მოროზოვსკი

ქალაქი რუსეთში

მოროზოვსკი (რუს. Морозовск) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. მოროზოვსკის რაიონისა და მოროზოვსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1910 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1941 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 25 830 კაცს.

ქალაქი
მოროზოვსკი
Морозовск

სადგური მოროზოვსკაია
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 48°21′00″ ჩ. გ. 41°50′00″ ა. გ. / 48.35000° ჩ. გ. 41.83333° ა. გ. / 48.35000; 41.83333
დაარსდა 1910
ადრეული სახელები 1917-მდე ტაუბევსკაია, 1938-მდე მოროზოვსკაია
ამჟამინდელი სტატუსი 1941
ფართობი 26 კმ²
ცენტრის სიმაღლე 73[1]
მოსახლეობა 25 830 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86384
საფოსტო ინდექსი 347210
ოფიციალური საიტი gorodmorozovsk.ru
მოროზოვსკი — რუსეთი
მოროზოვსკი
მოროზოვსკი — როსტოვის ოლქი
მოროზოვსკი

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მოროზოვსკი მდებარეობს როსტოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დონი-დონეცკის დაბლობის საზღვრებში, მდინარე ბისტრაიის ზემო დინებაში. ზღვის დონიდან საშუალო მდებარეობაა 73 მეტრი[1]. ქალაქის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე. ქალაქის რაიონში გავრცელებულია შავმიწა ნიადგები[2].

საავტომობილო გზით ქალაქ დონის როსტოვიდან დაშორებულია 250 კმ-ით, უახლოეს ქალაქ ციმლიანსკიდან კი 88 კილომეტრში მდებარეობს.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით მოროზოვსკის კლიმატი ნოტიო კონტინენტალურია ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით, ხოლო აპისოვის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ქალაქი მდებარეობს ზომიერად კონტინენტალური კლიმატის ზონაში[2].

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დაარსდა 1910 წელს, როგორც სტანიცა ტაუბევსკაია, მას სახელი ეწოდა სამხედრო ატამან, წარმოშობით გერმანელ თევდორე ტაუბეს პატივისცემის ნიშნად. სტანიცა ტაუბევსკაიის დაარსებას წინ უძღოდა რკინიგზის ხაზის ლიხაია-ცარიცინის რკინიგზის ხაზის მშენებლობა. ამ მონაკვეთზე ყველაზე მსხვილი სადგური გახდა მოროზვსკაია. გარდა საორთქმავლო დეპოს და სხვა რკინიგზის სამსახურებრივი შენობებისა, აქვე აღმოცენდა რკინიგზელთა დასახლებაც[3].

უკვე 1911 წლისათვის სტანიცაში მოითვლიდნენ 300 ახალ კომლს[3].

1917 წელს სამხედრო ატამანის ბრძანების შესაბამისად სტანიცას ეწოდა მოროზოვსკაია[3].

სამოქალაქო ომის პერიოდში მთელი რვკომი თეთრგვარდიელების მხარეს გადავიდა, ხოლო რევოლუციის შემდეგ სტანიცა გახდა სოფლის მეურნეობის რაიონის ცენტრი. 1938 წელს მუშათა დასახლება მოროზოვსკი ეწოდა. 1941 წლიდან რაიონული დაქვემდებარების ქალაქია.

გერმანულმა ძალებმა ქალაქის ოკუპაცია მოახდინეს 1942 წლის 15 ივლისს[4]. ქალაქი გაათავისუფლეს 1943 წლის 5 იანვარს ვოროშილოვგრადის ოპერაციის ფარგლებში[4].

განათლება რედაქტირება

ქალაქში არის 6 საბავშვო ბაღი, ასევე ბავშვთა სახლი. შენდება 2 ბაღი 80 და 160 ადგილზე გათვლილი. ასევე ქალაქშია 6 საშუალო სკოლა ერთი ლიცეუმი და ერთი გიმნაზია, ასევე ბავშვთა შემოქმედებისა და მუსიკალური სკოლა. გარდა ამისა ფუნქციონირებს მოროზოვსკის აგრომრეწველობის ტექნიკუმი.

ღირსშესანიშნაობა რედაქტირება

  • მოროზოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1994 წელს შენობაში, რომელიც აგებულია 1904 წელს. მუზეუმის დიდ დარბაზებში წარმოდგენიილია ქალაქისა და რაიონის ისტორია, მათი მაცხოვრებლების ცხოვრება. აქ თავმოყრილია არქეოლოგიური ნივთები, რომელიც აღმოაჩინეს მოროზოვსკის რაიონის ტერიტორიაზე, შეკრებილია ისტორიული, კულტურული მასალები, ეროვნული ფოლკლორის გმირები. წარმოდგენილია რუსების, ყირგიზების, ყაზახების, თურქმენებისა და უზბეკების ხალხური ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმში შესაძლებელია თანამედროვე ყირგიზული ხალათი და უზბეკური ფიალები, რაიონში გავრცელებული ცხოველების ფიტულები, ატამანის ხელისუფლების სიმბოლოები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები.
  • მოროზოვსკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია თარიღდება 1904-1914 წლებით. ტაძარი ააგეს ფომინ ივანოვიჩის პროექტის თანახმად. მშენებლობა დასრულდა წელიწადნახევრის შემდეგ. აშენებული ტაძარი დაიბზარა, რაც გამოიწვია ფუნდამენტში ნალექის დაგროვებამ. 1914 წელს ინჟინერმა მოინახულა ეკლესია და განაცხადა, რომ ბზარები საშიში არაა და არ არსებობს დაბრკოლება იმისათვის, რომ ტაძარი გაიხსნას. 1915 წლის 25 აპრილს ტაძარი აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელობაზე. ეკლესიის მრევლი იყო დაახლოებით 1 000 ადამიანი. ეკლესია მოქმედებდა XX საუკუნის 30-იან წლებამდე. მასთან ახლოს ააშენეს სამხედრო ქალაქი და ეკლესია მოექცა მის ტერიტორიაზე. ასეთ მდგომარეობაში ტაძარი იდგა 1940-იანი წლების ბოლომდე. დაინგრა სამრეკლო. საბოლოოდ ტაძარში განათავსეს სამხედრო საწყობი. 2001 წელს დაიწყო ტაძრის აღორძინება. ამ პერიოდში ტაძარი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაში. აღდგა ეკლესიის სამრეკლო. დააყენეს ახალი ზარები, რომლებიც ჩამოასხეს ქალაქ ვორონეჟში. მთავარი ზარის წონა იყო 1 250 კგ.
  • მოროზოვსკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია აგებულია 1902 წელს. იგი აკურთხეს 1903 წლის 15 თებერვალს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია მალევე დახურეს და შემდეგ სრულიად დაანგრიეს[5]. 1984 წლის 19 სექტემბერს მოროზოვსკის რელიგიურმა საზოგადოებამ შეიძინა დაუსრულებელი სახლი სტანიცის მცხოვრებ ბორის ლიზენკოსაგან, რათა აეშენებინათ მოროზოვსკის საქლაქო აღმასკომის 1984 წლის 20 სექტემბრის № 211 გადაწყვეტილებით დანგრეული ტაძარი[6]. ეკლესიის მოწყობის შემდეგ ეზოში აშენდა კელიები, სამზარეულო და სამეურნეო შენობა. 1989 წლის 15 სექტემბერს როსტოვისა და ნოვოცერკასკის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა ეკლესია აკურთხა ღვთისმშობლის კვართის სახელზე[6]. მოგვიანებით ეკლესიასთან შეიქმნა საკვირაო სკოლა.

ძეგლები რედაქტირება

  • საბჭოთა არმიის დაღუპული გმირების ძეგლი
  • რკინიგზის სადგურთან დგას ორთქმავლის ძეგლი.
  • მემორიალური ხაჩქარი, რომელიც ეძღვნება სომხეთა გენოციდს[7].
  • ჩინეთის ბატალიონის წითელარმიელთა მემორიალი, რომლებიც ეხმარებოდნენ ბოლშევიკებს მოროზოვსკში კომუნიზმის დამყარებაში.
  • ფაშისტის მსხვერპლთა მემორიალი
  • ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავის მემორიალი
  • ცხელი წერტილის მებრძოლთა მემორიალი[8].

ლიტერატურა რედაქტირება

  • ФГУП «Южное Аэрогеодезическое Предприятие» Атлас Ростовская область Города, 2007.
  • Краснознамённый Киевский. Очерки истории Краснознамённого Киевского военного округа (1919-1979). Издание второе, исправленное и дополненное. Киев, издательство политической литературы Украины, 1979.
  • Военный энциклопедический словарь. М., Военное издательство, 1984.
  • Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941-1945». М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. М.: Воениздат, 1985. 598 с.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Климат: Морозовск - Климатический график, График температуры, Климатическая таблица - Climate-Data.org
  2. 2.0 2.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-09. ციტირების თარიღი: 2017-08-22.
  3. 3.0 3.1 3.2 Историческая справка об образовании города Морозовска. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2017-08-22.
  4. 4.0 4.1 М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941-1945. — М.: Воениздат, 1985. — 598 с.
  5. Церковь в честь Покрова Божией Матери
  6. 6.0 6.1 Приход храма Покрова Пресвятой Богородицы
  7. Открытие хачкара в Морозовске. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-20. ციტირების თარიღი: 2017-08-22.
  8. Памятник воинам горячих точек