მომავალი დროის ხაზის ჰიპოთეზური ნაწილი, უმეტესი მოვლენა, რომელიც ჯერ კიდევ არ მომხდარა, მაგრამ შეიძლება მოხდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მოვლენა წარმოიქმნება დროით და ადგილმდებარეობით, მომავალი იკავებს სივრცე-დროის კონტინუუმს.

ანტონიო სანტ'ელია — ურბანული ნახატი ფუტურისტულ სტილში 

მომავალი და დროის ფილოსოფია რედაქტირება

მომავალი ყოველთვის იკავებდა განსაკუთრებულ ადგილს ფილოსოფიაში და საერთოდ, ადამიანის გონებაში. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით (ინდეტერმინიზმი), მომავალი არ არის განსაზღვრული, და ადამიანებს შეუძლიათ მისი შექმნა. სხვა თეორიის მიხედვით, მომავალი წინასწარ არის განსაზღვრული (დეტერმინიზმი). ასევე შესაძლებელია ადამიანები თვითონ მართავენ მომავალს, მაგრამ მათი მოქმედებები უკვე განსაზღვრულია. დროის ციკლური მოდელის (სამყაროს) ჩარჩოში, მომავალში განმეორდება ის რაც უკვე მოხდა წარსულში.

მრავალ რელიგიას აქვს წინასწარმეტყველება სიცოცხლის შესახებ სიკვდილის შემდეგ, და ასევე სამყაროს დასასრულზე. კონფლიქტი ქრისტიანობაში ღმერთის მომავლის ცოდნისა და ადამიანის არჩევნის თავისუფლებას შორის მივყავართ, მაგალითად ბედისწერის დოქტრინასთან).

მომავლის მნიშვნელობა ხაზგაისმება იმით, რომ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ წინასწარმეტყველებები და პროგნოზები იმისა თუ რა მოუვათ მათ მომავალში. შესაძლოა ადამიანის ტვინის  განვითარების უდიდესი ნაწილი  — შეცნობის შესაძლებლობის განვითარება, აუცილებელია იმისთვის, რომ მოახდინონ მომავლის პროგნოზირება, ანუ  წარმოსახვა, ლოგიკა და ინდუქცია.

პროგრესის კონცეფცია რედაქტირება

ადამიანის მომავლის კონცეფცია ცივილიზაციის გონებაში, რომელიც წარმოადგენს დროს ხაზების სახით და რომელიც გადის წარსულიდან მომავალში, მჭიდროდ არის დაკავშირებული პროგრესის გაგებასთან. ობიექტურად და რაოდენობრივად პროგრესის გაზომვა რთულია. ინდუსტრიის პროგრესის განვითარება შეიძლება გამოითვალოს ენერგიის მოხმარების საფეხურის გაზრდის მიხედვით. ამაზეა დაფუძნებული კარდაშაევის ცივილიზაციის მასშტაბი.

ინფორმაციის ერაში გაზომვის საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს მიკროპროცესორები (მურის კანონი) — ცივილიზაციის მსგავსი კლასიფიკაცია წარმოადგინა კარლ საგანმა. ეს კრიტერიუმი, ისევე როგორც წინა, შეიძლება ჩაითვალოს ტექნოკრატიულად.

იარაღის განვითარებასთან ერთად კაცობრიობამ ხელში ჩაიგდო უფრო ძლიერი და უფრო დამანგრეველი განადგურების საშუალება, ამასთან ერთად,  XX საუკუნეში: პირველ, მეორე მსოფლიო ომებში და ასევე სხვა კონფლიქტებში დაშავდა 100 მილიონი ადამიანი. მასიური განადგურების საშუალება ისევ არსებობს და ისევ გრძელდება მისი გამოგონება, შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რომ პროგრესი იხშობა მხოლოდ ტექნიკის განვითარებაში. პროგრესის იმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანის პოტენციალი.

ჰუმანიზმის (ლათინურად humanitas — ადამიანობა) შესაბამისად და კონცეფცირად — "ცენტრში მდებარეობს ადამიანის იდეა როგორც უმაღლესი ღირებულება ადამიანთან ურთიერთობაში და ეხება მსოფლიოსა და საზოგადოების ღირებულებები," პროგრესი ასევე შეიძლება ჩაითვალოს მაღალი მორალის და ზნეობრიობის ნორმის გავრცელებაც.

ინდუსტრიულიდან ინფორაციულ ეპოქაში გადასვლის მიუხედავად, რესურსების გამოყენება ყოველწლიურად იზრდება. ამასთან დაკავშირებით გამოითქმევა აზრი, რომ კოსმოსის კოლონიზაცია გარდაუვალია, რადგან პლანეტა დედამიწაზე არის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რესურსები და საცხოვრებელი ადგილები. საწინააღმდეგო  აზრს გამოთქვამენ ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლის მომხრეები, ანალოგიურად იმასთან,  თუ რა რესურს მოიხმარს დედამიწის ბიოსფერო, მინუმუმ 4,5 მილიარდი წელი. დედამიწის ბიოსფერო მხოლოდ ერთ რესურს მოიხმარს  — მზის სინათლეს (მზის ენერგია)

მომავალი  მოიაზრება მთელ რიგ პროექტებად და საუბარი უნდა მიდიოდეს მის კონსტრუირებაზე.

მომავლის პროგნოზირება და ფუტუროლოგია რედაქტირება

წარმოსახვა საშუალბას გვაძლებს „დავინახოთ“ დამაჯერებელი მოდელი მოცემულ სიტუაციაში რისკის გარეშე, რომელსაც მოყვება მისი რეალური განხორცილება. ლოგიკური მსჯელობები საშუალებას იძლევა წინასწარ გავიგოთ  ამა თუ იმ ქმედებების შედეგები სხვადასხვა სიტუაციებში. ინდუქცია საშუალებას იძლევა დავამყარით ურთიერთკავშირი მიზეზისა და შედეგს შორის და ის წარმოადგენს ძირითად გაგებას მომავლის მოვლენების პროგნოზების შექმნისთვის.

იმის მიუხედავად რომ ეს სასარგებლო ინსტრუმენტები გვაქვს (სასარგებლო მომავლის გაგებისთვის), ალბათობის ბუნებამ ბევრი ბუნებრივი და სოციალური პროცესები რთულად გამოსათვლელი გახადა, მაგრამ მრავალი ადამიანისთვის და კულუტურისთვის სასურველი რჩებოდა ასწლეულების განმავლობაში.

ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ დაენახათ მომავალი. ამიტომაც ქურუმებს და წინასწარმეტყველებს ჰქონდათ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა. მომავლის პროგნოზირების მიზნით გაჩნდა ეზოთერული სწავლებები, ასტროლოგია, ქირომანტია, ცრურწმენა. ფიზიკის დიდი ნაწილის განვითარების მიზეზის ახსნა ისეთივე მარტივია როგორც იმის მცდელობა რომ შეეცადო ობიექტურად გააკეტო პროგნოზი მომავალის შესახებ. ფანტასტიკა გაჩნდა როგორც შორეული მომავლის გაგების საშუალება, მხატვრების ფანტაზიის დახმარებით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

მომავალი მოვლენები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Вернадский В. И. Размышления натуралиста: Научная мысль как планетное явление. М.,1977.
  • Московченко А. Д. Введение в космическую философию. — Томск, 1997.
  • Русский космизм / Сб. М., 1993.
  • Семенова С. Г. Николай Федоров: Творчество жизни. М.,1990.
  • Федоров Н. Ф. Сочинения в 2-х тт. М.,1995.
  • Циолковский К. Э. Грезы о земле и небе. Тула, 1986.