მომოტისებრნი (ლათ. Momotidae) — ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგისა. მოიცავს 6 გვარს (Momotus, Aspatha, Barypthengus, Electron, Eumomota, Hylomanes) და 14 სახეობას,[1] რომლებიც გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ტანად საშუალო და პატარა ფრინველებია (სიგრძე 17-47 სმ, მასა 50-400 გ). ბუდობენ ნაკადულების, ხრამების ნაპირებზე. დედალი 3-4 კვერცხს დებს, კრუხობს ორივე მშობელი 21-22 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, ხილით.

მომოტისებრნი

Momotus bahamensis
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Momotidae (G. R. Gray, 1840)

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Family Momotidae. Handbook of the birds of the world. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2019.