მოსე (მოშე) რახამის ძე დავარაშვილი (დ. 1893, ცხინვალი, — გ. 1980, იერუსალიმი) — ქართველი ებრაელი საზოგადო მოღვაწე, რაბინი.

მოსე დავარაშვილი
დაბადების თარიღი 1893
დაბადების ადგილი ცხინვალი
გარდაცვალების თარიღი 1980
გარდაცვალების ადგილი ისრაელი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია

მოღვაწეობდა ქუთაისში. 1917 წელს საქართველოს ეროვნულ საბჭოში წარმოადგენდა საქართველოს ებრაელობას. იყო 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. შემდგომშიც აგრძელებდა რელიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ქართველ ებრაულ საზოგადოებაში. 1970 წელს გადასახლდა ისრაელში, სადაც საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელთა ერთ-ერთი სულიერ ლიდერად ითვლებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება