მონოგენეზური მწოველები

მონოგენეზური მწოველები (Monogenoidea), პარაზიტული ბრტყელი ჭიების კლასი. აქვთ ბრტყელი სხეული, რომლის სიგრძე 1 მმ, იშვიათად 40-50 მმ აღწევს. დაფარულია კუტიკულით. სხეულის ღრუ არ აქვთ, ყველა სივრცე პარენქიმითაა ამოვსებული. საჭმლის მომნელებელი სისტემა კარგად აქვთ განვითარებული. სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არ აქვთ. გამომყოფი სისტემა წარმოდგენილია პროტონეფრინდიებით. საშვილოსნო მოკლეა. ჩვეულებრივ ერთ კვერცხს შეიცავს. გრძნობის ორგანოებია მგრძნობიარე პაპილები და 1-2 წყვილი თვალი. ჰერმაფროდიტებია. კვერცხმდები, იშვიათად კვერცხცოცხლადმშობნი ან ცოცხლადმშობებია. მონოგენეზური მწოველები პარაზიტობენ თევზების ლაყუჩებსა და კანზე, იშვიათად — ამფიბიებისა და ქვეწარმავლების საშარდე ბუშტში. 1 სახეობა (Oculotrema hippopotami) პარაზიტობს ბეჰემოთის თვალებში. ონოგენეზური მწოველების კლასში 2000-მდე სახეობაა. საქართველოს მტკნარ წყლის თვზებში რეგისტრირებულია Dactylogyrus vastator, Gyrodactylus elegans, Diplozoon paradoxum და სხვა. ბაყაყის საშარდე ბუშტში პარაზიტობს ბაყაყის მრავალპირა (Polystomum integerrimum).

Diplozoon paradoxum

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყურაშვილი ბ., ქსე, ტ. 7, გვ. 97, თბ., 1984