მოსარჩელე — სამოქალაქო პროცესში ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მიმართავს სასამართლოს, არბიტრაჟს ან სამედიატორო სასამართლოს მოპასუხის მიერ დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად. თუ სასამართლო მიიღებს სარჩელს, აღიძვრება საქმე, რომელშიც მოსარჩელე იქნება ერთ-ერთი მხარე. საქმის მეორე მხარეა მოპასუხე. საქმეში შეიძლება არსებობდეს მესამე მხარეც.