მონტენეგროს ავიახაზები

მონტენეგროს ავიახაზები ან Montenegro Airlines (მონტ. Монтенегро ерлајнс / Montenegro erlajns) — მონტენეგროს დროშის მატარებელი[4] კომპანია, რომლის სათავო ოფისი პოდგორიცაში მდებარეობდა. კომპანია ასრულებდა გეგმიურ და ჩარტერულ რეისებს ევროპის ქვეყნების მიმართულებით. მისი გენერალური მენეჯმენტი პოდგორიცის აეროპორტში მდებარეობდა, ხოლო დამატებითი, მეორე ბაზა ტივატის აეროპორტში იყო მოწყობილი.[5] ავიაკომპანიამ ფუნქციონირება 2020 წლის 26 დეკემბერს შეწყვიტა დიდი ეკონომიკური დანაკარგების გამო.[1]

მონტენეგრო ეარლაინსი
მონტ.Монтенегро ерлајнс / Montenegro erlajns
იატა
YM
იკაო
MGX
საძახისი
MONTENEGRO
დაარსდა 24 ოქტომბერი, 1994
მოღვაწეობის შეწყვეტა 26 დეკემბერი, 2020[1]
ჰაბები პოდგორიცის აეროპორტი
დამატებითი ჰაბები ტივატის აეროპორტი
ძირითადი დანიშნულების პუნქტები 21
ფლოტის ზომა 4[2]
შტაბ-ბინა პოდგორიცა, მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
მმართველი ჟივკო ბანიევიჩი[3]

ისტორია რედაქტირება

 
ყოფილი მონტენეგროს ავიახაზების საკუთრებაში არსებული Fokker F-28 1998 ციურიხში

ადრეული წლები რედაქტირება

ავიაკომპანია დაარსდა 1994 წლის 24 ოქტომბერს, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ.[6] კომპანიამ პირველი თვითმფრინავი, Fokker 28 Mk4000 (მეტსახელად „ლოვჩენი“, Lovćen), შეიძინა თითქმის ორი წლის შემდეგ, 1996 წელს.[6] პირველი კომერციული რეისი შედგა 1997 წლის 7 მაისს, ზუსტად 10:30 საათზე, პოდგორიცასა და იტალიის ქალაქ ბარს შორის.[6]

2000 წლის აპრილში მონტენეგროს ავიახაზები საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წევრი გახდა.[6] 2000 წლის ივნისში, პოდგორიცას აეროპორტს ხუთი ერთეული Fokker 100 გადაეცა.[6] კომპანია Amadeus CRS-ის სისტემას 2003 წლის 5 მარტს შეუერთდა.[6] 2004 წელს მონტენეგროს ავიახაზების მფრინავებმა რეგიონში პირველებმა მიიღეს IIIA სერთიფიკატი. იმავე წლის 2 ივლისს ავიაკომპანიამ თავისი მემილიონე მგზავრი გადაიყვანა.[6]

მონტენეგროს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, სერბეთი მონტენეგრული კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზარი გახდა. მონტენეგროს ავიახაზებს სერბეთსა მონტენეგროს გარდა სხვა ქვეყნებში საერთაშორისო ფრენების შეჩერება მოუწევდათ, რითაც ნიშ - ციურიხის მომგებიანი ხაზი დაკარგეს, საჰაერო სივრცის გამოყენების უფლების არარსებობის გამო. ამის თავიდან ასაცილებლად, მონტენეგროს ავიახაზებმა სერბეთში დაარეგისტრირა ცალკე ავიაკომპანია, რომელსაც ეწოდა მასტერის ავიახაზები (Master Airways), მაგრამ სერბეთის მთავრობის პოლიტიკის გამო, კომპანიას ფუნქციონირებისთვის ლიცენზია არ მიანიჭეს. 2007 წლის 23 ივლისს, მონტენეგროს ავიახაზებმა შეუკვეთა 2 ერთეული Embraer 195, ფლოტისა და დანიშნულების ქსელის ზრდის მიზნით. თვითმფრინავი იჯარით იქნა აღებული კომპანია GECAS–დან 8 წლის ვადით. პირველი Embraer E-195 პოდგორიცას აეროპორტში 2008 წლის 5 ივნისს ჩავიდა.[7] Embraer–ის ფლობის შედეგად კომპანიამ დაიწყო რეგულარული ფრენების განხორციელება ლონდონის გატვიკის აეროპორტისა და მილანის მალპენსას საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით.

2009 წლის 17 აპრილს ისრაელის ავიახაზებმა (El Al Israel Airlines) და მონტენეგროს ავიახაზებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისრაელის კომპანია დაინტერესებული იყო მონტენეგროს ავიახაზების აქციების 30%-ის შეძენით,[8] მაგრამ გეგმები ჩაიშალა.[9] ავიაკომპანია დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიად და სარგებლობდა მთავრობის ფინანსური და პროტექციონისტული მხარდაჭერით.[10]

განვითარება 2010 წლიდან რედაქტირება

 
მონტენეგრო ეარლაინსის Fokker 100

ავიაკომპანიის პირველი წყვილი Embraer E-195s ჩამოსვლის შემდეგ, მონტენეგროს ავიახაზებმა თვითმფრინავების კომპანიას შეკვეთილი E-175–ების Embraer-ით შეცვლა სთხოვა.[11] ამასთან, ავიაკომპანიას მესამე E-195 მაინც გადაეცა,[12] და შეკვეთილი მეოთხე თვითმფრონავიც იგივე მოდელის უნდა ყოფილიყო.[13][14] 2012 წლის 6 ივლისს, ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, რომ მონტენეგროს ავიახაზებმა კიდევ ერთხელ შეცვალა მეოთხე შეკვეთა, ამჯერად მოითხოვა E-190LR მოდელი. თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას 2014 წლის მაისში ჩავიდა.[15] 2014 წლის ნოემბერში მონტენეგროს ავიახაზებმა Fokker 100–ების გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა 2015 წლის ივნისისთვის არც ერთი მყიდველი არ გამოჩნდა და საჰაერო ხომალდები გაუქმდა.[16]

მიმართულებები რედაქტირება

კომპანიის დახურვამდე მინტენეგროს ავიახაზებს 18 მიმართულება ჰქონდა დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, რუსეთში, ავსტრიაში, სლოვენიაში, სერბეთში, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში.[17]

კოდშეარის შეთანხმებები რედაქტირება

კომპანიას გაუქმებამდე კოდშეარის შეთანხმება ჰქონდა შემდეგ ავიაკომპანიებთან:

  • AirSERBIA
  • ეთიჰადის ავიახაზები
  • S7 Airlines

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Montenegro's indebted state airline ceases operations. CTV News (2020-12-26).
  2. Montenegro Airlines prepares for service resumption. exyuaviation.com (May 24, 2020). ციტირების თარიღი: July 13, 2020
  3. New CEO of Montenegro Airlines appointed. Montenegro Airlines (2017-02-07). ციტირების თარიღი: 2019-08-19
  4. „Flag carriers of the former Yugoslavia urged to unite“. Centre for Aviation. 10 აპრილი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 24 ივლისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „Directory: World Airlines“. Flight International. 2007-04-10. p. 52.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 Istorijat. Montenegro Airlines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2012-10-07
  7. [1] დაარქივებული October 31, 2008, საიტზე Wayback Machine.
  8. El Al conducting talks to buy Montenegro Airlines stake - Israel News | Haaretz Daily Newspaper. Haaretz.com (2009-04-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-17. ციტირების თარიღი: 2012-10-07
  9. EX-YU aviation news: El Al dumps Montenegro plans. Exyuaviation.blogspot.com (2009-09-09). ციტირების თარიღი: 2012-10-07
  10. Montenegro erlajns na izdisaju, država jedini spas - Vijesti online. Vijesti.me (2012-04-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2012-10-07
  11. EX-YU aviation news: Montenegro Airlines changes aircraft order. Exyuaviation.blogspot.com (2009-05-29). ციტირების თარიღი: 2012-10-07
  12. Photos: Embraer ERJ-190-200LR 195LR Aircraft Pictures. Airliners.net (2010-07-19). ციტირების თარიღი: 2012-10-07
  13. Dan online - Ekonomija: Đurišić naručio četvrti "embraer" - 2011-05-12. Dan.co.me (2011-05-12). ციტირების თარიღი: 2012-10-07
  14. Naručen četvrti Embraer. Aviokarte.Hr (2012-10-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2012-10-07
  15. M.Erlajns dobio novi avion. Radio Televizija Crne Gore. ციტირების თარიღი: 2014-05-18
  16. ch-aviation.com - Montenegro Airlines pulls Fokker 100s off market 19 June 2015
  17. montenegroairlines.com - Destinations retrieved 12. July 2018