართა 2012 წლის 14 ოქტომბერს,რომელიც 10.87 მილიონმა ადამიანმა ნახა. სეზონი მოიცავს 16 სერიას(ეპიზოდს),აქედან 8 სერია 2012 წელს გამოვიდა,ხოლო დანარჩენი რვა სერიას 2013 წლის 10 თებერვლიდან გამოუშვებენ და მეთექვსმეტე სერიის ჩვენება დაგეგმილია 2013 წლის 31 მარტს. მესამე სეზონს დაემატნენ მსახიობები: დანაი გურირა (მიშონი), დეივიდ მორისი (გუბერნატორი), მაიკლ რუკერი, მერლ დიქსონი და სხვა.

მეოთხე სეზონის პრემიერა გაიმართა 2013 წლის 13 ოქტომბერს. სეზონი მოიცავს 16 სერიას(ეპიზოდს) და როგორც მესამე სეზონი გაიყოფა ორ ნაწილად, პირველი 8 სერია 2013 წელს გამოვა, ხოლო დანარჩენი 8 სერია 2014 წლის თებერვლიდან. 2013 წლის 29 ოქტომბერს სატელევიზიო არხმა AMC გააგრძელა სერიალი მეხუთე სეზონზე.

პირველი სეზონი რედაქტირება

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობის გამო შერიფის მოადგილე რიკ გრაიმზი ვარდება კომაში. ჰოსპიტალში გამოღვიძების შემდეგ აღმოჩენს, რომ მთელი მსოფლიო შეპყრობილია ზომბებით. რიკი მარტო მოგზაურობს ატლანტაში, რათა იპოვოს თავისი ცოლი, ლორი და შვილი, კარლი. მას შემდეგ რაც იგი ნახულობს მის ოჯახს, მის თანამშრომელს, შეინ უოლშსა და სხვა გადარჩენილებს, ჯგუფთან ერთად მიემართება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, სადაც დახვდებათ ცენტრის ერთადერთი გადარჩენილი თანამშრომელი, რომლისგანაც გაიგებენ, რომ ვირუსისგან განკურნება შეუძლებელია.

მეორე სეზონი რედაქტირება

რიკის ჯგუფი ტოვებს ატლანტას და ბინას იდებს ჰერშელ გრინის ფერმაში. ამავდროულად ისინი ეძებენ ჯგუფის წევრის, კეროლის დაკარგულ ქალიშვილ სოფიას. რიკის ჯგუფსა და ჰერშელის ოჯახს შორის მდოგმარეობა დაიძაბება, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება, რომ ჰერშელს ერთ-ერთ ბეღელში დამწყვდეული ჰყავს „მოსიარულეები“, მათ შორის ზომბად ქცეული სოფია. რიკს და შეინს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო უარესდება, რადგანაც რიკი გაიგებს, რომ მისი ცოლი ლორი ორსულადაა. შეინთან შეხლახლა-შემოხლისას, რიკი, თავდაცვის მიზნით ჰკლავს მას, ხოლო კარლი ესვრის შეინს მას შემდეგ, რაც ის გადაიქცევა ზომბად. ხმაური მიიქცევს ზომბების ყურადღებას და ჯგუფი იძულებული გახდება დატოვოს ფერმა.

მესამე სეზონი რედაქტირება

ჰერშელის ფერმიდან წამოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ, ისინი აღმოაჩენენ ციხეს, რომელსაც ასუფთვებენ ზომბებისგან და იქ სახლდებიან. რიკის ცოლი, ლორი მშობიარობას გადაყვება, ამის გამო რიკი საკუთარ თავში ჩაიკეტება. ამავდროულად, ანდრეას გადაარჩენს მიშონი. მოგზაურობისას, მიშონი და ანდრეა აღმოაჩენენ საიმედოდ გამაგრებულ ქალაქს ვუდბერის, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც იწოდება გუბერნატორად. გუბერნატორი გაიგებს რიკის ჯგუფის ადგილსამყოფელის შესახებ და წამოიწყებს ომს მათ წინააღმდეგ. საბოლოოდ რიკი და მისი ხალხი ანადგურებენ ვუდბერის, მაგრამ გუბერნატორი კლავს ანდრეას და გარბის. ვუდბერის მოსახლეობა შეუერთდება რიკის ჯგუფს ციხეში.

მეოთხე სეზონი რედაქტირება

გუბერნატორის თავდასხმიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაურკვეველი გრიპი კლავს ციხის მოსახლეობის უმეტესობას. ამ დროს გუბერნატორი ნახულობს თავის ყოფილ მარჯვენა ხელს, კლავს მას, კონტროლს ამყარებს მის ჯგუფზე და მათი დახმარებით ანადგურებს ციხეს. ბრძოლისას იღუპება გუბერნატორი და ჰერშელი. გადარჩენილები გაიყოფიან და სხავადასხვა მიმართულებით წავლენ. გარკვეული ხნის შემდეგ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩენენ ქუჩაში მინიშნებას უსაფრთხო „სამოთხის“ შესახებ სახელად „ტერმინუსი“. საბოლოოდ ჯგუფი კვლავ გაერთიანდება ტერმინუსში, თუმცა იქ მათ შეიპყრობენ ტერმინუსის მოსახლეები.

მეხუთე სეზონი რედაქტირება

რიკი აღმოაჩენს, რომ ტერმინუსის მოსახლეობა დაკავებულია კანიბალიზმით, თუმცა ჯგუფი შეძლებს ტერმინუსის განადგურებას და კვლავ გაერთიანებას. ჯგუფის ზოგიერთი წევრი დაჭრილია, ხოლო ზოგიერთები მოტაცებულია სავაადმყოფოში, რომელსაც მართავენ ყოფილი პოლიციელები და ექიმები. ცოცხლად დარჩენილ ჯგუფის წევრებს გადააწყდება უცნობი პიროვნება სახელად აარონი, რომელიც შესთავაზებს მათ შეუერთდნენ კარგად გამაგრებულ თავშესაფარ ალექსანდრიას. ალექსანდრიის მოსახლეობა დადებითად შეხვდება მათ, თუმცა სულ მალე რიკის ჯგუფი მიხვდება, რომ თავშესაფრის მოსახლეობა გამოუცდელია და რეალური საფრთხის პირისპირ ჯერ არ დამდგარა. მორგანი, რომელიც დიდი ხანი ეძებდა რიკს, მიდის ალექსანდრიაში და გაოცდება იმით, რომ რიკი კლავს ალქესაანდრიის ერთ-ერთ მოსახლეს, რომელიც სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკუთარ ცოლს.

მეექვსე სეზონი რედაქტირება

რიკის ჯუფმა მოიპოვებს ალექსანდრიის მცხოვრებლებთა ნდობას. ჯგუფი, რომელიც ცნობილია „მგლების„ სახელით, იყენებს ზომბების ურდოს ალექსანდრიაზე თავდასხმისთვის, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. მალე, ჯგუფი იგებს დასახლების შესახებ, რომელსაც ჰქვია ჰილტოპი. ჰილტოპში მათ სთავაზობენ პროდუქტების და რესურსები გაცვლას, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაანადგურებენ გამომძალველთა ჯგუფ „მხსნელებს“, რომელსაც მეთაურობს ნიგანი. მიუხედავად იმისა, რომ რიკის ჯგუფი ანადგურებს მხსნელების ერთ-ერთ ავანპოსტს, მოგვიანებით ნიგანი დაატყვევებს მათ და აიძულებს ემსახურონ მას.

მეშვიდე სეზონი რედაქტირება

ნიგანი თავისი ბეისბოლის ბიტით სასტიკად კლავს გლენს და აბაჰამს. იგი ალექსანდრიის მაცხოვრებლებს აიძულებს გახდნენ მისი მონები. მოგვიანებით მიშონი დაარწმუნებს რიკს ნიგანთან ბრძოლაში, რის შემდეგაც ისინი დახმარებისთვის მიმართავენ ადამიანთა ჯგუფს „მენაგვეებს“. ამავდროულად, როზიტა და იუჯინი გეგმავენ ნიგანის მოკვლას. მას შემდეგ, რაც მათი გეგმა ჩავარდება (ტყვია მოხვდება ნიგანის ბეისბოლის ბიტას), ნიგანს თან მიჰყავს იუჯინი და ძალით ცდილობს მის გადაბირებას. ამ დროს კეროლი და მორგანი დაუმეგობრდებიან ერთ-ერთი მსხვილი დასახლება „სამეფოს“ ლიდერს, მეფე ეზეკიელს. მოგვიანებით ალექსანდრიას თავს ესხმის ნიგანის ჯგუფი და „მენაგვეები“, მაგრამ ალექსანდრიას დაეხმარებიან „სამეფოს“ და „ჰილტოპის“ მეომრები და იხსნიან მას განადგურებისგან.

მერვე სეზონი რედაქტირება

რიკი, მეგი და ეზეკიელი ერთიანდებიან ნიგანისა და მსხნელების წინააღმდეგ. დანაკარგები ორივე მხარეს დიდია. სამეფოს უმეტესი მეომარი იღუპება, ალექსანდრია ეცემა, ხოლო კარლი ინფიცირდება ვირუსით. თვითმკვლელობამდე, კარლი დაარწმუნებს რიკს წერტილი დაუსვას ომს და აღადგინოს ალექსანდრია. დასკვნით ბრძოლაში, ნიგანი ცდილობს რიკისა და მისი მოკავშირეების განადგურებას, მაგრამ იუჯინი ხელს შეუშლის ამ გეგმის განხორციელებაში. როდესაც ნიგანი დაიჭრება, მას შეიპყრობს რიკი. საბოლოოდ, ნიგანს დაამწყვდევენ ციხეში, რითაც წერტილი დაესმევა ომს.

მეცხრე სეზონი რედაქტირება

ნიგანის დამარცხებიდან 18 თვის შემდეგ, რიკი სთავაზობს ჯგუფს სავაჭრო დანიშნულების ხიდის აგებას. ერთ დღესაც, ზომბების შემოტევის ასაცილებლად რიკი აფეთქებს ხიდს. შედეგად ჯგუფის წევრები ჩათვლიან, რომ იგი დაიღუპა. ამ მოვლენიდან ექვსი წლის შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან ახალი მტრის, „მოჩურჩულეების“ პირისპირ, რომელებსაც ხელმძღვანელობს ქალი სახელად „ალფა“. „მოჩურჩულეებს“ ძალუძთ ზომბის ურდოს კონტროლი, ხოლო მათი მთავარი მოთხვნაა, რომ გადარჩენილებმა არ გადაკვეთონ მათი საზღვარი. მას შემდეგ, რაც ალფას შვილი ლიდია ტოვებს ჯგუფს და უერთდება სამეფოს, ალფა უარყოფს მას და გამოფენის დროს კლავს სამეფოს რამდენიმე მაცხოვრებელს.

მეათე სეზონი რედაქტირება

ალფა იწყებს თემების დაშლას ერთი შეხედვით შემთხვევითი მოსიარულეთა თავდასხმებითა და საბოტაჟის აქტებით. კეროლის ბრძანებით, ნეგანი შეაღწევს "მოჩურჩულეებში" და კლავს ალფას. მისი მარჯვენა ხელი ბეტა ხდება "მოჩურჩულეების" ლიდერი, მაგრამ ის და ურდო დამარცხებულნი არიან გადარჩენილთა მიერ. იუჯინი ხელმძღვანელობს ჯგუფს დასავლეთ ვირჯინიაში, რათა შეხვდეს გადარჩენილთა ახალ ჯგუფს. იმავდროულად, მიშონი მიემგზავრება ჩრდილოეთით რიკის მოსაძებნად, მას შემდეგ რაც გაიგო რომ რიკი ცოცხალია, რომ იგი გადაურჩა მის აშკარა სიკვდილს.

მეთერთმეტე სეზონი რედაქტირება

მსახიობები და როლები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Seibert, Perry. The Walking Dead [TV Series]. AllMovie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: March 4, 2014.
  2. Stelter, Brian. (14 ნოემბერი, 2010) At AMC, Two Character Dramas Just One Hit. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 10, 2014. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2013.
  3. https://www.amc.com/twdu/news/the-walking-dead/the-walking-deads-final-expanded-season-begins-on-august-22-watch-the-first-teaser-now
  4. AMC Garners Six WGA Award Nominations for Acclaimed Original Dramas "Mad Men," "Breaking Bad" and "The Walking Dead". AMC (8 დეკემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2010.
  5. Reiher, Andrea. (14 დეკემბერი, 2010) 2011 Golden Globes nominations: 'Glee,' '30 Rock' lead TV nominations. Zap2it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი, 2010. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2010.