მონიკა ანა მარია ბელუჩი (იტალ. Monica Anna Maria Bellucci; დ. 30 სექტემბერი 1964,[1] ჩიტა-დი-კასტელო, იტალია) — იტალიელი[2] კინომსახიობი და ფოტომოდელი.

მონიკა ბელუჩი

მონიკა ბელუჩი 2009 წელს
დაბადების სახელი მონიკა ანა მარია ბელუჩი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1964 (1964-09-30) (59 წლის)
ჩიტა-დი-კასტელო, უმბრია, იტალია
საქმიანობა მსახიობი
ფოტომოდელი
აქტიური 1977–დღემდე (მოდელი)
1990–დღემდე (მსახიობი)
მეუღლე(ები)
მშობლები მამა: ლუიჯი ბელუჩი
დედა: მარია გუსტინელი
საიტი monicabellucci.net

ბიოგრაფია რედაქტირება

მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში.[3][4] მამამისი ლუიჯი ბელუჩი იყო სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი — პროფესიით მხატვარია.[5] 13 წლიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე.[6] სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლიდან მუშაობდა მოდელად „Liceo Classico“-სთან. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. 1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა „Elite Model Management“-თან. 1989 წელს ბელუჩი როგორც მოდელი განთქმული იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. იმ დროისათვის იგი პოზიორობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან როგორიცაა „Dolce & Gabbana“. ამასთანავე თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან „ELLE“. 2000 წლიდან ბელუჩის ფოტოსურათები იბეჭდებოდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალში. 2003 წელს ბელუჩი გახდა პოპულარული ჟურნალის „Maxim“-ის სახე.[7] იმ პერიოდში წარმატებებს მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო როგორც იტალიის სექს-სიმბოლო.[8][9][10] სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ბელუჩიმ კინემატოგრაფშიც დაიწყო მოღვაწეობა. სწორედ მოდელის კარიერამ მიიყვანა ბელუჩი კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენების გათამაშება.

კინოკარიერა რედაქტირება

ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში — „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო სეზარის პრემიაზე ნომინაციაში იმედების მომცემი მსახიობი.[11] სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ვენსან კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. 1997 წელს გამოდის ცნობილი ფრანგული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი „დობერმანი“. 1997 წლისათვის ბელუჩიმ ერთბაშად სამ ფილმში მოასწრო თამაში. 1990-იანი წლებში იგი მეტად პოპულარული და მომთხოვნი მსახიობი ხდება. 2000 წელს გამოდის გახმაურებული კინოფილმი „მალენა“. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავისი ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიანი მისტიკური ფილმი „მგლის საძმო“. ერთ წელიწადში ბელუჩიმ მიიღო როლი ცნობილ ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა“, რომელიც იქცა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდშემოსავლიან ფილმად. ამავე წელს გამოდის ფილმი „გარდაუვალობა“, სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში. კინოთეატრებში კინო მძიმედ აღიქვეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ.[12] მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი „მზის ცრემლები“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა: „ქრისტეს ვნებანი“, „შაითანი“, „დახვრიტე ისინი“, „უკან არ მოიხედო“ და ა.შ. მონიკა ბელუჩი ქორწინებაში იმყოფებოდა კლაუდიო კარლოს ბასოსთან, თუმცა წყვილი ერთმანეთს გაშორდა. 1999-2013 წლებში იყო ფრანგი კინომსახიობის ვენსან კასელის მეუღლე, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს.[13][14][15] ფლობს იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ და სპარსულ ენებს.[16]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1990 ცხოვრება ბავშვებთან Vita coi figli ელდა
1992 ბრემ სტოკერის დრაკულა Bram Stoker's Dracula დრაკულას პატარძალი
1995 თოვლის გუნდა Snowball მელინა
1995 იოსები Joseph ფარაონის მეუღლე
1996 ბინა The Apartment ლიზა
1997 დობერმანი Dobermann ბოშა ნატალი
1998 ზეიმი არ იქნება! L'ultimo Capodanno ჯულია ჯოვანინი
2000 ეჭვქვეშ Under Suspicion შანტალი
2000 მალენა Malèna მალენა სკორდია
2001 მგლის საძმო Brotherhood of the Wolf სილვია
2002 ასტერიქსი და ობელიქსი: მისია კლეოპატრა Astérix & Obélix: Mission Cléopâtre კლეოპატრა
2002 გარდაუვალობა Irréversible ალექსი
2003 მატრიცა 2: გადატვირთვა The Matrix Reloaded პერსეფონე
2003 მატრიცა: რევოლუცია The Matrix Revolutions პერსეფონე
2003 მზის ცრემლები Tears of the Sun ლინა კენდრიკსი
2003 გახსოვდე Remember Me, My Love ალესია
2004 ქრისტეს ვნებანი The Passion of the Christ მარიამ მაგდალინელი
2004 მას ვძულვარ She Hate Me სიმონა ბონასერა
2005 ძმები გრიმები The Brothers Grimm სარკის დედოფალი
2005 რამდენად გიყვარვარ How Much Do You Love Me? დანიელა
2006 შაიტანი Sheitan თეთრი ვამპირი
2007 დახვრიტე ისინი Shoot 'Em Up დონა
2007 სიყვარულის სახელმძღვანელო 2 Manual of Love 2 ლუჩია
2008 ველური სისხლი Sanguepazzo ლუიზა
2009 ბაარია Baarìa – La porta del vento გელფრენდი
2009 პიპა ლის პირადი ცხოვრება The Private Lives of Pippa Lee ჟიჟი ლი
2009 უკან არ მოიხედო Don't Look Back ჟანა
2010 ჯადოქრის მოწაფე The Sorcerer's Apprentice ვერონიკა
2007 სიყვარული: გამოყენების ინსტრუქცია Manuale d'amore 3 ვიოლა
2011 ის ვნების ზაფხული A Burning Hot Summer ანჟელა
2012 მარტორქების სეზონი Rhino Season მინა
2015 სპექტრი Spectre ლუსია სკიარა
2017 ტვინ პიქსი Twin Peaks განასახიერებს საკუთარ თავს

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Birth registration from the Perugina Registry Office
  2. [1]
  3. Martínez, Claudio. (30 October 2003) Persephone Spanish. El Diario de Hoy. ციტირების თარიღი: 9 November 2009.
  4. Monica Bellucci: Biography. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 23 January 2008.
  5. Monica Bellucci Biography (1969?–). Filmreference.com. ციტირების თარიღი: 8 September 2007.
  6. Corliss, Richard (10 March 2003). „It's Monica Mania“. TIME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 26 May 2007.
  7. Monica Bellucci Photos. Maxim. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი 2007. ციტირების თარიღი: 15 January 2007.
  8. Salisbury, Mark (23 October 2005). „Danger woman“. The Observer. UK. ციტირების თარიღი: 26 May 2007.
  9. Davies, Hugh (23 January 2003). „Gibson brings his passion for Christ to the big screen“. The Daily Telegraph. UK. ციტირების თარიღი: 26 May 2007.[მკვდარი ბმული]
  10. Morgoglione, Claudia (14 October 2006). „Monica baronessa divertente per Virzì "Bello quel ruolo un po' da mignotta". La Repubblica. Italy. ციტირების თარიღი: 26 May 2007. (იტალიური)
  11. Campion, Chris. (5 October 2006) Fantasy made flesh. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 17 April 2009.
  12. David Ansen. "How Far Is Too Far?", Newsweek, March 3, 2003
  13. Silverman, Stephen M. (14 September 2004). 'Passion' Actress Bellucci Has Baby Girl“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 8 August 2010.
  14. „Actress Monica Bellucci has baby girl“. Agence France-Presse. 25 May 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 8 August 2010.
  15. „Monica Bellucci, Vincent Cassel To Divorce After 14 Years“. Huffington Post. 26 August 2013. ციტირების თარიღი: 2013-08-26.
  16. Actress Monica Bellucci is not to be underrated - Toronto Sun