მოზდოკის რაიონი (ოს. Мæздæджы район) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტი (მუნიციპალური ოლქი), რომელიც შედის ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მოზდოკი.

გეოგრაფია რედაქტირება

მოზდოკის რაიონი მდებარეობს რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე თერგის ორივე ნაპირზე. რაიონის ტერიტორია შეადგენს 1071.12 კმ².

მას ესაზღვრება დასავლეთით ყაბარდო-ბალყარეთი ტერსკისა და პროხოლდენსკის ოლქები, ჩრდილოეთით სტავროპოლის ტერიტორიის კურსკის ოლქი, აღმოსავლეთით ჩეჩნეთის ნადრეჩნიკის ოლქი, აღმოსავლეთით მალგობეკის რაიონი და სამხრეთით - კიროვის რაიონი.

ზონალური ზონირების მიხედვით, რაიონის ტერიტორია იყოფა ორ ზონად - დაბლობად და მთისწინეთად. რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს პრიტრეჩნაიას დაბლობი.

რაიონში ჰიდროგრაფიული ქსელი ძირითადად წარმოდგენილია მდინარე თერგითა და მისი მარჯვენა შენაკადით კურპით, რომელიც ნაწილობრივ მიედინება რეგიონის დასავლეთ საზღვარზე. გარდა ამისა, რაიონში არის მრავლად ჰიდრორესურსი, რომელთაგან მთავარია ტერსკო-კუმსკის არხი, ლენინის არხი, მალოკაბარდინსკის არხი, ნადრეკეჩნის არხი, ყიზილარის არხი და ა.შ.

ეკონომიკა რედაქტირება

რაიონის ტერიტორიაზე არის განთავსებული ნავთობსადენისა და გაზსადენების, ნავთობის საცავების, ბენზინგასამართი სადგურების, საწვავის და საპოხი მასალების საწყობები.

ქალაქ მოზდოკის მახლობლად, მოქმედებს მოზდოკის აეროპორტი და და რამდენიმე სამხედრო ნაწილი.

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

მოზდოკის რაიოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია 83,974 ჰექტარი, რომელთაგან სახნავია 69,289 ჰექტარი. აქ მოჰყავთ ქერი, ხორბალი, სამრეწველო კულტურები (ყურძენი, მზესუმზირა და ა.შ.). კერძო სექტორში ძირითადად ბოსტნეული იზრდება: პომიდორი, კიტრი, ხახვი, რომელიც ექსპორტზე სხვა რეგიონებში გააქვთ.

რეგიონში მოქმედებს 7 კოლექტიური მეურნეობა, 5 სახელმწიფო მეურნეობა და ასევე 2 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

განათლება რედაქტირება

ამ მხრივ მოზდოკი ერთ-ერთ განვითარებულ რაიონად ითვლება, აქ განთავსებულია: 30 საერთო ბიბლიოთეკა, 2 ბავშვთა ბიბლიოთეკა, 12 საბავშვო ბაღი, 35 საშუალო სკოლა, ზოგადი პანსიონი, პანსიონის სკოლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, 3 სამუსიკო სკოლა, 1 ხელოვნების სკოლა, 4 სპორტული სკოლა, სოფლის მეურნეობის სამრეწველო კოლეჯი, მოსკოვის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია (მოზდოკის ფილიალი), მოზდოკის მექანიკისა და ტექნიკის კოლეჯი, 2 საკვირაო სკოლა, კულტურის სასახლე (მოზდოკში) და ბავშვთა შემოქმედების სახლი (მოზდოკში).

სატრანსპორტო ქსელი რედაქტირება

საგზაო ქსელი კარგად არის განვითარებული, დასავლეთიდან აღმოსავლეთით არის ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის პროხოლნაია -ყიზლარის ფილიალი და მაგისტრალი, რომელიც გეორგიევსკიდან ყიზლიარში მიდის. მოზდოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სამხედრო აეროპორტი.

უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა დასახლებას აქვს გამართული რეგულარული კომუნიკაცია ქალაქ მოზდოკთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება